"მიხეილ სააკაშვილს არაფერი ეზღუდება" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს არაფერი ეზღუდება"

მიხეილ სააკაშვილს არაფერი ეზღუდება",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ხდება მისი გადაყვანა საჭიროების შემთხვევაში კერძო კლინიკაში და " ეზღუდება თუ არა მას უფლება".

როგორც კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების სისტემის კლინიკაში გადაიყვანენ.

"მიხეილ სააკაშვილს არაფერი ეზღუდება. სხვა პატიმრების მსგავსად, თუ არის ამის საჭიროება მოხდება მისი გადაყვანა პენიტენციურ კლინიკაში",- აღნიშნავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, კლინიკაში გადაყვანისას ხომ არ შეექმნება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას რისკები, კალაძე პასუხობს : "არანაირი რისკები არ არის, არ ინერვიულოთ".

"ინტერპრესნიუსი"