მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

"მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე,"- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.