"მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს ქინძი უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს ქინძი უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა"

დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, პრემიერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრებულ მიხეილ სააკაშვილს ქინძი არ უწოდა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა ქინძი, თავის თავს უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი უბრალოდ ციტატა მოიყვანა.

"ირაკლი ღარიბაშვილი ქინძს არ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილმა ქინძი თავის თავს უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა",- განმარტავს კალაძე.

ცნობისთვის, პრემიერი დღეს გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა: "კაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ორი დღე პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა".