ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი: "კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საგანგაშოა - რუსეთში ჟანგბადის შოვნა სულ უფრო რთულდება" - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი: "კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საგანგაშოა - რუსეთში ჟანგბადის შოვნა სულ უფრო რთულდება"

"გვაქვს კოვიდ პაციენტების რაოდენობის ზრდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზული და საგანგაშოა", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუტბამ "მთავრობის" სხდომაზე განაცხადა. მან მოსახლეობას კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენი მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს. ექიმებიც ხალხი არიან, ისინიც დაიღალნენ", - აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.

მისი თქმით, პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, რუსეთში კი ჟანგბადის შოვნა სულ უფრო რთულდება.

"პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, სამედიცინო დაწესებულებაში დღეში 200-ზე მეტი ბალონი იხარჯება და რუსეთში ჟანგბადის შოვნა სულ უფრო და უფრო რთულდება", - აღნიშნა ედუარდ ბუტბამ. მან სოხუმში მდებარე ჟანგბადის სადგურის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამასთან, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმაც დაადასტურა, რომ დაწესებულების განახლების საკითხი აქტუალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, "კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელია".

"ინტერპრესნიუსი"