"ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას" - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენატრების განცხადებებს პასუხობს - კვირის პალიტრა

"ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას" - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენატრების განცხადებებს პასუხობს

ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას განუცხადა. ამით ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის კითხვას უპასუხა ევროპარლამენტარების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონის და მართლმსაჯულების აღსურულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.

„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ. მე მინდა ასევე შევახსენო, თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე - ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე. სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელს ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს, ეს ადამიანი, მაშინ მთელი ეს პერიოდი როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა, უბედურება, წამება ციხეებში , ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის. რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"