"სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება. ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა "ნაცმოძრაობის“ დამთავრებაა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება. ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა "ნაცმოძრაობის“ დამთავრებაა"

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო 3 წელში "ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დამთავრდება“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები აღარ იქნება და "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლარიზაციისა და დესტრუქციის შემოტანისთვის არანაირი ბერკეტი აღარ ექნება“.

"არჩევნები მოვიგეთ და არჩევნებთან ერთად მათი ე.წ. რეფერენდუმიც მოვიგეთ. სააკაშვილი არის ციხეში და მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება. ეს ქვეყანას დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს და ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა "ნაცმოძრაობის“ დამთავრებაა. ამ ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლარიზაციისა და დესტრუქციის შემოტანისთვის არანაირი ბერკეტი აღარ ექნება. ამ 3 წელიწადში "ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დამთავრდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"