პროვოკატორის ბლოგი
ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.
ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!
ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.
მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...

გასულმა კვირამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მოქალაქეობრივად აზროვნებს. მელიას დაპატიმრების გამო რუსთაველზე ქუდზე კაცი დაპატიჟეს, მაგრამ კი ვნახეთ, რა ცოტანი იყვნენ. სანაცვლოდ, ქუთაისის ცენტრი გადაივსო ხალხით ნამახვანის ჰესის აშენების გასაპროტესტებლად.
04-03-2021
წინა პროვოკაციის გამოქვეყნების ჟამს მეუფე პეტრე იყო ორთქლის გამოშვების საშუალება.
25-02-2021
ლევან კობერიძემ "ლელოს" პაატაბურჭულაძეობა დააწყებინა. არ ვიცი, ვინმემ იცის თუ არა, ვინაა ბატონი კობერიძე (არც მე ვიცი ძირფესვიანად!), მაგრამ ამ კაცს განუცხადებია
11-02-2021
"ენდიაის" დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოსო, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთი ყოფილა "ქართული ოცნება"
28-01-2021
ჰო, რაღაც უთქვამს კიდევ ნატო ჩხეიძეს, ძალიან ორიგინალური და გასაოცარი, ბიძინა სახეს პლასტიკური ოპერაციით შეიცვლის და ისე გაიპარებაო... ბეჩა, ნატო, შენი კაკულიობაღა გვაკლდა და აგვისრულდა ეგეც!
21-01-2021
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა ძალიანაც ხმამაღლა განაცხადა, ამერიკა რუსეთს თავის მოკავშირეებს არასდროს დააჩაგვრინებსო
14-01-2021
"დედანაცმოძი", ორად გაპობილი "გირჩი", ოქრუაშვილის "ვეფხისტყაოსნის" ალუზია და ულმობელი ბიძინა, ანუ საახალწლო პროვოკაცია
31-12-2020
ამიხსენით "ნაცმოძელებო", რატომ უნდა მოვსულიყავით იმ პროტესტზე?
24-12-2020
წინა პროვოკაციის გამო დიდი ამბავი ატყდა. "ნაცები" "ქოცს" მეძახიან, "ქოცები" - "ნაცს", მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, დაშლილი "გირჩი" და "გირჩის" მღვდელი არ მიწოდონ, სხვას ყველაფერს ავიტან
10-12-2020
ეგებ და გვითხრას ვინმემ, რამდენი მილიონი ლარი უნდა შეხრან პარტიებმა, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ ახლახან ჩატარებულ არჩევნებზე?!
03-12-2020
ხასიათში გადაუვიდა ბიძინას გადატან-გადმოტანანი. ჯერ ხე არ დატოვა ქვეყანაზე მოუთხრელ-გადაურგველი, ახლა პოლიტიკოსებს დააპროწიალებს ზევით-ქვევით
15-10-2020
აგე, ბიძინამ მორიგი საჩუქარი ჰქმნა - იპოდრომი აჩუქა დედაქალაქს. და რად ჰქმნაო, აყვირდნენ "ოცნების" ოპონენტები და იქვე უპასუხეს, იმად ჰქმნაო, რომ ეს არის ხარკი იმისათვის, ამომრჩეველი მოტყუვდეს, რათა ნომერი 41 მოხაზოსო!
09-10-2020
დიდი "ქოცეულის" ქება-დიდებითა და ზარ-ზეიმით წარდგენის შემდეგ ტვ "ნადეჟდამ" რამდენჯერმე აღტყინებით გამოაცხადა, ოქრიაშვილი მხარდამჭერებს კარგავსო. ეს ტელევიზია მშვენივრად გადაეწყო მიშასეული "რუსთავი ორის" "სიხშირეზე"
24-09-2020
ოღონდაც გამაგებინა, "ევროპული საქართველო" სინამდვილეში "ევრონაცებია" თუ "ევროქოცები"!..
20-08-2020
საერთოდ, ციხეგამოვლილი ხალხი ჩემი ბავშვობისას შიშს იწვევდა საზოგადოებაში. გაიარა ოცდაათიოდე წელმა და რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს
06-08-2020
მართალია, საერთაშორისო ტურიზმს გამოვეთიშეთ, მაგრამ შიდა ტურიზმზე გადავერთეთ. აგე, საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი პიარ-მენეჯერის მანტია მოისხა და ლეჩხუმიც უნახავს
09-07-2020
მორიგი სანახაობა მოუწყო ხალხს გახარიამ. წინასწარ იცოდა ყველამ, რომ ეს შეხვედრა ისევ გაიწი-გამოიწიე ფორმატის იქნებოდა.
03-07-2020
მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა, ბატონებო! ევრონაცები თუ რომელიღაც მიშასეული პოლიტნამსხვრევები აცხადებენ თურმე, "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მე თქვენ, "ქოცებო", გაჩვენებთ სეირსო
25-06-2020