"მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა 10 ათასობით პატიმარს" - კვირის პალიტრა

"მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა 10 ათასობით პატიმარს"

"მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა 10 ათასობით პატიმარს"მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა 10 ათასობით პატიმარს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქმე პატიმარს ეხება, ადამიანის უფლებები იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე, რაც მისი განმარტებით, იმას გულისხმობს, რომ მოულოდნელად 1000 პატიმარს რომ მოუნდეს შიმშილის დაწყება, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ მოათავსებენ.

"როდესაც პატიმარს ეხება საქმე, უნდა იყოს დაცული მისი უფლებები, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. რომ გამოაცხადოს 1000-მა პატიმარმა უცებ შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში, ბუნებრივია, ვერ გადაიყვანენ. არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა თუ მას გადაწყვეტილი აქვს არ ჭამოს, იშიმშილოს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეული არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ ციხე, რა იყო 2012 წლამდე, რა არის დღეს და ხედავთ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. მიხეილ სააკაშვილს, მადლობა ღმერთს, არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა 10 ათასობით პატიმარს. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტის ციხე, ადამიანის უფლებები არის დაცული და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოპყრობა ადამიანის უფლებების შესაბამისად,"- განაცხადა კობახიძემ.