"ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რის სიმძლავრესაც ვატყობ - ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ველიდან სიძულვილის ვირუსი განვდევნოთ" - კვირის პალიტრა

"ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რის სიმძლავრესაც ვატყობ - ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ველიდან სიძულვილის ვირუსი განვდევნოთ"

"ძალიან გთხოვთ, პოლიტიკური ველიდან სიძულვილის ვირუსი განვდევნოთ - ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რის სიმძლავრესაც ვატყობ", - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ გააკეთა.

როგორც კახაძემ აღნიშნა, კოვიდვირუსმა ბევრი რამ გვასწავლა და ახლა ეს პოლიტიკაში უნდა გადმოვიტანოთ.

"კოვიდის ვირუსი ჩანს?! არ ჩანს, მაგრამ ძალიან საშიშია - როგორც ეს ვირუსი, ასევე პოლიტიკური ვირუსიც იმ ორგანიზმში შემოიჭრება, სადაც სუსტია ადგილი და იმას დაიმეგობრებს. შემდეგ ორჯერ უფრო დამაზიანებელი გამოვა - ეს ისე, მოსახლეობამ არჩევნების წინ რომ გაამახვილოს ყურადღება. ვირუსმა ბევრი რამ გვასწავლა და ახლა პოლიტიკაში გადმოვიტანოთ - პოლიტიკური ნიღაბი! პოლიტიკური ანგაჟირების გამო ზოგჯერ ისეთ სისულელეს ამბობ, რომ გგონია, ეს სიმართლეა. ტვინი უნდა იყოს მზაობაში, რომ ენით ნათქვამი სიტყვა ტვინმა რამდენიმე ხნის მერე არ უარყოს", - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.