"არ შეიძლება საქართველოს მონაწილეობა 3+3-ის ფორმატში და აი, რატომ..." - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება საქართველოს მონაწილეობა 3+3-ის ფორმატში და აი, რატომ..."

"გრძელვადიანად ვერ ითანამშრომლებ ოკუპანტ ქვეყანასთან"

კავკასია და ახლო აღმოსავლეთი, მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, კვლავ რჩება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. "გზა" დაინტერესდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით, რომლებზეც პასუხს გვცემს რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

არ შეიძლება საქართველოს მონაწილეობა 3+3-ის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) ფორმატში და აი, რატომ: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმატის შექმნის მოსაზრება ოფიციალურად თურქეთს გააჟღერებინა კრემლმა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ყველამ (მათ შორის, ანკარაშიც) კარგად იცის, ეს კრემლის იდეაა იმ მიზნის მისაღწევად, რომ რეგიონში შეკრას ანტიდასავლური კოალიცია

ირანი თავისი სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, აზერბაიჯანი კი - 63-ზე (საქართველო 92-ე გახლავთ). მაგრამ აქ ის ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ თურქეთი ამ სიაში მე-11 ადგილზეა და ბაქოში მიაჩნიათ (და სწორედაც), რომ ანკარა, საჭიროების შემთხვევაში, მოძმე აზერბაიჯანს გაუწევს დახმარებას.

შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც ნაღმებისგან გაიწმინდა, დიდ სამშენებლო მოედნადაა ქცეული. იგება ახალი გზები, გაჰყავთ კომუნიკაციები, შენდება სახლები და ა.შ. აზერბაიჯანული მხარე ვარაუდობს, რომ ყარაბაღის სრულად აღდგენას 50 მლრდ დოლარი დასჭირდება (შედარებისთვის, საქართველოს ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 5 მლრდ დოლარია)

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ

როლანდ ხოჯანაშვილი