კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა - კვირის პალიტრა

კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

დეკანოიძემ გუნდის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ქუთაისი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი.

მისი თქმით, ოპოზიციას მომავალი კოალიციურ მმართველობაში ესახება.

ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე - მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო“ - ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.

"ინტერპრესნიუსი"