"გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და კალაძეს დაამთავრებს, კი ბატონო, მიღებულია გამოწვევა" - კვირის პალიტრა

"გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და კალაძეს დაამთავრებს, კი ბატონო, მიღებულია გამოწვევა"

"დიდი თხოვნაა, ჩემს ოჯახს, მამაჩემს და ჩემს მშობლებს თავი დაანებოთ. სიბინძურეს ეწევით თქვენ და გვარამია, სამარცხვინოები ხართ", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი ოჯახის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

კალაძის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ გამოწვევა მიღებულია.

"უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ არაუშავს. მიღებულია გამოწვევა, რომელზეც თქვენმა გენერალურმა პროკურორმა, ბატონმა გვარამიამ განაცხადა, რომ კალაძის პირადი მტერია და კალაძეს დაამთავრებს, კი ბატონო, მიღებულია ეს გამოწვევა", - განაცხადა კალაძემ.