"მეზოდიაქოები" ამბობენ, ანუ მურუსიძის არჩევა - ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი მაიმუნობა!
"მეზოდიაქოები" ამბობენ, ანუ მურუსიძის არჩევა - ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი მაიმუნობა!
15 წლისაა ჩვენი ჟურნალი "გზა", ამდენჯერვე გავაცილეთ ძველი და შევხვდით ახალ წელს ჩვენს მკითხველთან ერთად და ამდენჯერვე დაგაიმედეთ, მომავალი წელიწადი უკეთესი იქნება-მეთქი...
მოვხუცდი უკვე, ჭაღარა შემომერია (გამოთქმაა ასეთი, თორემ სადღაა ან ჭაღარა, ან ქერა, ან შავი და საერთოდ - თმა, თუგინდ ლურჯი იყოს) და ტყუილები, თუნდაც საახალწლო სურვილები იყოს ეს, არ შემფერის. ამიტომ იმას გეტყვით, რასაც ვფიქრობ: არ გვექნება უკეთესი წელი, ჯობს, წინასწარ შეეგუოთ და მერე არ თქვათ, პროვოკატორს არ
გავუფრთხილებივართო!
უჰ, ამოვისუნთქე - მთავარი სათქმელი ვთქვი. აწი ადვილია - მაიმუნის წელი მოდის და ჩვენც ამ წელიწადში ბოლოჯერ "ვიმაიმუნოთ".


არა, სანამ მაიმუნს შევეგებებით, ჯერ თხა უნდა გავაცილოთ. თხის წელი იყო, ზოგი "ვერსიით" - ცხვრისაო, აგერ, ინტერნეტში შარშანდელი საახალწლო "პროვოკაცია" ვნახე და თურმე მითქვამს: თხის კი
არა, ზებრის წელი იქნება-მეთქი. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობდი.
თქვენ გადაწყვიტეთ, გამართლდა თუ არა ჩემი პროგნოზი. მე მგონია, რომ ზებრის პატრონი ვერ იყო ისეთი აქტიური და ვერც ისე აკონტროლებდა სიტუაციას, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ.

"თხებიც" არ იყვნენ მთლად წამყვან პოზიციებზე - როგორც "მეზოდიაქოები" ამბობენ, თხის წელი პრინციპული და ჭკვიანი ადამიანების უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებმა, მგონი, დროს გავუსწარით და გასულ (მიმავალ) წელსვე დავიწყეთ მაიმუნობა...

ცხადია, კარგიც მოხდა 2015-ში: ვიზა-ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება; ევროპის ჩემპიონთა ლიგის სუპერთასის მატჩი; ამინდი; ხადურის გადადგომა (თხის წლის ბოლოს გაახარეს თხის შვილები - ციკნები: გადარჩნენ!); ამინდი; სააკაშვილის გუბერნატორობა; მურუსიძის არჩევა...
სდექ!!! ამ ამბავზე ვერ ვიშაყირებ! ეს არის გასული წლის, უფრო მეტიც - ახალი ხელისუფლების დროის ყველაზე დიდი მაიმუნობა! ყველაზე დიდი "თხობაც" და "ზებრობაც"! თუმცა, რას ვერჩი ამ პატიოსან ჩლიქოსნებს?! ეს იყო ყველაზე დიდი მურუსიძეობა, უფრო სწორად, ამ გვარის ღირსეულ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა რომ არ მივაყენო - ყველაზე დიდი "გირგვლიანისსაქმისმოსამართლეობა"!
ფუჰ, რა გამახსენდა ეს ამ საახალწლოდ?.. აგერ, სუფრა, "გოჭ-ინდოური" და უცებ - ეს! რა სუფრაზე სახსენებელია?!

ირაკლი კაკაბაძე დაიჭირეს მურუსიძის გინებისთვის. ცუდია ბილწსიტყვაობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ირაკლი კაკაბაძეს ასი წელია ვიცნობ და ყოველთვის გიჟი იყო, ანუ იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა (ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ თქვენი მონა-მორჩილიც არ იკავებს თავს საკუთარი აზრის გამოთქმისგან), ამიტომ წამოიწყო კამპანია - "შეაგინე და შეაფურთხე მურუსიძეს!" მაგრამ მე, როგორც გითხარით, გინება არ მიმაჩნია კარგ ტონად და ამ კამპანიას ასე გავამრავალფეროვნებდი: "ამოაპანჩურე, სადაც მისწვდები და სადაც დაცვა მიგიშვებს, მურუსიძეც და მისი ამრჩევებიც!"

ბიჭოს! არ დამახარჯვინეს მთელი ეს საახალწლო "პროვოკაცია" ამ ჩათლახებზე?! (პირველ რიგში, ჩემი ჟურნალის კორექტორ-სტილისტებისა და რედაქტორებისათვის, მერე - მკითხველისათვის და ბოლოს - მურუსიძისათვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "ჩათლახი" - არ არის ბილწსიტყვაობა, ეს ყველაზე რბილი შეფასებაა ზოგიერთი მოსამართლისა, რადგან სულხან-საბას "სიტყვის კონის" მიხედვით, ეს სიტყვა მხოლოდ "უხეიროსა და უვარგისს" ნიშნავს და მომკალით და, ზემოთ აღნიშნული პიროვნება უბრალოდ "უხეიროზე" უარესი მგონია).
კარგი, ახლა მე დედმამიშვილების სადღეგრძელო მაქვს დასალევი და მაჩქარებენ, ამიტომ 2015 წლის ავ-კარგზე, შეფასებასა და ანალიზზე მომავალ კვირებში - ნაბახუსევ-გამოგრილებულებმა, დინჯად ვისაუბროთ!

P.შ. დიდ დიღომში ვცხოვრობ და ჩვენთან ქუჩები ისევ ძველებურადაა მოურთავი (ნარმანიამ - გარეუბნებს არაო!), ქარიც ძველებურად ქრის და ეს "ძველებურობა" იმიტომ გამახსენდა, რომ, გაგიკვირდებათ და, თურმე, რეალურადაც დიდი არაფერი იცვლება ქვეყანაში. ეს "თურმე" იცით, საიდან? - აგერ რედაქციაში, მთელი 15 წლის "გზის" საახლწლო ნომრები ვნახე და "პროვოკაციები" გადავიკითხე - "მოქალაქეები", "ნაცები", "ქოცები"... მე კი, როგორც თავშივე აღვნიშნე, უიმედოდ ვბერდები ამათ ხელში...



elene
05 იანვარი 2016 12:58
ვიყავი ოცნების პირველი ყრილობის დელეგატი და საერთოდ ძალიან აქტიური მხარდამჭერი.
ყველას (ვისაც ეხებოდა), მათ შორის პრემიერ-მინისტრს 3 წერილი მივწერე, ფინანსთა მინისტრისთვის კი ძალიან სასაცილო იყო ჩემი სურვილი სამსახურში აღდგენის (ნაციონალებმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემი დეპარტამენტი გააუქმეს).
ხადურმა ისეთი შეურაცყოფა მომაყენა, ფაქტია, რომ ის ამას ვერ გაბედავდა თუ არ ექნებოდა ე.წ. "ნებართვა" ზემოდან
არ მესმის მურუსიძის ასეთი "შეფუთვა" მხვერპლი იყოო . . . მე რა დავაშავე?! ან სხვა ჩემნაირებმა?
ფინანსთა სამინისტროში თანამშრომელთა უმრავლესობა არ არის ეკონომისტი, ნაციონალების ამ კადრებს ხადურმა მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავები დაამატა!!!
Ia
04 იანვარი 2016 17:17
მთავრობას ებრძანებინა არ აირჩიოთო? მაშინ რას იტყოდით? აშკარაა,რომ მთავრობა სასამართლოს საქმიანობაში ერევაო,არა? მურუსიძესთან კავშირში თუ არა სხვა დროს მოძებნიდით სხვა საქმეზე ამის სათქმელად.უკაცრავად და სიღრმე აკლია ტქვენს აზროვნებას.
a
02 იანვარი 2016 16:13
თქვე კაი ხალხო, თქვენ ახლა ბერდებით და ამას მადარდებთ? მე უკვე დიდიხანია დავბერდი და რომ მეგონა ოცნება წასვლის წინ ავიხდინე მეთქი ეს რა ხდება, რეები მესმის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს?