"ამიტომ ამოსდით ქაფი პირიდან და იბრიქებიან, ვითომ მაგრები ვართო - ვირთხებივით დაამთავრებთ" - კვირის პალიტრა

"ამიტომ ამოსდით ქაფი პირიდან და იბრიქებიან, ვითომ მაგრები ვართო - ვირთხებივით დაამთავრებთ"

"საჩხერლებო, ნუ დაძრწიხართ ზუგდიდში, ბიძინას გვარდიად ნუ გადაიქცევით"

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ხელოვნურად ცდილობენ საზოგადოების თვალში "მაგრებად" გამოჩნდნენ.

"დარწმუნებული ვარ, ოდნავ წესიერ პირობებში ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, ვიცით, რომ ხელისუფლებას გაყალბება უნდა, მაგრამ ჩვენ ამ გაყალბებულ არჩევნებს აღარ ვაღიარებთ. ამიტომ არიან ასეთ დღეში, ამიტომ ამოსდით ქაფი პირიდან და იბრიქებიან, ვითომ მაგრები ვართო, სადმე, რომელიმე მიტინგზე ან ბრძოლაში მაინც მენახეთ ვირთხებო! ვირთხებივით დაამთავრებთ.

მოეშვით სამეგრელოს, ნუ უჩხიკინებთ, თორემ ძვირად დაგიჯდებათ ეგ ამბავი - მთელი საქართველო იქნება სამეგრელოს მხარეს და საჩხერლებო,  მიხედეთ თქვენს საქმეს და თქვენს ოჯახებს, ნუ დაძრწიხართ ზუგდიდში, ბიძინას გვარდიად ნუ გადაიქცევით", - ამბობს სანიკიძე.

იხილეთ ვიდეო: