"მინდა ვუთხრა გუშინ "ქართული ოცნების" პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს - კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით" - კვირის პალიტრა

"მინდა ვუთხრა გუშინ "ქართული ოცნების" პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს - კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით"

"მე მინდა ვუთხრა გუშინ "ქართული ოცნების" პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, მე კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ცვლილება მოკლე ხანში გარდაუვალია.

"ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ და გჯერათ.

არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ვერ გაგვაკონტროლონ და მთავარი-საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალიან მოკლე ხანში გარდაუვალია, სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს.

მე გაძლევთ ამის პირობას!"- ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.