ბლოგერები
პროვოკატორის ბლოგი

ვინც ჟურნალ "გზას" კითხულობს, "პროვოკატორსაც" იცნობს. ვინც www.ambebi.ge-ს სტუმრობს ხოლმე, არც მისთვის ვიქნები უცხო. დანარჩენები ახლა და აქ გამიცნობენ: მაშ ასე, მე ვარ "პროვოკატორი" და აგერ უკვე მეთორმეტე წელიწადია, "გზის" პირველი ნომრიდან მოყოლებული, "ვპროვოკატორობ" და ნერვებს ვუშლი ხელისუფლებასაც და ოპოზიაციასაც.

ჩემთვის არ არსებობს: მემარჯვენე და მემარცხენე, მომხრე და მოწინააღმდეგე, ნაციონალი და ლეიბორისტი... მამაძაღლი _ მამაძაღლია და ზუსტად უნდა მიუთითო "ის ადგილი, რომელიც მზის ქვეშ უჭირავს"!

ვფიქრობ, საჭიროა ის, რასაც ვაკეთებ - წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ხანს ვერ გავძლებდი. გავძელი კი არა, ყველაფერს "მოვედე" - აქ ეს ბლოგი, იქით ხომ "გზაში" დაბეჭდვა თავისთავად, "კიდევ უფრო იქითაც" კი - რადიო "პალიტრასა" (FM 103.9) და ინტერნეტტელევიზიაში (www.palitratv.ge) შეგიძლიათ მისმინოთ და მიყუროთ.

მოკლედ, შემოიარეთ ხოლმე, მომწერეთ, მომაწოდეთ საინტერესო თემები, თქვენი კრიტიკაც საინტერესოა (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ)... მე სულ აქ ვარ...

მისი უსაქსოვჩხირესობა პრეზიდენტი, კეკლუცობის აკრძალვა და დისკრიმინირებული კონდოლიზა
სამწუხარო რეალობა თქვა ამას წინათ ტრაქტოროსანმა გიორგი მარგველაშვილმა - ტრაგედიამ გაგვაერთიანა ქართველებიო
29-03-2018
დაწვრილებით...
დევდარიანის
"კანატკათმცოდნეობის" ამდენი სპეციალისტი თუ ჰყავდა საქართველოს, ნამდვილად არ ვიცოდი. თვით ის დედაკაცებიც კი გამოთქვამდნენ კომპეტენტურ მოსაზრებას, ტყემლის შეკაზმვა რით ხდება, ომბალოთი თუ პიტნით, რომ არ იციან!
22-03-2018
დაწვრილებით...
დიპლომატი პრემიერი, ტორნადო კიზირია და
ამ ბოლო დროს მოცლილმა ხალხმა ტექსტოლოგიას მოჰკიდა ხელი.
15-03-2018
დაწვრილებით...
ვინ გამოადგება საქართველოს პრეზიდენტად? -
ძლივს ეღირსათ იმედგაცრუებულ "ნაცებს" მიშას იმედიანი შემოძახება ამსტერდამიდან - ისევ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს შენება, ხომ ხედავთ, რას დაამსგავსა ბიძინამ საქართველო, გაუყიდველ ოპოზიციას გაქვთ დრო, გაერთიანდეთ და ერთიანი კანდიდატურით ძირს დასცეთ არაფორმალური მმართველობაო!
08-03-2018
დაწვრილებით...
ივანიშვილი შუშის აკვარიუმიდან, სააკაშვილი თვითმფრინავიდან, შევარდნაძე, ეჰ, შევარდნაძე...
ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ ჩემთვის სულერთია მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტი, "ნაცი", "ქოცი", "ნანაცარი", "ნაქოცარი", პრემიერი და დაბალი რგოლის ჩინოვნიკი. რომელიც დააშავებს, ყველაზე დავწერ და პროვოკაციის ქარცეცხლში გავატარებ-მეთქი, მაგრამ არ ესმით პოლიტიკურად ანგაჟირებულებს.
22-02-2018
დაწვრილებით...
ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ხეები მიქრიან გზადაგზა
უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე კიდევ ერთხელ გამახსენდა ზურაბიშვილის ფრთიანი გამოთქმა, ქაჯების წასვლა-წამოსვლის შესახებ.
15-02-2018
დაწვრილებით...
ნიკანორი,
პოზიტივი პოზიტივს ემატება! ჯერ გუგულის კალკულაციით 4 ბოთლი ზეთის ყიდვამ გაგვახარა, ორი წლის მერე 20 ლარით პენსიის მატების პერსპექტივამ გადაგვრია სიხარულით და ახლა ვანსა და ხონში მაჟორიტარობას გიგი უგულავა რომ აპირებს, ეს მთლად სიამოვნების პიკია!
08-02-2018
დაწვრილებით...
აი, ის დრო: ბურჭულაძე მხოლოდ რომ მღეროდა, მარგველაშვილი ფილოსოფოსობდა, ქეთი დოლიძე კიდევ
ეს რა ქნა ბახალამ? აგვახმაურა, გაგვამიჯნინა ერთმანეთისგან მომხმარებელი და რეალიზატორი, ცალკე "ქართველი დივას" ქმარი გაგვახსენა და კიდევ, ქეთი დოლიძის "კუკარაჩაც", მაგრამ ბახალამ "თეთრი ხმაურისთვის" საქმე ქნა?! მამა არ გაუკეთებს საყვარელ ძეს!
01-02-2018
დაწვრილებით...
ინტერნეტმორწმუნეები,
ჩვეულებისამებრ, 1-ლი იანვარი გავიმეორეთ 14 იანვარსაც. გამეორება რომ ცოდნის დედაა, მოგეხსენებათ, მაგრამ რისი ცოდნა განვიმტკიცეთ 14 იანვარს? დიასახლისებმა - ხაჭაპურის ცხობისა და საცივის მომზადების და კაცებმა კიდევ - სმა-ჭამის!
18-01-2018
დაწვრილებით...
ვირი და ვირის პატრონი
ჩაიარა ნაღვლისა და კუჭის საერთო მდგომარეობის გაუარესების პერიოდმა
11-01-2018
დაწვრილებით...
ლარი ჯანდაბაში, ტარიფები იმის იქით, გუგულ-ენძელები პარლამენტში,  ანუ რას ვთხოვ ქვეყნის მთავარ სანტას?
საახალწლოდ ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და მამაპაპურად დავთვერი, მაგრამ არ ვდარდობ. ჩემმა მტერმაც არ უყუროს ფხიზელი თვალით ამ ცხოვრებას, "საზმაუს", "იმედს", "კავკასიას" და "რუსთავი 2"-ის ეთერს.
04-01-2018
დაწვრილებით...
მანტიაშემოხეული, ანუ პრემიერს კეთილების მოხსენებისას, ვინმე რომ არ უნდა გამორჩეს...
იმდენი თემა დაგროვდა, უკვე არჩევანის გაკეთება მიჭირს, ვის "გავუხარო" გული, წლის ფინალური პროვოკაციით?
28-12-2017
დაწვრილებით...
მიხეილ სააკაშვილზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ სატირალი სიტუაციაა ქვეყნის შიგნით და აღარ მინდა მიხეილის უკრაინულ "მარგალიტებზე" ყურადღების გამახვილება
21-12-2017
დაწვრილებით...
ედუარდი ვარდით განიდევნა, მიშა - ცოცხით და... ამ ხელისუფლებას მარიხუანათი მოეღება ბოლო?!
დილა "ქოცების" ყიჟინით იწყება, მიშა დაიჭირესო და საღამოს კიდევ "ნაციონალები" ცას ურტყამენ თავს სიხარულით - გამოუშვესო. ამ უკრაინელებმა უნიათობის რეკორდი მოხსნეს - ვერ გაარკვიეს, დასაჭერია თუ გასაშვები, იქ იტოვებენ თუ აქ გვიგზავნიან! ჩვენ ვერ შევიფერეთ მისი უგანსაკუთრებულესობა და ჰყავდეთ უკრაინელებს! სადარდებლად აქ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები, დენის ტარიფის ზრდა და კიდევ ჭიათურაში საქორწინო კაბების საჩუქრად გადაცემაც გვეყოფა.
15-12-2017
დაწვრილებით...
ჯეჯელავას ეკითხებიან, რაც დაურიგებელი დაგრჩა, იმ ვაშლს რას უპირებო? ანუ ვინ დაატრიალა მინისტრთა პორტფელები
ტრიალებს და ბრუნავს წუთისოფელი! აი, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენში - მინისტრთა პორტფელები.
17-11-2017
დაწვრილებით...
კაშია, მიშა და 39 ქალი
დიდი ადამიანები თავისი სიცოცხლითაც ადგებიან თავის სამშობლოს და სიკვდილითაც.
09-11-2017
დაწვრილებით...
რას გვასწავლიდა ბატონი ბიძინა, ანუ ქუცნა და კაპოტა ივანიშვილის
რას ვიფიქრებდი, თუ ისევ ქუცნაშვილსა და მეჭიაურზე მომიწევდა დაწერა?! ქუცნას სამი რაიონის მაჟორიტარობას კი არა, დუშეთიდან ცხვრის ყაზბეგში არეკას არ ვანდობდი. არც მეჭიაურს ვანდობდი თიანეთს. მომავალი არჩევნებისთვის ბატონმა ბიძინამ შეყაროს ორივე "ბუტკაში" და ორივეს მოუსპოს კარიერა!
02-11-2017
დაწვრილებით...
ამბობენ, წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებს "ნაცები" ვერ გადაიტანენო. "ნაციონალური მოძრაობა" კი არა, ათიდან ცხრა პოლიტიკური პარტიაც რომ გაქრეს, ეგ მე არ ვიდარდო... მგონი, ფილიპე გოგიჩაიშვილს აქვს ნათქვამი: თუ რუსს კარგად მოფხეკ, მონღოლი გამოჩნდება და თუ ქართველს - აზნაურიო. დავმატოთ ამ ნააზრევს: "ქოცი" რომ მოვფხიკოთ, შესაძლოა, "ნაცი" (ან სხვა რომელიმე ათას პარტიაზე გადამხტარი) გამოჩნდეს და იმასაც თუ მოვფხეკთ - ედუარდისტი და კიდევ მოფხეკვისას - კომუნისტი!
19-10-2017
დაწვრილებით...
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?