"მასობრივი შიმშილობა, შესაძლოა, ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს" - კვირის პალიტრა

"მასობრივი შიმშილობა, შესაძლოა, ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს"

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მასობრივი შიმშილობა, დეპუტატებით დაწყებული და ყველა ახლადარჩეული საკრებულოს წევრებით დამთავრებული, შესაძლოა ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს, როგორც შიგა და გარე პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

P.S.  განმარტება: საპროტესტო აქციების "გასაღები" ხელისუფლებას დიდი ხანია ნაპოვი აქვს - დაგღალოს, გამოგიწვიოს, დაგიჭიროს. ამ კატა-თაგვობანას თამაშში მეტი რესურსი აქვთ. ხაზგაზმით მშვიდობიანი შიმშილობა რესურსს არ მოითხოვს, აქტიურია და ხელისუფლებისთვის ხელშეუხებელი. ამასთან ბრძოლა ჯერ არ იციან", - წერს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.