"ამ­ჯე­რად ჭორ­ვი­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე არი­ან...ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა..."- რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ამ­ჯე­რად ჭორ­ვი­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე არი­ან...ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა..."- რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

წლის დასაწყისში ყველას ჰქონდა კითხვა, მართლა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ოჯახი ტოვებდა საქართველოს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადადიოდა. ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ახლო მეგობარმა, მხატვარ - ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ ეკატერინე ჭიჭინაძემ მაშინ განაცხადა, რომ საფრანგეთში გადასვლაზე გავრცელებული ხმები ხალხის ბოდვა იყო და ისინი არსად წასვლას არ აპირებდნენ.

ვინაიდან ეკატერინე ჭიჭინაძეს ივანიშვილების ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია - თუ სად იმყოფება და რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ამის გასარკვევად ჭიჭინაძეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

- ქალბატონო ეკა, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი საქართელოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე?

- ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ ასეთ თემებზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ, ძალიან უხერხულია. ჩამოცილებულია პოლიტიკას და თან იმდენად რომ, ერთხელ რაღაც პოლიტიკურ ვითარებაზე ვკითხე და მიპასუხა, საერთოდ არაფერი არ ვიცი მაგის შესახებ და არც მაინტერესებსო. მაშინ მივხვდი, რომ მეორედ პოლიტიკაზე აღარ უნდა მეკითხა...

ზუსტად ვიცი, დღეს ეს ოჯახი სრულიად აპოლიტიკურად ცხოვრობს! ბერა სამხრეთ კორეაშია, იქ გადაღებები აქვს, გვანცა ამერიკაში, უტა საფრანგეთში, ცოტნე პატარაა და ჯერჯერობით მშობლებთან არის საქართველოში.

ამჯერად ჭორვილაში იმყოფებიან. ძალიან კარგ განწყობაზე არიან, სრულიად სხვა თემებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს თბილად მოვიკითხავთ ხოლმე. არანაირი პოლიტიკა, მორჩა და გათავდა! პრინციპში ჩვენი ოჯახიც აპოლიტიკურად ცხოვრობს. საერთოდ აღარ მაინტერესებს, რა ხდება. იხილეთ სრულად