პროვოკატორის ბლოგი
ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.
ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!
ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.
მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...

ამას წინათ მოვთქვამდი, უფლის გზებზე უფრო უცნაურია ქართველი პოლიტიკოსების გზები-მეთქი. ვინ წარმოიდგენდა, გუბაზი უკრაინაში მიშას თუ ეწვეოდა? ან ბოკერია-ინაშვილის ერთად დასხდომას წარმოიდგენდით? ან კიდევ, ხილული სასწაული არაა, უსუფაშვილი-ხაზარაძის პოლიტიკური ალიანსის გაფიქრებაც კი?
05-12-2019
როგორ შეიცვალა და დაკნინდა სამყარო! აი, ჩემი ჯეელობისას იყო რუსთაველზე აქციები, თუ იყო. ახლა რას ჰგავს ეს იწილობიწილო?
28-11-2019
შევეჩვიეთ, რომ თებერვალში ხეში წყალი დგება, რუსთაველზე ნოემბერში - მომიტინგეთა არმია.
21-11-2019
აჰა, ხალხნო და ჯამაათნო, კიდევ ერთი საქმე ვიშოვეთ - კინოთეატრებს მივადექით და ატყდა დავიდარაბა
15-11-2019
თეოლოგები, მოდის კრიტიკოსები და პირჯვრის მწერალი მიშა
07-11-2019
ლარის კურსი და ბოკერიას რწმენა ერთდროულად განმტკიცდებაო. ამინის მეტი რა გვეთქმის?
01-11-2019
ცოტა ხნის წინ ვინმე გელამ დიდი ამბით პესიმისტ-ობიექტური მიწოდა. ობიექტური ბრჭყალებში ჩასვა, აქაოდა, ბიძოსტანად ქცეულ საქართველოში "ქოცებს" ფარულად უჭერ მხარსო. სულ ჩემი მხარდაჭერით არიან ორმოცდაერთიანელები, აი! რომ მე არა, ეგენი ვერც 2012 წლის 1 ოქტომბერს დადებდნენ ბეჭებზე მიშას, ვერც სალომეს გააპრეზიდენტებდნენ და მდინარაძე საერთოდ ვერ იმღერებდა ერევანში ახლახან
24-10-2019
მიშას ეკითხებიან, როგორ ხარო? ის პასუხობს, რაღაც შეწუხებული ვარ, მსოფლიო კარგავს გენიოსებს. აინშტაინი მოკვდა, ბეთჰოვენი დაყრუვდა და მეც ვერა ვარ კარგადო...
17-10-2019
თბილისობაც გადაგორდა. მართალია, ამ დღესასწაულს დიდად, ისევე როგორც "გორაობას" თუ "ხაშურობას" დიდად სასიქადულოდ ვერ მოვიხსენიებ, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ფასადური წარმატებების აფრიალება და რად არ ვაფრიალოთ, თუ არა საკუთარი თავების მოსატყუებლად, რომ ყველაფერი კარგადაა?
10-10-2019
ხალხზე ფიქრით დამაშვრალი ჩვენი პარლამენტი შრომის კოდექსში აპირებს ცვლილების შეტანას. ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათსო
03-10-2019
ბევრს არ ეცოდინება ერთი რაჭველის ამბავი. ცოლოურში მყოფს ცხენი მოჰპარეს და გაცხარებული აყვირდა, დროზე მომიყვანეთ, თორემ იმავეს ვიზამ, რაც მამაჩემმა ქნაო. დაშინებული სოფელი დაფაცურდა, მოიძიეს ნაპარავი და მიჰგვარეს, თან შიშით დაეკითხნენ, რა ქნა მამაშენმა, გვითხარიო.
26-09-2019
"ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროების" ნათქვამი - ყმაწვილი ბახტაძის სასწრაფოდ მოხსნასა და მის ადგილას გახარიას, ცქიტიშვილის, დანელიასა თუ ბელტიყლაპიაშვილის დანიშვნაზე, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა
29-08-2019
ფერისცვალების კვირაა, მოგეხსენებათ და ყველა შესაძლებლობების მიხედვით ცდილობს თავის თაბორის მთაზე ასვლას. ხაზარაძემ თქვა, მარტო ბანკირობა რას მიქვიან, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი უნდა გავხდეო
23-08-2019
ბიძინას მიერ დასაკუთრებული შსს, სასამართლო და პროკურატურა დასდევს მომავალ პოლიტიკურ ოპონენტებს დასაჭერად და მთავარი ღლავი - გასკვანჩული ირაკლი ოქრუაშვილი უკვე ამის ნათელი მაგალითი გახლავთო!
01-08-2019
გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 917.721.344 ლარი შეადგინაო. ახლანდელი მონაცემებით, საბანკო სექტორის მოგება განახევრებულა და რა ვქნათ, დავიწყოთ სოციალური აქცია სახელწოდებით "მადის დასაკმაყოფილებლად დადე 1 ლარი"?
26-07-2019
ვის შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ, როცა ქვეყანაში ამდენი გაურკვევლობაა? პირველ რიგში, მთავრობის მეთაურს და არავის სხვას! მინდა ვკითხო მამუკა ბახტაძეს:
11-07-2019
პოლიტიკურ-მეტეოროლოგიურად ივლისში ძალიან აგრილდა.
04-07-2019
ორთქლი გამოშვებულია! ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც ყალბი პათოსითა და მეჭიაურთან ძიძგილაობით დაგვამახსოვრა თავი, პარლამენტარის მანდატი დატოვა.
27-06-2019
ახლახან ისეთი რამე მოვისმინე, ვიცინო თუ ვიტირო, აღარ ვიცი. რომელიღაც სპორტსკოლის დირექტორად დაუნიშნავთ კუნთმაგარი და გონებასუსტი ოყლაყი, რომელიც პირველსავე შესაძლებლობას იყენებს თურმე, დაადასტუროს თავისი უცოდინარობა
13-06-2019