"მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღესდღეობით" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღესდღეობით"

"მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღესდღეობით", - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია საპროცედურო უფლებები, რომელთაგან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის სამართლიან საჯარო სასამართლო განხილვას გულისხმობს, მეორე კი საქმის განხილვის გონივრულ ვადებს.

"სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის რამე ცუდის გაკეთება და არ სურს საქართველოში სისხლისღვრის დაშვება, ამიტომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

რაც შეეხება მისი საპროცედურო უფლებების დარღვევას. ჩვენ მასთან განვიხილეთ ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მას აქვს. თქვენ იცით, რომ არის ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილია და ძალაში შესულია და ახლა სწორედ ამ სისხლის სამარრთლის საქმეებზე იხდის სასჯელს. არის, ასევე, ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე საჯარო განხილვები იყოს სასამართლოში და ასევე, ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

ამგვარად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია. რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები,"- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

"მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი - ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული. კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო და ვიცით რომ დღეს, შიმშილობის 27-ე დღეს ეს შესაძლებელია, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ,"- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის.

"ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როდესაც ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო, დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მისთვის კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შეიძლება ყოველი დღის ნებისმიერ წუთს აღმოჩნდეს შიმშილობის შედეგად, ამიტომ ის უარს ამბობს გადასვლაზე," - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს ანალიზები დღეში ორჯერ უტარდება. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩამოსულია უკრაინელი ექიმი და იგეგმება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი - ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და საზოგადოებას ექსპრეზიდენტის სიტყვები გადასცა.

"კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო და ვიცით რომ დღეს, შიმშილობის 27-ე დღეს ეს შესაძლებელია, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ,"- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის.

"ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როდესაც ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო, დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მისთვის კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შეიძლება ყოველი დღის ნებისმიერ წუთს აღმოჩნდეს შიმშილობის შედეგად, ამიტომ ის უარს ამბობს გადასვლაზე," - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს ანალიზები დღეში ორჯერ უტარდება. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩამოსულია უკრაინელი ექიმი და იგეგმება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კლინიკა "ვივა მედში" აღმოუჩინონ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურსა და აღნიშნულ კლინიკას შორის არსებობს შეთანხმება და დაახლოებით 600-მდე მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება სწორედ ამ კლინიკაში გაუწიეს.

"იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა კოლეგა საქართველოს ომბუდსმენმა და რაც განაცხადა თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, მე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკა "ვივა მედში გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სპეციალური შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და "ვივა მედს" შორის და ჩვენ ვიცით, რომ, დაახლოებით, 600-მდე მსჯავრდებულს მსგავსი დახმარება სწორედ ამ ცენტრში გაუწიეს,"- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ძალდატანებითი კვების წინააღმდეგია.

"რაც შეეხება ძალდატანებით კვებას, სააკაშვილმა ცალსახად გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომ ის წინააღმდეგია ძალდატანებითი კვების, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, არის ასეთი შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ციხის ექიმი, თუ ხედავს, რომ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზღვარზეა მისული, ის კრებს ექიმების ჯგუფს და ისინი იღებენ კოლეგიალურ გადაწყვეტილებას ძალდატანებით კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ამის წინააღმდეგია", - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.