ბლოგერები
პროვოკატორის ბლოგი

ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.

ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!

ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.

მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...

წინა პროვოკაციაში გარემოსდაცვითი პოლიტიკა დავიწუნე და არც უსაფუძვლოდ. მეწყერი და ღვარცოფი ხანძრების პარალელურად ბუნებას გვინადგურებს, მაგრამ არაა ეს სადარდებელი თურმე. მთავარია, ინვესტიცია შემოვიდეს, დენი ვაწარმოოთ და ისევ ქართველებსვე მიჰყიდონ მერე მამასისხლად! აჭარასა და სვანეთში ენერგეტიკული პოტენციალი ისევ ამ მხარეების დასაქცევად გვიბოძა ღმერთმა?! არ გაძღა ენერგეტიკული ბაზრის მუცელი. ეტყობა, ხელისუფლების მადა აქვს ენერგოდისტრიბუციასა და წარმოებას!
07-09-2017
დაწვრილებით...
ალეკო, ზალეკო და ჯანელიძის მიერ
მადლობა მეხანძრეებსა და კლიმატს, საქართველოში მოდებული ხანძრები რომ ჩააქრეს (ზოგიერთის თქმით - "ჩააქვრეს").
31-08-2017
დაწვრილებით...
უგემფესტივალოთა სადარდებელი და როდის ჩაანაცვლებს ვაშლს ფუტკრის რძე?
სადარდებელი არ გვცილდება. თურმე "გემფესტი", რომელიც "კაზანტიპის" სიგუასეულ ვერსიას წარმოადგენს, არ ყოფილა მაგრობა და დასაქმებულებს 80%-ით ნაკლები ანაზღაურება მისცესო.
17-08-2017
დაწვრილებით...
ლოკომოტივი მიშა, ნარკოპოლიტიკა და რატომ არ უნდა ბიძინას პოლიტიკა
ბატონი ხელისუფლება გვეუბნება, მეტი გადასახადი გადაიხადეს, მეტი ტურისტი შემოვიდა, მეტი ადამიანი დასაქმდაო, მაგრამ ინფლაციისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, მე თუ მკითხავთ, დიდად წინ არ გადაგვიდგამს ნაბიჯი.
10-08-2017
დაწვრილებით...
მიშა უპასპორტოდ, თბილისი -
მშვიდი ზაფხული დგას ჯერ. არ გვაწუხებს ამერიკული მილიტარულ-პოლიტიკური სტუმრიანობა, არც 40 გრადუსს აცილებული აგვისტოა სადარდელი, რადგან ჯერ კიდევ შორია არჩევნებამდე. ეს მე და შენ არ გვაწუხებს, ჩემო მკითხველო, თორემ მათ, ვისაც საკრებულოს წევრობა უნდა ან გამგებლობა, ან კიდევ მერობა, მათთვის უკვე ამერიკაც და რუსეთიც მთავარი კოზირებია, ესაა მათი სიცხე და სიცივეც.
03-08-2017
დაწვრილებით...
მარშანაქცია და ბიძინას ორეულ-სამეულ-ოთხეული
23 ივლისს მორიგი მარშ -აქციები თუ მარშანიაქცია ჩატარდა. სწორი გითხრათ, ასეთი სიხშირით თუ ვიმარშეთ,  "სუსურუკუს" ისტორიას რაც მარშები ახსოვს, ამ წელშივე გავუსწრებთ რაოდენობრივად. საერთოდ, მარშებისას არც ფორმას ვაქცევ ყურადღებას, აღარც შინაარსს.
27-07-2017
დაწვრილებით...
არ
ჩაიარა მარშმა და ოცნებებმაც. ცრუ მოლოდინები და ნეოშოვინისტური იდეების დრო თურმე ისევ პოპულარულია.
20-07-2017
დაწვრილებით...
ქართველები სწრაფად ვხდებით მორალისტები, ბრალმდებლები.. ანუ როდის ემართება ეს
ათასჯერ მითქვამს და დამიწერია, რომ ჩემთვის ერთია "ნაცი" და "ქოცი", მემარჯვენე, ცენტრისტი და მემარცხენე.
13-07-2017
დაწვრილებით...
ფაფუ ზალიკო, ანუ ბიძინას სიმპათია კალაძე და კომბლე ღარიბაშვილი
ჯერ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისა არა გაგვიგია რა და უცებ ელიავას ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი! სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, ზაალ უდუმაშვილის ძაან გულშემატკივრობა სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების მიმართ. რაღაც არ მახსოვს, ქიბარ ხალვაშის საწყობის დაწვისას ლოყები ჩამოეხოკოს! როგორც ყოფილ ჟურნალისტს, მაშინ თუ ემოციების გამოხატვის უფლება არ ჰქონდა და ახლა, როცა უკვე პოლიტიკოსია, თანადგომა-თანაგრძნობის ბუშტი გაუსკდა?!
06-07-2017
დაწვრილებით...
ბიძინას ებარებოდეთ, ანუ რა უწინასწარმეტყველა კაკულიამ სააკაშვილს?!
რამდენჯერმე "პროვოკატორის ბლოგზე" კომენტარი დამიწერეს, - რატომ არ ეშვები "ნაციონალებსო"? ეგენი რომ პოლიტიკური გვამები არიან, ეგ არ მესწავლება, მაგრამ ზოგიერთი "ნაცი" რომ "გაქოცდა" და "მე იგივე ვარ მარად და მარად" პრინციპით წველიან საქართველოს, ვის წავარტყა პროვოკაციული წკიპურტი, თუ არა ამ რენეგატებს?!
29-06-2017
დაწვრილებით...
ცისფერსისხლიანები ჩვენს შორის, ანუ ჯეჯელავას ტრენინგები სამეფო კარის პაჟების, სეფექალების, პრინცებისა და პრინცესებისთვის
ვიდრე ბუკიკიო ვენეციელის საკონსტიტუციო შენიშვნების გამჟღავნება-არგამჟღავნებაზე იყო დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მხარეებს შორის, საზოგადოების გასართობად რამდენიმე თემა მომწიფდა, თუმცა, მათ შორის მონარქიის საკითხი და ჭორვილის გოცირიძისეული დალაშქვრა მაინც ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა!
22-06-2017
დაწვრილებით...
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ ქალაქში პოლიციელი შსს-ს წარმომადგენლობამ საწვავის "რეალიზაციის" ფაქტზე დააკავა და ასეთ დროს უკვე ძნელია, დაიჯერო, რომ პოლიცია გმირების სამჭედლოა და თანაც, პოლიციელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ის ხალხია, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ, "მიშას რეჟიმს" ამაგრებდნენ, ტოტალური დაშინებით.
15-06-2017
დაწვრილებით...
ოთხი მეზობელი გვყავს და ოთხივე სურვილის მიხედვით გვიპანღურებს! ლორე-ტაშირი სომხეთმა "აგვახია", ჰერეთ-გარეჯის ნაწილი - აზერბაიჯანმა, ტაო-კლარჯეთი - თურქეთმა და რუსეთმა რაც წაიღო, მკითხველს ჩემი თქმის გარეშეც კარგად მოეხსენება! თან, ყველას წინაშე რევერანსებით დავიხოცეთ ჩვენ, ქართველები, თორემ ჩინელებზე მეტი თუ არა, აზერბაიჯანელებზე ნაკლებიც არ უნდა ვიყოთ!
08-06-2017
დაწვრილებით...
როგორია ჩვენი განათლების სისტემის დიაგნოზი და ბიძინას და საგანელიძის გარდა, კიდევ ვის არ გაქვთ ვალი?!
ერთი ანდაზა მახსენდება: თევზი თავიდან ყროლდებაო. მკითხველი ადვილად მიხვდება, რატომ გავიხსენე ბრძენი ქართველის ნათქვამი. 11 ათასი მოსწავლე დაგვრჩა ატესტატის გარეშე და ეს ვის უნდა დავაბრალოთ? ბრალში საგანმანათლებლო პოლიტიკაა, რომელსაც ერთად ქმნის სახელმწიფო, განათლების სამინისტრო, სკოლა, მშობელი და მოსწავლე. ყველას ერთად ამ "საგმირო მონაცემების დადება" არ გაგვჭირვებია.
01-06-2017
დაწვრილებით...
ვინ არის დამნაშავე
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა კრიმინალური საქმე თითქმის კენედის მკვლელობის ტოლფასია! ციანიდის შესახებ ხომ ვერაფერი გავიგეთ? ვერ გავიგეთ! გლობუსასა და ბოტასას კონფლიქტში ვინ იყო დამნაშავე, ვინ " დაზარალებული, ვერც ეს გავიგეთ! სადღაც თვალი მოვკარი, ჟურნალისტი მამალაძე ამბობს, მამა ციანიდეს სკანდალური (საწოლური) ინფორმაცია აქვს დედაოზე და მაღალ იერარქ მამაოზეო.
25-05-2017
დაწვრილებით...
ნაფარცხალაძარი პროკურატურა და  წითელ წიგნში შესატანი მიშისტი - რატომ დაიბარა უზენაესმა ტრამპი, პუტინი და მარგველაშვილი?!
დიდი გაურკვევლობაა ქვეყანაში. კონსტიტუცია, მიწის საკითხი, ენერგეტიკა, სამთო-მეტალურგიული წარმოება, ეიჩარი, პიარი, სოციალური მდგომარეობა და პოლიტიკური სიბეცე ისეა გადაბმული ერთმანეთზე, ვერ გაიგებ, რის გამო შემოიკრა თავში ხელი!
18-05-2017
დაწვრილებით...
ლუჟკოვის ვიზიტი და სააკაშვილსა და მარგველაშვილს
საზოგადოებასთან ურთიერთობის ტაქტიკა აქვთ შესაცვლელი "ქოცებს", თორემ გაივსო ფეხებით ლოგინი კი არა, გაივსო ნეგატიური ინფორმაციით, საინფორმაციო ველი.
11-05-2017
დაწვრილებით...
ნაკომუნისტარ - ნარესპალი უსუფაშვილი და არაკი დაკუჭულ ასლარიანზე
ვიფიქრე, ამ კვირაში არაფერია საპროვოკაციო, ცალკე მე დავისვენებ, ცალკე - მკითხველიც არ აიშლის ნერვებს-მეთქი, მაგრამ ვინ გაცდის მშვიდ ცხოვრებას და მთვარეზე გაფრენის ოცნებას? გამოვიდა ნაკომუნისტარ - ნარესპალი უსუფაშვილი და ისეთი ლირიკულ-ემოციური განცხადება გააკეთა ცენტრისტული პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, დადებითმა ემოციებმა გული მომილბო.
04-05-2017
დაწვრილებით...
მიშა, ბიძინა, ბიძინას ხათრით არჩეული ვეტოთა სარდალი... მაკრონი და მისი ცოლი ბრიჯიტი
საეჭვოდ საშიში ფორმა მიღო სოციალურ ქსელებში ბიძინას ეროვნულობაზე აპელირებამ. ვიღაც ლუზიანა დიდი ამბით იჭაჭებოდა "ფეისბუკზე", ბიძინა ებრაელია და მისი ნამდვილი სახელი ბარუხია და არა - ბიძინაო. ამოვიკნავლე მორიდებით, - რას ბრძანებთ, სხვები ბორიასაც ეძახიან და არაა ეგ ებრაელი-მეთქი. - აბა, მიშაა სომეხიო?! - ისეთი ამბით მკითხა, კი ვამჯობინე გაცლა.
27-04-2017
დაწვრილებით...
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები