"ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგება სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდები" - კვირის პალიტრა

"ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგება სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდები"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მოუწია.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, მას ნაწილობრივ აღუდგა ადვოკატებთან კომუნიკაცია და შესაბამისად, ვიდრე სრულფასოვანი კომუნიკაცია არ აღდგება, ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დათანხმდება.

"დღეს, სამწუხაროდ, ოფიციალური სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ყველამ იცოდეს, რომ ისინი ძალიან კარგი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგება სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდები, ვინაიდან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ადვოკატებია.

ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

"ინტერპრესნიუსი"