"სააკაშვილი არის მხნედ, ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის უმთავრესია უმაღლესი მთავარსარდალი, სამხედროებისთვის ის არის მედროშე და მედროშე ჩვენ გვყავს გმირი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არის მხნედ, ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის უმთავრესია უმაღლესი მთავარსარდალი, სამხედროებისთვის ის არის მედროშე და მედროშე ჩვენ გვყავს გმირი"

სააკაშვილის პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხმების მობილიზება, მაქსიმალურად უნდა მივიდეს მოსახლეობა არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დევი ჭანკოტაძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე დიდ ძალას ხალხის მხარდაჭერა აძლევს.

"ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი პოლიტიკური მოტივით ზის ციხეში. ამ კაცმა, მე რაც ვნახე, ააშენა ქართული ჯარი, ქართული სახელმწიფო და ასეთი კაცი ზის ახლა ციხეში. ეს ძალიან სასირცხვილოა ყველასთვის და პირველ რიგში "ქართული ოცნებისთვის". ამ კაცის დამსახურებაა, რომ დღეს თანამედროვე ჯარი გვყავს. მისი პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხმების მობილიზება, მაქსიმალურად უნდა მივიდეს ჩვენი ხალხი არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ "ქართული ოცნება". მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მე-20 დღეა, ძალიან მაგრად გამოიყურება, მას ძალას აძლევს 14 ოქტომბერს გამართული მიტინგი, ძალას აძლევს ის, რომ მას უამრავი ხალხი უჭერს მხარს. მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" უთვლის ყველა კოვზ საჭმელს, ის არის მხნედ და ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის უმთავრესი არის უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედროებისთვის ის არის მედროშე და მედროშე ჩვენ გვყავს გმირი", - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.