ფედერა(ლი)სტები - კვირის პალიტრა

ფედერა(ლი)სტები

ანეკდოტით დავიწყებ და ანეკდოტით დავასრულებ. სულ ბოლოს კი, იქნება ტრადიციული პოსტსრიპტუმი, ოღონდ, პოსტსკრიპტუმი იქნება ჩემი და არა იმათი, ფედერა(ლი)სტების. იმათი პოსტსკრიპტუმი არატრადიციულია.

პირველი ანეკდოტი არის ძალიან ძველი, იმ პერიოდის, როცა სიტყვა "კონსოლიდაცია" ახალი შემოჭრილი იყო ჩვენს ცხოვრებაში და ვაი (უიც), რომ მხოლოდ სიტყვად დარჩა.

მაშ, ასე, პირველი: შუა ხნის ქალბატონი თავის შუა ხნის დაქალებს თავისივე შვილზე სიამაყით უყვება რაღაც-რაღაცებს. ამბობს: "ჩემი შვილი პედერასტია". ამ დროს შვილმა შემოყო თავი: "ქალო, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ პედერასტი კი არა, ფედერალისტი ვარ!!!"

და მართლაც, სად ერეკლე და სად "კალბასის" რიგი, ანუ ფედერალისტი სხვაა, სხვა დატვირთვის მატარებელი, რომელიც ერთიანობასაც გულისხმობს და თავისუფლებასაც, ერთიანობას თავისუფლებაში და თუნდაც თავისუფლებას ერთიანობაში.

რატომ გამახსენდა ფედერალიზმი? რატომ და, აი, იმიტომ:

"სიყვარული იმარჯვებს - ამ სტატუსს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. სტატუსი უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად, ქვეყნის 36 შტატში ითვლებოდა. დღეს, ქვეყნის მთავარი მოსამართლის გადაწყვეტილებით, კანონი ამერიკის ყველა შტატში ამოქმედდება. შედეგი ორი ათეული წლის კულმინაციას წარმოადგენს. კანონი ძალაში სამ კვირაში შევა".

მოკლედ, 36 შტატი, 14 შტატის წინააღმდეგ. უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლე ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ესეც შენი ფედერალიზმი და ესეც შენი ის, რომ ყველა შტატს თავისი კონსტიტუცია აქვს, აქვს საკანონმდებლო ორგანო, ჰყავს გუბერნატორი და ა.შ. რაც მთავარია - ჰყავს მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს და ჰიუსტონელი ჯეელის აზრები ხშირად არ ემთხვევა ბოსტონელი ჯეელის აზრებს, მაგრამ ეს მხედველობაში არ მიიღება და დღეს ჰიუსტონელმა იმ წესებით უნდა იცხოვროს, რომელსაც ბოსტონელი უკარნახებს, ხოლო ხვალ... ხვალ თუ არა, ზეგ მაინც, იმავე ბოსტონელის გემოვნება უნდა გაითვალისწინოს ბარისახოელმა, ხოლო ამერიკა-ჩიკაგოს სიტყვა საგარეჯო-მიხაკოსთვის იქნება კანონი.

არადა, კანონებს ხომ ადამიანები წერენ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - იგი ადამიანებმა შექმნეს, ორგანიზაციის აზრებსა და რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ. მამათმავლობა ითვლებოდა გადახრად, დაავადებად. დადგა ავად სახსენებელი 90-იანი წლები, ორგანიზაციის სათავეში სხვები მოვიდნენ და დაადგინეს: მამათმავლობა უდიდესი სიქველეა. მამათმავლობამ შექმნა ადამიანი. მამათმავლობა აკეთილშობილებს ადამიანს.

მაშ, რომეო და ჯულიეტა? მაშ, ტრისტანი და იზოლდა? მაშ, ქეთო და კოტე?

დადგება ავად სახსენებელი 30-იანი წლების მეშვიდე გადამწყვეტი წელი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათ ავადმყოფებად გამოაცხადებს. ხომ გამოაცხადეს სიყვარული ნერვულ დაავადებად! მაგრამ შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მამათმავლობა კვლავ გადახრად, ავადმყოფობად შეირაცხოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებმა შექმნეს. ადამიანი უშვებს შეცდომებს და ასწორებს კიდეც ამ შეცდომებს.

ვიღაცის დაშვებულ შეცდომებზე ვერ ვიცეკვებ და ვერც ვიღაცის მონანიებას ვუმღერებ დითირამბებს.

ხაჭაპური ხაჭაპურია, ხინკალი - ხინკალია. ხაჭაპური არ არის პიცა, ხინკალი არ არის პელმენი. ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ და თუ თქვენი ფედერალიზმის ვერაფერი გაგირკვევიათ (დასავლეთშიც და ჩრდილოეთშიც), ჩვენს სუვერენიტეტში გაერკვიეთ და ულტიმატუმებით ლაპარაკს თავი დაანებეთ.

უბრალოდ, არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ნატოს კარზე გაუთავებელი კაკუნის შემდეგ "იდენტობის" კარი გავაღოთ, ანაც, გილანის კონცერტზე მისულებს, სცენაზე ლეონტიევი დაგვხვდეს.

მოდი, ორი უმცირესობის სადღეგრძელო შევსვათ - იმ 14 შტატისა და კიდევ, იმ 4 მოსამართლის.

საკონსტიტუციო უმრავლესობა გამიგია, კვალიფიციური უმრავლესობა გამიგია, უბრალო უმრავლესობაც გამიგია, მაგრამ ჩვენ... აი, ჩვენ და, ჩვენთან ერთად, რომის და პარიზის ქუჩებში გამოსული მილიონობით ადამიანი უყურადღებო უმრავლესობა ვართ, რადგან ვაპროტესტეთ და მაინც ნელ-ნელა შემოგვაპარეს: მამათმავლობა ჯერ მხოლოდ სიტყვიერად შერაცხეს სიქველედ და დაასრულეს -  ეს არ ნიშნავს ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებასო; მერე ერთსქესიანი ქორწინებები სიყვარულის გამარჯვებააო, გამოაცხადეს, ოღონდ ნუ გეშინიათ, ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის შვილად აყვანა - არავითარ შემთხვევაშიო; ხვალ თუ არა ზეგ, ნორმალურ წყვილებს შვილებს ჩამოართმევენ და ერთსქესიანებს გადასცემენ.

შემდეგ, ზოოფილების რიგიც მოვა, ნეკროფილებიც ამოიღებენ ხმას და პედოფილებმა რაღა დააშავეს?!

რიგი-მეთქი... "ოჩერედი" უნდა მეთქვა, დომენტისებურად.

P.P.S.. მეორე ანეკდოტი: ორი იმნაირი (პოლიტკორექტულად ვამბობ) მატარებლით მგზავრობს, კუპეში ორნი არიან. დაიძრა მატარებელი. "დავიწყოთ" - ამბობს ერთი იმნაირი. "ხმა გავა" - უარზეა მეორე. "არ გავა" - ამტკიცებს ერთი. "გავა" - მეორე ისევ უარზეა. რამდენჯერმე ჩაატარეს ექსპერიმენტი: "პრავადნიკ", წყალი". ვერავინ გაიგო და მთელი ღამე "ხერხეს" ერთმანეთი. დილით ერთი იმნაირი ტამბურში გადის. კაცი დგას, კბილი სტკივა, კვდება. "წამალი არ გაქვს?" - ეკითხება იმნაირი. "მაქვს, მაგრამ წყალი თუ არ დავაყოლე... წყალი ვერ ვიშოვე. მთელი ღამე დავიტანჯე, კინაღამ მოვკვდი", - პასუხობს კაცი. "მერე, დაგეძახებინა "პრავადნიკ", წყალი" და მოგიტანდა". "რას ამბობ! წუხელ ვიღაცამ ეგრე დაიძახა და მერე დილამდე ხერხავდნენ".

P.P.S. უყურადღებო უმრავლესობის საყურადღებოდ: კუპედან რომ რაღაც ხმები გამოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ კბილის ტკივილით ჩუმად უნდა მოკვდე.