ბლოგერები
პროვოკატორის ბლოგი

ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.

ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!

ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.

მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...

ახლა, როდესაც
აბა, რომელ ჭკუათამყოფელს მოუვა თავში აზრად, რომ პარიზში მომხდარი უბედურების შემდეგ, ამ დღეების მთავარ თემად რამე სხვა დაასახელოს და არც მე უნდა ვიყო გამონაკლისი. არადა, ეს საშინელება რომ არ მომხდარიყო, ფეხბურთზე ვაპირებდი საუბარს, ქართულ ფეხბურთზე - კიდევ ერთხელ და ცოტა იმედიანადაც, მაგრამ კრიტიკითა და სსფ-ს ახალი ხელმძღვანელობისადმი კრიჭაში დგომის პოზიციიდან.
19-11-2015
დაწვრილებით...
სამართალი პურს(?!) ჭამს
ორი კვირის წინანდელ "პროვოკაციას" გაგახსენებთ, რადგან ვერ ვითმენ -კიდევ ერთხელ არ წავიტრაბახო ჩემი ჭკუამახვილობით. აი, რას ვწერდი: "დარწმუნებული ვარ (დაიმახსოვრეთ და მერე აღიარეთ ჩემი პროგნოზირების ნიჭი), თოფაძეს არჩევნებამდე შეუწყდება უფლებამოსილება"! აჰა! არჩევნებამდე კი არა, ერთი კვირა გავიდა და, -"ამოვწურე ჩემი სულიერი მისია პოლიტიკაში, წავედი დასასვენებლადო" -თოფაძემ.
ასე რომ, ახლა კიდევ რაღაცებს ვიტყვი და ყურადღებით იყოს, ვისაც ეს ეხება...
12-11-2015
დაწვრილებით...
ქინძი და ლოქო
"მე ვიყო ქინძიო"- სააკაშვილმა უთხრა ტელეფონში თავის... მეგობარ სოფო ნიჟარაძეს. ჰო, მართლა: ეგ ერთი საკითხი მაინც გაირკვა, ბოლოს და ბოლოს: დაკითხვიდან გამოსულმა მომღერალმა ნიჟარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე,- სააკაშვილი თქვენი რა არისო? - უპასუხა,- მეგობარიო.
05-11-2015
დაწვრილებით...
"ფეისბუკი" ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ - ეს სხვა საკითხია, ამაზე ახლა არ ვაპირებ საუბარს.
იმ "ფეისბუკში", ერთი გვერდი (ე.წ. დახურული ჯგუფი) არსებობს, რომელსაც ასე ეწოდება: "ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას!!!!"
29-10-2015
დაწვრილებით...
საერთოდ, ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. ნუ გაგიკვირდებათ, მართლა ასეა. იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემიანების მიმართ მიკერძოებული ვარ და ობიექტურობას ხშირად ვერ ვინარჩუნებ ხოლმე. ძალიან კი ვცდილობ, რომ წერისას მაინც არ ვიყო ტენდენციური, მაგრამ რამდენად გამომდის, თქვენი განსასჯელია.
22-10-2015
დაწვრილებით...
მიყვარს "ენდეაის" გამოკითხვები. ვერთობი ხოლმე, ვხალისობ... ხანდახან მჯერა კიდეც, შედეგების - მაშინ, როდესაც ჩემს მოსაზრებებს ემთხვევა. აი, ახლაც: თვალი გამექცა ზოგიერთი ქალაქის მერის "ენდეაისეული" რეიტინგებისკენ და ვიხალისე, მაგრამ, რა ვიხალისე!
არადა, სულ სხვა, ძალიან არასახალისო თემაზე მინდოდა დღეს საუბარი - გაბრაზებული ვარ და თანაც, გაგიკვირდებათ და თქვენზე - მკითხველებზე... მაგრამ ამაზე ქვემოთ.
15-10-2015
დაწვრილებით...
ვის ვკიდივართ, ობამას, თუ ამერიკას?
დასრულდა საქართველოს დელეგაციების ვიზიტი ამერიკაში და ჩვენ ისევ სიამაყით ვართ სავსენი: რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!
აბა რა: დაახლოებით 220 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველო იყო ორი დელეგაციით წარმოდგენილი და თანაც ისეთებით, რომელთა წევრებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ!
09-10-2015
დაწვრილებით...
დოლაბერიძის დაცვა, ანუ ვისი ვიოლინო ვის როიალშია?!
სწავლა სიბერემდეო და აგერ, მეც ვსწავლობ. დღე არ გავა, რაღაც ახალი რომ არ გავიგო, თან სულ სხვადასხვა სფეროდან: პოლიტიკა, ხელოვნება, სპორტი, ადამიანის, ქალის, ცხოველისა და მომხმარებლის უფლებები, გეოგრაფია, ისტორია, კულინარია... ცხოვრება გვასწავლის. ვინც სწავლობს, ის იგებს. "სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე" - ბონდო და ფრიდონ დოლაბერიძეების ეს შეგონება საუკუნეებს აუცილებლად გასწვდება და რა გასაკვირია, რომ მან ჩვენ დრომდე მოაღწია.
სწორედ ბონდო დოლაბერიძე გამახსენდა, როცა ევროპის სახალხო პარტიის განცხადება მოვისმინე.
არის ასეთი პარტია!!!
01-10-2015
დაწვრილებით...
ნარუსეთშიცირკისდირექტორალი
უგულავა თუ სიჭინავა... აი, ვზივარ და ვფიქრობ - რომელი უფრო მნიშვნელოვანი ამბავია და რომელი ავირჩიო დღევანდელი "პროვოკაციის" მთავარ თემად: უგულავა რომ ლამის ჩე გევარად აქცია ახალი ხელისუფლების (თუ პროკურატურის, თუ სასამართლოს...) უნიათობამ, თუ ზვიად-დომენტი (ჰმ, ლაშა-გიორგი, ხუან-კარლოსი, ჯონ-მალხაზი...) სიჭინავა რომ იმაზე მეტად ჩათლახი ყოფილა, ვიდრე მეგონა.
კაცმა რომ თქვას, არც ისე შორს არის ერთმანეთისგან ეს ორი ამბავი და კი შეიძლება მათი გადმოცემა "დილოგიის" სახით. მეც ვეცდები.
24-09-2015
დაწვრილებით...
ამათ ვენაცვალე მე! (იმათ ხო, ვენაცვალე და ვენაცვალე...)
ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს, ქართლის მეფე არტაგი რომაელი დიდსარდლის, გნეუს პომპეუსის თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა, მცხეთაში ჩაიკეტა, მტკვარზე ხიდი დაანგრია (თუ დაწვა, ზუსტად არ მახსოვს, როგორ წერია) და იმედი ჰქონდა, რომ რომაელები მდინარეს ვერ გადალახავდნენ.
მაგრამ პომპეუსმა ხიდი ერთ დღეში აღადგინა, ჯარიც გადაიყვანა და ეს ჩვენი არტაგიც დააშამათა.
ზოგი ვერსიით, ხიდი თავად არტაგმა აღადგინა, სხვა გზა რომ აღარ ჰქონდაო, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი, მთავარი სამი რამ გახლავთ: 1) ხიდი აიგო (აღდგა) საქართველოს უდიდეს მდინარეზე, 2) სამუშაო რამდენიმე საათში შესრულდა და 3) ეს ამბავი მოხდა 2000-ზე მეტი წლის წინ.
17-09-2015
დაწვრილებით...
труд и марксистский гуманизм, ანუ როცა
ყველას მოგესალმებით!
არ გაგიკვირდეთ - რატომ სხვა დროს არ გვესალმებაო.
რატომ და, ხუთი კვირაა, არ ვყოფილვარ თქვენთან და მხოლოდ ახლა უნდა გაგიმხილოთ საიდუმლო: პროვოკატორიც ადამიანია, სხვათა შორის, და შვებულებაც ეკუთვნის. ჰოდა, წინა ხუთი "პროვოკაცია" მე არ დამიწერია, მათი ავტორები "კვირის პალიტრის" იუმორისტული გვერდის "წამყვანები" - სულხან ნამჩევაძე/გელა კორძაძე იყვნენ (ისე, კი არიან "ილფი-პეტროვივით"), რისთვისაც დიდი მადლობა მათ და თქვენი ყველა საქებარი სიტყვა და კრიტიკაც მათ.
10-09-2015
დაწვრილებით...
რაში გვაქვს ბედი ქართველებს, ანუ ბევრი
დამთავრდა ჩემო კარგებო, ზაფხული, შესაბამისად - შვებულებები, თუმცა ჩვენმა ღრმად პატივცემულმა მთავრობამ, ზოგ-ზოგიერთებს გაუხანგრძლივა შვებულება... მაგალითად, ქალბატონ ბერუჩაშვილს. ეს ის ბერუჩაშვილია, წინა ბერუჩაშვილი (უი, უკაცრავად, ფანჯიკიძე (უბრალოდ, ვიზუალურად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და სულ მეშლება) რომ მოხსნეს, ეს მოადგილედ რომ მუშაობდა და რომ განაცხადა, მივყვები ჩემს მინისტრსო, მერე მინისტრობა რომ შესთავაზეს და რომ დათანხმდა და თქვა: მაშინ ემოციურ ფონზე ვიყავი და ახლა გამოვფხიზლდიო.
03-09-2015
დაწვრილებით...
საღამო ავლაბარში და
არ ვიცი, ზაფხულის ცხელი დღეების ბრალია თუ იმ ადამიანის, გასულ კვირაში სამჯერ რომ იყო ჩემი სახლის კართან მოსული და სამივეჯერ ერთი და იგივე ბუკლეტი მომცა, რომელშიც ეხატა, როგორ დაკუნტრუშობენ მინდორში ერთად მგელი და ბატკანი, ერთი კი ცხადია-ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური რაღაცები ხდება სამყაროში. ა, ბატონო, ჩამოგითვლით და თავად განსაჯეთ: ირანი მზადაა, დასავლეთს მოელაპარაკოს თავისი რესურსების მიყიდვაზე, პუტინმა გადაწყვიტა, გაეროში სიტყვით გამოვიდეს და ღარიბაშვილი მარგველაშვილს ეწვია სასახლეში. რას იტყვით, არ არის ეს სასწაული?
27-08-2015
დაწვრილებით...
მოდი, ჩარჩენილებით დავიწყოთ, თუმცა, სანამ თემაში "ფრჩხილებს გავხსნი" და მკითხველს გავაგებინებ, ვის ვგულისხმობ "ჩარჩენილებში" (იმდენნი არიან, შანსი არაა, მკითხველმა თვითონ გამოიცნოს). მოდი, ჯერ დალოცვილი ისტორია გავიხსენოთ. კერძოდ, ცოტა ხნით XIII საუკუნეში გადავბარგდეთ და მაშინდელი ორი მეფე - დავით ულუ და დავით ნარინი გავიხსენოთ.
20-08-2015
დაწვრილებით...
მერე რა, რომ მთვრალია, მთვრალი კარბელაშვილი, ანუ ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია, ძმაო
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი კარბელაშვილმა, ერთი სიმღერის არ იყოს, ბევრი ღვინო დალია, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, დათვრა, შემდეგ კი ბახუსითა და დეპუტატის იმუნიტეტით გათამამებული, საჭესთან დაჯდა და თბილისის ტრასას დააწვა, თუმცა, მისდა საუბედუროდ, გზად პატრულს გადაეყარა, რომელმაც კანონი დაიცვა და წინააღმდეგობის გაწევისთვის, სტრიპტიზიორს დამსგავსებული კარბელაშვილი განყოფილებაში გადაიყვანა. ერთი ცნობილი გადაცემის არ იყოს, დიდი მადლობა- ვის? გაგიკვირდებათ და არა- პატრულს, არამედ- დეპუტატ კარბელაშვილს.
13-08-2015
დაწვრილებით...
2015 წლის ზაფხულში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა სხვადასხვა ქალაქში კონცერტების ჩატარება გადაწყვიტა. ადგილობრივი ჩინოვნიკები სხვადასხვა მიზეზით ხელს უშლიდნენ "რუსთავიორელებს", როგორც ადრე "ოცნების" მიტინგებს - "ნაცხელისუფალნი".
სულ ესაა ფაქტი, მშრალი, არაფრისმთქმელი, სოკოებივით მომრავლებულ საიტებზე რომ ნახავთ. სწორედ ამიტომ, ამ ფაქტის ასე აღნიშვნა არ შეიძლება, ეს მოვლენა ფილოსოფიურ, ფსიქიკურ, მხატვრულ, პოლიტიკურ და სოციალურ ანალიზს მოითხოვს ანუ - ამის მოყოლას ერთი კარგი პროვოკატორი უნდა. ჰოდა, აგერ არ გყავართ?! აბა, მოემზადეთ, წავიდა, ერთი ბრძენი კაცის არ იყოს, საკაიფო ანალიზი:
06-08-2015
დაწვრილებით...
ისევ სპორტი და პოლიტიკა, ანუ ბოიშმამითხოვია და, რა ჩემი ფეხების ოლიმპიადაა ეს?!
დიახ, ისევ სპორტი და პოლიტიკა იყო აქტუალური გასულ დღეებში ანუ ის ორი სფერო, რომელშიც ამ ბოლო დროს, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ განსაკუთრებით ჩავისვარეთ ჩვენ - ქართველებმა...
არ დამიწყოთ ახლა: ჩვენი მორაგბეებიო; ჩვენი კალათბურთელებიო; ჩვენი ძიუდოისტებიო... რა ვქნა, ჩემთვის ფეხბურთია მთავარი სპორტი, ეგეთ ეპოქაში გავიზარდე. და კიდევ - ოლიმპიადა, რომელიც მე ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიული მოსკოვიდან მახსოვს ტკბილად, რადგან მაშინ პირველად მიყიდეს მაღაზიაში საბჭოთა წარმოების, მაგრამ მაინც ოფიციალურად ლიცენზირებული "ადიდასის" ე.წ. "ბოტასები", ოღონდ - რაღაცნაირი უშნო მწვანე იყო და ასეთივე უცნაურად ყვითელი ზოლები ჰქონდა (ის ქვეყანაც ხომ კარგ საქმეში ჩასვრის დიდოსტატი იყო)...
30-07-2015
დაწვრილებით...
მამულიჩასთვიიის!!! (
ჩემს მეგობარს, დიტო გელოვანს, იგივე გიგი მესვეტეს, უყვარს ხოლმე თავისი მიმოხილვის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდებით დაწყება და დამთავრება. "ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხაზს ვუსვამ - არაფერი ხდება ისეთი, რაც არ მომხდარა და რაც არ მოხდება. ყველაფერი დაწერილია და აღწერილი. ისტორია იმ სიხშირით მეორდება, რა სიხშირითაც მეორდება ჩვენი ანუ ადამიანების სისულელე", - მითხრა მან და აგერ, მეც გადავწყვიტე, რომ ამ ერთხელ მივბაძო.
23-07-2015
დაწვრილებით...
მოდი, თავიდან ისევ ფეხბურთის ბილეთებთან დაკავშირებული სიახლეები ვახსენოთ და მერე უფრო სერიოზულ თემებს მივხედოთ - გვინდა თუ არა, სანამ სუპერთასის მატჩი ჩაივლის (და მგონი, მერეც, კარგა ხანს), დომენტი სიჭინავას კანტორის მიერ ბილეთების გაყიდვის ამბავი ახალ-ახალი უმსგავსობებით შეივსება.
16-07-2015
დაწვრილებით...
თავში მეტ(თ)ლახი!
წინა სამშაბათს უნდა მყოლოდა სტუმრად ჩემს გადაცემაში ორგანიზაცია "იდენტობის" წარმომადგენელი (თუ თავმჯდომარე) ირაკლი ვაჭარაძე - ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და ამ მოვლენებისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ დაანონსებისას ნათქვამი უწყინარი ხუმრობა ლამის "ტაბურეტკით სირბილად" ჩამითვალეს და ატყდა ერთი ამბავი.
09-07-2015
დაწვრილებით...
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?