"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს ყველგან ოპოზიციამ გაიმარჯვოს" - კვირის პალიტრა

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს ყველგან ოპოზიციამ გაიმარჯვოს"

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს ყველგან გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ეს იქნება ერთადერთი შანსი, რომ ის ჭირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სახით გვაქვს საქართველოში თავიდან მოვიშოროთ", - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, მხოლოდ ერთობა მოგვაშორებს "ამ ჭირს, რასაც საქართველოს ჭაობში ჩაძირვა ჰქვია".

"ამ ქვეყანას ერთობის, ყველას გაერთიანების, ყველანაირი წყენის და საქმის გარჩევის გვერდზე გადადების გარეშე ვერ გადავარჩენთ. მაშინ, ის პატარა ბავშვები, რომლებიც პირველ რიგში არიან ჩვენ მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან, რომ ჩვენ არ გვეყო არც ჭკუა, არც გონიერება, არც გული, რომ ყველანაირ ჩვენს ემოციებზე მაღლა დავმდგარიყავით და პირველ რიგში მათი მომავალი დაგვეყენებინა.

მე შემიძლია ამ ბავშვებს თვალებში შევხედო. ჩვენ შევძლებთ იმის გაკეთებას, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ნორმალური ქვეყანა შევუქმნათ და არავის ბოსტნად არ ვაქციოთ ეს ქვეყანა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს ყველგან გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ეს იქნება ერთადერთი შანსი, რომ ის ჭირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სახით გვაქვს საქართველოში თავიდან მოვიშოროთ. მხოლოდ ერთიანობა, მხოლოდ ერთობა მოგვაშორებს ამ ჭირს რასაც დღეს საქართველოს ჭაობში ჩაძირვა ჰქვია", - აღნიშნავს ბურჯანაძე.

"ინტერპრესნიუსი"