"ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული" - რას აცხადებს კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე? - კვირის პალიტრა

"ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული" - რას აცხადებს კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე?

ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე - სამარცხვინოა, ეტყობა აერიათ ამ გაყალბებასა და ჯღაბნაში, IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ზუგდიდის მონაცემები და გვარამიას მიერ გაჟღერებული ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის განწყობები და არა ჩატარებული კვლევები.

„კვლევებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს არ მქონია. ოპონენტების ნდობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია ხალხი, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და მათი განწყობები ჩემს მიმართ, იმ პროექტების და საქმეების მიმართ, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის და გავაკეთებთ მომავალში.

ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს. სამარცხვინოა ასევე ის ფაქტი, ეტყობა აერიათ ამ გაყალბებასა და ჯღაბნაში, IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ზუგდიდის მონაცემები და გვარამიას მიერ გაჟღერებული ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს თბილისში, იგი თვლის, რომ დედაქალაქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერაში და ეს გამარჯვება იქნება ღირსეული, დამაჯერებელი, ისეთი, როგორიც ეკადრება თბილისს და სჭირდება ამ ქალაქს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"