"გვარამიამ თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით" - კვირის პალიტრა

"გვარამიამ თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით"

"თუ გვარამია დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

"რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით და, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლების კითხვებს პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ცნობით, №18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაესაუბრება.