"რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ბატონი ღარიბაშვილი, უფრო მეტად გაგვიადვილდება გამარჯვება. არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან" - კვირის პალიტრა

"რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ბატონი ღარიბაშვილი, უფრო მეტად გაგვიადვილდება გამარჯვება. არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან"

რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ბატონი ღარიბაშვილი, უფრო მეტად გაგვიადვილდება გამარჯვება 30 ოქტომბერს - არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში, მთავარია ძალიან ბევრი მივიდეთ, რომ იმ გაყალბების მასშტაბებს დავუპირისპიროთ მაღალი გამოცხადება, - ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ოპოზიცია დღეს გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა.

"ჩვენ ხომ ვიცით, რასაც აკეთებს ხელისუფლება, სხვადასხვა მეთოდებს გამოიყენებს, ფულის შრიალია ყველგან. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო მეტი და მეტი ფული შრიალებს, შრიალებს, შრიალებს და მაინც ვერაფერს ვერ ხდებიან ხელისუფლებაში. ის ფორა, რომელსაც იქმნიან - დაშინებით, ფულის მეშვეობით, მოსყიდვით, მუქარით, ადამიანების დაპატიმრებებით, ეს ფორა აღმოფხვრილია ოპოზიციის მიერ, იმდენად დიდი დაუოკებელი სურვილია საზოგადოებაში, რომ მოხდეს ცვლილებები. ეს წარმატება სახეზე დადგება 30 ოქტომბერს, რაც არ უნდა ისაუბროს ბატონმა ღარიბაშვილმა. რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ბატონი ღარიბაშვილი, უფრო მეტად გაგვიადვილდება გამარჯვება 30 ოქტომბერს, ამ თითქოს უთანასწორო ბრძოლაში - ვგულისხმობ იმ უკანონო რესურსს, რომელსაც ისინი იყენებენ. მთავარი გვაქვს ჩვენ, მორალური უპირატესობა, სიმართლე, რაც არის ყველაზე ბასრი იარაღი საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნო შეკრებას, მისი თქმით, აქციაზე ხალხი ძალით მიიყვანეს.

"არაფერი იმალება, პატარა ქალაქია თბილისი, ეს მოგონილი სპეკულაციები ხომ არ არის, რომ ძალით მიიყვანეს ადამიანები გუშინდელ აქციაზე, ნაწილმა მათგანმა არც კი იცოდა სად მიდიოდა. ეს ყველაფერიც უნდა დამთავრდეს, მრავალფეროვნებას შეუძლია ერთ საათში აღმოფხვრას ეს პრობლემა, რომ ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ აკადროს ვერასოდეს ვერცერთ საჯარო მოხელეს, რომ "მერე რა რომ მე არ მემხრობი, წამოდი ახლა ჩემთან ერთად აქციაზე - ამაზე რომ საუბარი გვიწევს, ჯერ კიდევ ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გადავჭრათ და 30 ოქტომბერს უნდა დავიწყოთ იმ ქალაქებში გამარჯვებით, სადაც ვაპირებთ გამარჯვებას. არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში, მთავარია ძალიან ბევრი მივიდეთ, რომ იმ გაყალბების მასშტაბებს ჩვენ დავუპირისპიროთ მაღალი გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში არა უბრალოდ დავამარცხებთ ჩვენ სახელისუფლებო კანდიდატს, არამედ დიდი სხვაობით და დამაჯერებლად დამარცხდება. 20 ოქტომბრის შემდეგ დიდ კონტრასტს ვხედავთ, ეს ის დღეა, როდესაც კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბეთ. თბილისი მზად არის ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას“ დღეს ტყვედ ჰყავს აყვანილი:

"მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც ხელისუფლება, როგორც ნორმა, აქცევს საპროტესტო აქციებს ოპოზიციის წინააღმდეგ, სხვადასხა დროსა და სივრცეში. ვხედავთ, როგორ ექცევა ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელიც უკანანო პატიმრობაში ჰყავს, ტყეობაში ჰყავს, ფანჯრები დაულუქა, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევს, აქციებს უწყობს მოშიმშილე ადამიანს რუსთავის ციხესთან, არ უშვებს უკრაინელ ჟურნალისტებს - ცხადია რაც ხდება.

შეტევა მიმდინარეობს ყველა დამფუძნებელზე მედია საშუალებების და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერზე. არ ვიცნობ არცერთ ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რომელიც არ არის ბრალდებული ამათ ხელში და რა გასაკვირია, რომ ბატონი კეზერაშვილიც არის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, - ნეტა 10 კეზერაშვილისნაირი ადამიანი არსებობდეს, რომელიც დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობდა, მეტი მედია საშუალებების ფუნქციონირებით ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყელში ეჩხირება ბატონ ღარიბაშვილს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არ ავყვეთ ამ ადამიანს ზიზღის კამპანიაში, არ ავყვეთ ამ დაპირისპირებაში, რადგანეს ის არის, რაც მათ სურთ. 30 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მრავალფეროვნებამ იმარჯვოს ერთფეროვნებაზე და ყველანი არჩევნებზე, - იქ, სადაც ტარდება არჩევნები, მტკიცედ ურყევად და სიამაყათი უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"