"სააკაშვილმა ისე დაიწყო შიმშილობა, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა - შეუძლიათ იშიმშილონ, შეუძლიათ ჭამონ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა ისე დაიწყო შიმშილობა, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა - შეუძლიათ იშიმშილონ, შეუძლიათ ჭამონ"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ისე დაიწყო შიმშილობა, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ კარგად იცის, რომ 9 წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულებია ჩადენილი და მოთხოვნებს ამიტომ ვერ აყენებს.

"საერთოდ გაუგებარია შიმშილობა, როდესაც მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ალბათ, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. მე მახსოვს 35-წლიანი ისტორია საქართველოში შიმშილობების და არცერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. აქედან ჩანს ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში. ამას ეფუძნება ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ.

ეს არის მათი საქმე, შიმშილობა არის მათი კონსტიტუციური უფლება, შეუძლიათ იშიმშილონ, შეუძლიათ ჭამონ, როგორც გადაწყვეტენ ისე იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.