პროვოკატორის ბლოგი

ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.

ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!

ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.

მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...