"არის ეჭვები, რომ მელიას და სააკაშვილს ერთმანეთი ძალიან "უყვართ" და ამიტომაც ამბობენ, რომ სააკაშვილს თავმჯდომარედ სულ სხვა პირი სურდა" - კვირის პალიტრა

"არის ეჭვები, რომ მელიას და სააკაშვილს ერთმანეთი ძალიან "უყვართ" და ამიტომაც ამბობენ, რომ სააკაშვილს თავმჯდომარედ სულ სხვა პირი სურდა"

"თუ მელიამ გაიმარჯვა, ის იქნება პირველი "ნაციონალი", რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში რაღაც სტრუქტურაში გავიდა. ეს დიდ ჩრდილს მიაყენებს სააკაშვილს და ცხადს გახდის, რომ სააკაშვილისგან დისტანცირება პარტიისთვის პროდუქტიულია და მის ხსენებაზე ბევრი იტყვის უარს" - ამის შესახებ ექპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

- არის ეჭვები, რომ მელიას და სააკაშვილს ერთმანეთი ძალიან "უყვართ" და ამიტომაც ამბობენ, რომ სააკაშვილს თავმჯდომარედ სულ სხვა პირი სურდა, მაგრამ თავად პარტიაში დემოკრატიულმა ელემენტმა გაიღვიძა და სხვა აირჩიეს, რაც, ცხადია, სააკაშვილისთვის ძნელად გადასახარშია. როგორც ამბობენ, მას ვარშალომიძე უნდოდა და მელია მიიღო. აქედან მოყოლებული მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა და განსაზღვრულ ეტაპზე ამომრჩეველიც გაიყოფა. ჯერჯერობით "ნაცმოძრაობისა" და მელიას ამომრჩეველი ერთი და იგივეა, მაგრამ რამდენ ხანს იქნება ასე, ძნელი სათქმელია.

- რა შეიძლება ყოფილიყო მელიას მოტივაცია, როდესაც სააკაშვილი არ ახსენა? მან ხომ იცის, რომ ამით შესაძლოა თავისი ლიდერი და მისი მომხრეები გაანაწყენოს?

- ამიტომ დავიწყე შორიდან ლაპარაკი, აქამდე რომ მოვსულიყავი - ერთი-ორი ასეთი ჟესტი და, გაიყოფიან მელიას და სააკაშვილის მომხრეები და თუ ეს მოხდა მეორე ტურამდე, რაც გამორიცხული არ არის, მაშინ შესაძლოა მელიას მეორე ტურის ბოლოს გაცილებით ნაკლები ხმა აღმოაჩნდეს, ვიდრე პირველის მერე ჰქონდა.

- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოხდეს?

- მე მაინც მგონია, რომ კალაძე გაიმარჯვებს და წაგებულმა მელიამ შესაძლოა კიდევ მეტი წააგოს სააკაშვილთანაც. მით უმეტეს, უკვე ლაპარაკია, რომ სააკაშვილს მელიას ადგილზე საკუთარი ვაჟი სურს (მე ეს აქციაზე მოვისმინე) და თუ ეს რეალურია, მაშინ მას მელიას გამარჯვება უფრო არ სჭირდება. ამის შემდეგ ახალი მმართველობის პირობებში "ნაცმოძრაობა" ახალ სახეს მიიღებს. ალბათ, სხვა მიმართულებით წავა "ოცნების" ხაზიც - კალაძე უფრო გაძლიერდება და დანარჩენი იქნება იგივე, რაც არაერთხელ გვინახავს - საქართველოში ისევ იქნება ორი პოლუსი.

ერთადერთი, თუ გახარია დაფიქრდა შესაძლო პერსპექტივებზე და ცოტა მეტი სერიოზულობით მოეკიდა იმას, რომ მას იმედით უყურებდა საზოგადოების დიდი ნაწილი, შესაძლოა მოხერხდეს მესა მე ალტერნატივის გამოჩენა 2024 წლამდე, ეს კი ბევრ რამეს შეცვლის. იხილეთ სრულად