"ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი წასული არის პოლიტიკიდან, არ მონაწილეობს არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში" - კვირის პალიტრა

"ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი წასული არის პოლიტიკიდან, არ მონაწილეობს არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, არანაირი სახით არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ შემაჯამებელ აქციაში ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ უპასუხა, რომ პასუხი მარტივია.

"მოგეხსენებათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია არ მონაწილეობს არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"