ბლოგერები
პროვოკატორის ბლოგი

ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.

ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!

ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.

მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...

ხოხბები და ტურისტები, ანუ შიგაჩაძირვები, წინ გადახტომები,
პრეზიდენტი და პარლამენტარები ვეტოს დადებითა და ვეტოს დაძლევით იქცევენ თავს, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ? "ნაციონალებსაც" არა უშავთ, ეგენიც ნახულობენ საარსებო წყაროს, არც "რუსთავი 2"-ს აკლია საღლიცინო თემები და რატომ? იმიტომ, რომ უფხო და უმარილო ხელისუფლება გვყავს!
23-03-2017
დაწვრილებით...
აი, რას ნიშნავს, მიშა რომ არაა საქართველოში და სოლოლაკში რომაა ბიძინა!
ვიღას ახსოვს ციანიდი და მენდელეევის ტაბულა? ახლა ბათუმია ყურადღების ცენტრში! თურმე, გორელი "გაიშნიკი" აჭარლებს თათარს ეძახის (მართალია, არსად ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ მაინც) და აჭარელთაგან საპასუხოდ მიიღო "გორელი ხიხოს" წოდება.
16-03-2017
დაწვრილებით...
სტრასბურგის ცივწყალგადასხმული  ხალვაში და პრეზიდენტი მხოლოდ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების უფლების ამარა
ხელისუფლებას უნდა თუ არა, რომ მედია მოათვინიეროს?! ეს აუხდენელი ოცნებაა, მაგრამ ნდომით როგორ არ უნდა! საქმე ისაა, რომ მედიასაშუალებების უმეტესობას ერთმანეთის მიმართ კონკურენციის განცდა უფრო აქვთ, ვიდრე - თანამშრომლობის და კოლეგიალობის და ამიტომ მაჯის გადაგრეხა ან ჯიბეში ჩასმა, არც მაინცდამაინც რთული საქმეა.
09-03-2017
დაწვრილებით...
წინა "პროვოკაციის" ბოლოში, კომენტარებში მიმიწერეს, შენ თუ სიმართლის კაცი ხარ, დაწერე, "ჯიდიესი", "იმედი" და "მაესტრო" "ბიძინავიზიები" რომ არიანო. ვითვალისწინებ ამ რეპლიკას და ვამატებ წყალწაღებულ საზმაუსაც, რომლის სათავეში მაღლაფერიძის დანიშვნას წმინდად პოლიტიკური სიმპათიის დაღი აზის.
02-03-2017
დაწვრილებით...
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" და ია ანთაძის ხელფასის ოდენობა ვიღას ახსოვს. მისწიეს გვერდით ეს საკითხი.
23-02-2017
დაწვრილებით...
ნაკლები გაბუნია, მეტი ტუალეტი საქართველოს, ანუ შერლოკ შოთაძე და
გამიგონია, რომ "რუჩკებს" არ უნდა ვენდოთ, მაგრამ მღვდლებისადმიც იგივე დამოკიდებულება თუ უნდა გვქონოდა, არ ვიცოდი! სახტად დავრჩი, სად დეკანოზი მამალაძე და სად - კალიუმის ციანიდი? ნუთუ სრულ გონებაზე მყოფი პირი საშიშ შხამს თვითმფრინავით წაიღებდა გერმანიაში?
16-02-2017
დაწვრილებით...
"დეტსკი მირის" ხანძარი "გადავაგორეთ" და უცებ, საზმაუს გაუჩნდა ცეცხლი და ჭიაკოკონა. არ მახსენდება, ჩვენი ფულით ამ სულშენარჩუნებულ ტელევიზიას ვინმე ჰყავდეს მადლიერი, გარდა იქ დასაქმებული ხალხისა, მაგრამ შესაცვლელი რომ ბევრი რამეა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ორი აზრი არ არსებობს.
10-02-2017
დაწვრილებით...
კოლხეთის დაბლობი - ტრამპს, კასპი - პუტინს! - რატომ აპირებს გუგული ქართული მიწების გაყიდვას?!
ტრამპმა ისეთი ამბები დაატრიალა, დემოკრატიული არის თუ არა "აშუშუ", ვეღარ გაგვირკვევია. ამერიკა ღმერთს ეკუთვნისო, - თქვა მილიარდერმა და ნეტავ, თეოკრატიულ რეჟიმს ხომ არ უყრის საფუძველს? ამან ჩვენებური ლგბტ საზოგადოება აღაშფოთა, ფემინისტებმაც სახე ჩამოიკაწრეს და ცალკე - "ნაციონალური მოძრაობაა" დიდ საგონებელში!
03-02-2017
დაწვრილებით...
დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა და ტრამპის ინაუგურაცია. ორივე თითქმის უმტკივნეულოდ გადავიტანეთ. მაინც იყო ფაქტი, რომელიც იქით ამერიკას და აქეთ - საქართველოს აღელვებდა. ეს გახლდათ ჩვენი მიხეილი! ისე, მთავარი ვექტორი მაინც "ნაციონალებს" ამერიკაში აქვთ. მართალია დაეკარგათ, მაგრამ მიშა რისი მიშაა, ეგ თუ ვერ იპოვა?!
26-01-2017
დაწვრილებით...
წმინდა მიხეილის გუნდი, უღმრთო ბოკერია და ტრამპის ინაუგურაცია
ბოლო წლებში ქვეყანაში თუ რამე მოხდებოდა, მასზე ერთი რომელიმე "ნაციონალი" დაფეთებული სახით აკეთებდა სატელევიზიო კომენტარს, რომელიც დაახლოებით ასე მთავრდებოდა ყოველთვის: "ეს რა დღეში ჩააგდო ჩვენი მოწესრიგებული და გაბრწყინებამდე მისული საქართველო ხიხო ივანიშვილმა!"
19-01-2017
დაწვრილებით...
თითქმის 20 წელია, სულ იმას ვნატრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "რუსთავი 2"-ზე არაფერი დამეწერინოს-მეთქი, მაგრამ რაც გეზარება, ის გეტანებაო, - უთქვამს ჩვენს ღირსეულ და გონიერ წინაპარს! თითქოს საპარლამენტო არჩევნების მერე ჩაწყნარდნენ და ჩაიფერფლნენ "ნაციონალები", მაგრამ ვერ მოგვართვეს!
12-01-2017
დაწვრილებით...
დედა-დედოფლის გარშემო
გავაცილეთ 2016 წელი. კი ამბობდნენ, მაიმუნის წელი იყოო, მაგრამ, მგონია, უფრო უბედურებისა და პირისაგან მიწისა აღგვის წელი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის", "რესპებისა" და "თავდემებისთვის" და ვინ ჰქმნა ეს "მართალი სამართალი", თუ არა - ბიძინამ? ვაკვირდები 2012 წლამდელი საქართველოს 9-წლიან ისტორიას და ბოლო ოთხი წელი მართლა უკეთესია, მაგრამ არა - საკმარისი და საოცნებო.
05-01-2017
დაწვრილებით...
ვინ მარიხუანას დასათესად ემზადება, ვინ - გასახდელად, ანუ როგორ მოვახდევინოთ ბოდიში
ორიოდე დღე მთელმა საქართველომ დაივიწყა ხელისუფლების უგერგილობა და სვანეთი მოექცა ჩვენი ყურადღების ქვეშ. ვიღაც რუდოლფ სისხლადუღებულმა მესტიის რომელიღაც სასტუმროს აივანზე შემოიძარცვა ყველაფერი, სარცხვინელზე ხელი აიფარა და მიეცა ფოტოგრაფიის ეშმაკს.
15-12-2016
დაწვრილებით...
მთავრობა დაგვიმტკიცა პარლამენტმა და უკვე თავი გვაქვს ქუდში! მართალია, მასწავლებლების უმეტესობას არ ეზრდება ხელფასი, მაგრამ დოლარის კურსი ხომ იზრდება?! ფრიად დიდი ნუგეშია! ეს ჩვენი ეკონომისტები, ფინანსისტები და ვისაც არ ეზარება, ყველა დოლარის კურსის აწევის მიზეზებზე ლაპარაკობს.
01-12-2016
დაწვრილებით...
პარლამენტი ბიძინასეულად, მრეწველობა ხაშურულად და
შეიკრიბა მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ამოვისუნთქეთ! საპარლამენტო უმრავლესობაში კი არიან "ქოცები", მაგრამ რამდენად მყარად არიან "მეოცნებენი"? ერთმა ხაშურელმა მრეწველმა ეგრევე გადმოიბირა რამდენიმე ბიძინისტი და ქართული ინდუსტრიის მამის, გოგი თოფაძის კალთას შეაფარა!
24-11-2016
დაწვრილებით...
კომბლე მიდის სოლოლაკში და ბიძინას ეკითხება, - ჯეჯელავა აქ არისო? - ლარი, ტრამპი და...
როგორც ჩანს, მანანა კობახიძის პრინციპული სიჯიუტე ყელში ამოუვიდათ ზემოთ და კი დატოვეს მაღალი თანამდებობის გარეშე, თუმცა, დონალდ ტრამპის, ალექსანდრე ჯეჯელავას და ლარის კურსთან, ვის ემანანება ახლა?
17-11-2016
დაწვრილებით...
ახ,
წინა პროვოკაციაში ვწერდი ბიძინას დიდ შესაძლებლობებზე. კოალიციის ყოფილ წევრებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" რა დღეც დამართა, კი იცით უკვე, მაგრამ თუ "სამ ჭორვილსკის" "მსახვრალი ხელი" ოდესასაც მისწვდებოდა, არ მეგონა! არადა, რომ ჰკითხო რიგით "ნაცს", ბიძინას და მთელი სამყაროს ყველა ტირანს მხოლოდ მიშა დაამარცხებს და სხვა ვერავინ!
10-11-2016
დაწვრილებით...
როგორ
დასრულდა არჩევნების მეორე ტურიც. ამოისუნთქა ხალხმა. გასამარჯვებლებმა გაიმარჯვეს, დასამარცხებლებმა წააგეს და თანდათანობით შევეგუებით, რომ მომავალ წლამდე ჩვენ ვართ უხმო და უენო ხალხი, წყნარად იქნებიან ზაირა და მაყვალა კოორდინატორებიც, აღარ გააკრავენ პლაკატებს და არც "ზაბროშკადამაგრებული" "რუსთაველები" გვამცნობენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას!
03-11-2016
დაწვრილებით...
მეორე ტურამდე ცოტა დრო რჩება და ნერვებმა უმტყუნა "მიშისტებს". მოთქვამენ "ნაციონალები" რუსი ოლიგარქის უმრავლესობა მოდის და ქვეყანა დაიქცევაო. რა ვიცი, ჰქონდათ მაგათ ადრე საპარლამენტო უმრავლესობა და ავშენდით მაშინო!
27-10-2016
დაწვრილებით...
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა