"სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს - როცა ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის განწირულია მარცხისთვის" - კვირის პალიტრა

"სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს - როცა ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის განწირულია მარცხისთვის"

"სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა - როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაანონსებული აქცია, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურში მარცხდება.

უგულავას განცხადებით, "ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი".

"სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა. ამაზე დიდი მარაზმი არის მხოლოდ ის, როდესაც ხელისუფლება პატიმარს უწყობს აქციას გადადგომის მოთხოვნით, ეს თუ შეედრება თავისი აბსურდულობით. "ქართული ოცნება" მეორე ტურში არის მთლიანად გონიერების მიღმა გასული. ჩვენ ვხედავთ უკიდურესად უზრდელ და სახიფათო პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩემთვის კომიკურია, მაგრამ თავისი განცხადებებით ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოცხებით დარბიან და რომლებიც აქაც ჩამოიყვანეს. დეპუტატმა ბატონმა იზორიამ, რომელიც პროფესიით მოკრივეა, ჩამოიყვანა სხვა ქალაქებიდან თავისი კოლეგა მოკრივეები, არა მგონია წინასაარჩევნოდ კრივში სავარჯიშოდ. ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი. მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს "ქართული ოცნება", - განაცხადა უგულავამ.

"ყველა ვხედავთ, რომ კირკიტაძეს შტაბში მიუვარდნენ და სცემეს მისი წარმომადგენლები. ბედავს ეს ქალბატონი (ნინო ლაცაბიძე), გამოდისდა იძახის, რომ კირკიტაძემ მოაწყო პროვოკაცია, ეს ხომ აბსურდია, როგორ მოაწყო საკუთარ ოფისში პროვოკაცია?!" - უგულავას თქმით, რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის განცხადება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მმართველი გუნდში ყოფნა არის მომწამვლელი.

"ის ქალბატონი, ლაცაბიძე ჩემთან მუშაობდა მერიაში, საშუალო რგოლის სპეციალისტი იყო. მას არ ახასიათებენ ადამიანურად ცუდად, მაგრამ გუშინ ჩვენ ვიხილეთ რა არის "ქართული ოცნება", როგორი სისხლი გადაუსხეს ამ ადამიანს. ყველა ვხედავთ, რომ ადამიანს შტაბში მიუვარდნენ და სცემეს მისი წარმომადგენლები. ბედავს ეს ქალბატონი, გამოდის და იძახის, რომ კირკიტაძემ მოაწყო პროვოკაცია, ეს ხომ აბსურდია, როგორ მოაწყო საკუთარ ოფისში პროვოკაცია?! ძალიან სამწუხარო დეგრადაციაა და კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ "ქართული ოცნებაში" ყოფნა არის მომწამვლელი ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. შეუძლებელია დღეს "ქართულ ოცნებაში" იყო და არ მოიწამლო იმ უტიფრობით, რაც "ქართულ ოცნებაში" სუფევს", - განაცხადა გიგი უგულავამ.