"ღმერთმა უწყის, ახლა სად ვიქნებოდით, რომ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი - და ახლა, ერთ, ბევრისათვის შეუთავსებელ რამეს ვიტყვი..." - კვირის პალიტრა

"ღმერთმა უწყის, ახლა სად ვიქნებოდით, რომ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი - და ახლა, ერთ, ბევრისათვის შეუთავსებელ რამეს ვიტყვი..."

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რუსეთი მიადგა მოლდოვას და სთხოვს 790 მილიონ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება უკვე 1 დეკემბრიდან გაზის გათიშვით. რუსეთის რეალური ალტერნატივა კი (როგორც გაზის მიმწოდებლის) მოლდოვას არ გააჩნია.

ღმერთმა უწყის ახლა სად ვიქნებოდით ჩვენ რომ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (რომელსაც მოჰყვა ბაქო-თბილისი-ერზერუმი) რომელიც უფროსი ალიევისა და შევარდნაძის დამსახურებაა.

და ახლა ერთ ბევრისათვის შეუთავსებელ რამეს ვიტყვი: ახლანდელი საქართველოს შექმნაში შევარდნაძესაც დიდი წვლილი მიუძღვის და მიშასაც", - წერს შარაშენიძე.