"ქართული ოცნება" ცდილობს, რამენაირად სული მიათრიოს არჩევნებამდე" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ცდილობს, რამენაირად სული მიათრიოს არჩევნებამდე"

"ქართული ოცნება" ცდილობს რამენაირად სული მიათრიოს არჩევნებამდე, ალბათ, ახლა ერთ რამეზე ოცნებობენ მხოლოდ, რომ არჩევნებამდე როგორმე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გახდეს კრიტიკულად მძიმე", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების დამთავრების შემდეგ "ქართულ ოცნებას" მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და საპატიმროდან გამოშვებაც.

"არამხოლოდ EPP-ს განცხადებები, კიდევ უფრო მეტი წამოვა, მაგრამ რაც ყველაზე უფრო მთავარია, "ქართული ოცნება" ცდილობს, რამენაირად სული მიათრიოს არჩევნებამდე. არჩევნების დამთავრების შემდეგ, "ქართულ ოცნებას" მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და დარწმუნებული ვარ, მოუწევს გამოშვებაც, ოღონდ ეს ყველაფერი არის დროის ამბავი. ალბათ, ახლა ერთ რამეზე ოცნებობენ მხოლოდ, რომ არჩევნებამდე როგორმე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გახდეს კრიტიკულად მძიმე," - განაცხადა ბობოხიძემ.