"ქოლ-ცენტრების" საქმის უკან, სავარაუდოდ, დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს არ გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც" - კვირის პალიტრა

"ქოლ-ცენტრების" საქმის უკან, სავარაუდოდ, დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს არ გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც"

"ამ "ქოლ-ცენტრების" უკან, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სპეკულაცია ან გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამის თაობაზე სიუჟეტები მომზადებული, სავარაუდოდ, დგას ბატონი კეზერაშვილი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "ქოლ-ცენტრების" საქმის უკან, რომელზეც გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით 7 ადამიანი დააკავეს, საქართველოს ხელისუფლება დგას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე საზოგადოება უახლოეს პერიოდში დამატებით საინტერესო დეტალებს შეიტყობს.

"ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მორიგი უსუსური მცდელობა, "მთავარი არხის", გვარამიას მორიგი ბოდვა, რა თქმა უნდა, ეს არის სრული სიცრუე და გეტყვით, რა ხდება რეალურად. რეალურად, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ამ ქოლ-ცენტრების უკან, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სპეკულაცია ან გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამის თაობაზე სიუჟეტები მომზადებული, სავარაუდოდ დგას ბატონი კეზერაშვილი. მას ქოლ-ცენტრები ჰქონდა უკრაინაში, მემგონი ახლაც აქვს, აქაც ჰქონდა მცდელობა და რეალურად, გამოძიებისგან, რომელიც ნახეთ და რომელშიც ჩვენს პროკურატურასთან ერთად ჩართულია გერმანიის პროკურატურაც, ძალიან მალე თქვენ კიდევ საინტერესო დეტალებს გაიგებთ. ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთ შვედურ გამოცემაში და თქვენ შეგიძლიათ, თავად მოიძიოთ აღნიშნული ინფორმაცია, ეს არ არის ჩემი ინფორმაცია. მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა შვედეთის საინფორმაციო საშუალებებში. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კეზერაშვილი, ჩვეულებრივი მძარცველი. როცა კითხვას დამისვამთ კეზერაშვილის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე, იცოდეთ, რომ პასუხს გაგცემთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"