"რომ მითხარი მოვალო, ცავატანე, რატომ დაიგვიანე"... ანუ დაგითმობთ გია სურამელაშვილს თავის სიმღერებიანად
"რომ მითხარი მოვალო, ცავატანე, რატომ დაიგვიანე"... ანუ დაგითმობთ გია სურამელაშვილს თავის სიმღერებიანად
ორი სომეხი ძმაკაცი მყავს და დედას ვფიცავარ, ქართველი და აზერბაიჯანელი ძმაკაცებისგან არ ვასხვავებ. ორივე ძალიან მიყვარს, მეც ძალიან ვუყვარვარ მათ; რომ დათვრებიან, სულ ასე მეძახიან - შენ ისეთი მაგარი კაცი ხარ, სომეხი იქნები აუცილებლადო! მეც ვუბრუნებ ხურდას და ვპასუხობ, - კარგი, ვიქნები სომეხი, მაგრამ თქვენც ისეთი კარგი ბიჭები ხართ, უეჭველი ქართული ფესვები გექნებათ-მეთქი. ისინიც იშნოებენ ქართველობას და სამივენი მაგრად ვხალისობთ. ქეიფის ბოლოს ყველანი ვუბრუნდებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენ-ჩვენს ეროვნებას, შესაბამისად, რესტორანში ფულს მე ვიხდი და ასე ვიშლებით.


ჩვენ სამივენი საქართველოს მოქალაქეები ვართ, უბნელები ვართ, ძმები ვართ
და, მაპატიეთ რუსული კალკისთვის, "შუტკა" გვაქვს ერთმანეთთან გახსნილი, მაგრამ ერთია, მე, არმენა და ჰაჩიკა რას ვხუმრობთ, და მეორეა, როცა ასეთი (კიდევ მაპატიეთ რუსული კალკისთვის) "შუტკა" უკვე სახელმწიფო დონეზე რომ აქვს გახსნილი მეზობელ სომხეთს.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, მინდა გითხრათ, თუ რაზეა ჩემი დღევანდელი პროვოკაცია. რადმენიმე დღის წინ, ყოველგვარი "შუტკის" გახსნის გარეშე, ადგა ვიღაც სომეხი მომღერალი და "ყვავილების ქვეყანა" იმღერა; მერე ადგნენ კიდევ სხვები და, - ეს სიმღერა სომხურიაო, - განაცხადეს. "მაშ, მტყუანის!.." არ გვქონდა დამთავრებული, რომ რომელიღაც სომხურმა ანსამბლმა "დაისი" შეასრულა და, - ესეც სომხურიაო, - განაცხადეს (ისე, შე მამაცხონებულო, თუ იბრალებ, კარგად
მაინც იცეკვე).

გაგიკვირდებათ და, ეს ყველაფერი გამიხარდა, იმიტომ, რომ ადრე საერთოდ, ქართველ მეფეებზე, ქალაქებზე, "ვეფხისტყაოსანზე" გაიძახოდნენ, ჩვენიაო, და ახლა ოდნავ დაუწევიათ თამასა. ასე თუ გაგრძელდა, დავლენ ესენი სატელევიზიო გადაცემებამდე და ასე იტყვიან - "პროფილი" სუფთა სომხური პროექტია, "სამოთხის ვაშლების" იდეა ერევნიდან მოდის და გია ჯაჯანიძის ჩაცმულობაზე ზრუნავს გიუმრის მოდების სახლიო.

დავუბრუნდეთ სიმღერას. ბევრი ვიფიქრე, თუ რა არგუმენტი გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ "ყვავილების ქვეყანა" ქართულია და, როგორც იქნა, მივაგენი. გავიხსენოთ ტექსტი სიმღერიდან:
"რომ მითხარი, მოვალო, რატომ დაიგვიანე?" გაფიცებით ყველაფერს, ქართველის გარდა სხვა ვინ იგვიანებს? ხომ იცით, მხოლოდ საქრთველოში რომ არის ასეთი გამოთქმები: "7-ზეა ქორწილი, მაგრამ სიძე 9-ზე მოვა ალბათ", "3-ზეა დაკრძალვა, მაგრამ 4-მდე არ გამოასვენებენ", "9-ზე იწყება სამსახური, მაგრამ 10-მდე უფროსი არ მოდის და მე რა მინდა?!." - და ასე შემდეგ. თუ ამ მყარი არგუმენტის შემდეგ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ სიმღერის ქართულობაში, მაშინ ავდგეთ და ყვავილებში შევეჯიბროთ, ვის უფრო მეტი აქვს. სხვა გზა მე არ ვიცი.

რაც შეეხება "დაისს", მინდა მივმართო იმ სომეხს, ვინც ვიდეო ატვირთა და დააწერა - "სომხური ტრადიციული ცეკვა": შე მამაცხონებულო, ცოტა შორიდან მაინც შემოგევლო; ეგ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ფილმ "ქეთო და კოტეშია" გამოყენებული; ჰოდა, ჯერ გეთქვა - ქეთო ჩვენიაო, მერე - კოტეო, მერე - ორივე ერთადო, და აი, მანდ სადმე შემოგეპარებინათ, "დაისი" სომხური ცეკვაოო. ასე აჯობებდა, დამიჯერეთ.

მოკლედ, იმდენი აჟიოტაჟი ატყდა ამ ამბებზე, არც ის მინდა, სიმართლე არ იცოდეს ხალხმა, და არც ის, ჩვენი სომეხი ძმები გავანაწყენო, ამიტომ გამოსავალს მივაგენი და გეტყვით, რაზე შეგიძლიათ თქვათ, რომ სომხურია. დავიწყოთ: თუ სიმღერები გინდათ, დაგითმობთ გია სურამელაშვილს თავის სიმღერებიანად; თუ სპორტი გინდათ, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს - მთლიანად; თუ პოლიტიკოსები გინდათ, ყველა დეპუტატს და "ბონუსად" - ნოდარ ხადურს; თუ ლექსები გინდათ, ლანჩხუთის გამგებლის ყველა ლექსზე შეგიძლათ თქვათ, ჩვენიაო, და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მოგაწვდით ახალ იდეებსაც. ამ შემოთავაზებით ჩვენც კმაყოფილი დავრჩებოთ და თქვენც.

პ.ს. სტატიის წერის დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომეხ მომღერალს და კომპოზიტორს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოუქვეყნებიათ, -  უნებლიედ მოგვივიდა და ბოდიშიო.

პ.პ.ს. არაფრის... მაგრამ სურამელაშვილზე იფიქრეთ მაინც...

მკითხველის კომენტარი (38)
ნინი
03 მარტი 2016 17:48
გოგა, მე შენ გულწრფელად მეცოდენი სად ,როდის, ვისგან გაგიგია სადამ ჰუსეინის კარტველობა ან ბუშის,რომელსაც კარტველები [პატრიოტები] ვერ ვიტანდიტ 90-იან წლებიდან მოყოლებული.რაც შეეხება პეტრე დოდს და შაჰ ი-აბაზს,ისტორია იკიტხე საკარტველოსი და ბევრ რამესზე აგეხილენბა ტვალები.იკნებ,ბაგრამიანის სახელობის არმიიტ ხარ აღფრტოვანებული,რომლებმაც ყველაზე დიდი'ვაჟკაცობა' გამოიჩინეს კარტველტა გენოციდში.ერს ტავი დაანე3ბე,მეეჭვება შენი კარ6ველობის,
megi
04 თებერვალი 2016 00:05
თუ გაუვათ, რატომ არ დაიბრალებენ?
არ უნდა გაუვიდეთ, ანუ როგორც კი რამეს დაიბრალებენ, ვინმემ უნდა აუნთოს წითელი(როგორც ამ წერილის ავტორმა აუნთო), ჰოდა დაამუხრუჭებენ.

რა მაგის პასუხია და, ბ-ნო ზვიად, "ამბები.გე"-ზე, "გზა"-ზე, "რეიტინგი"-ზე, "მარაო"-ზე ვინ და რატომ დამბლოკა 45 დღის წინათ?
საერთოდ არ მიხსნის კომენტარების კედელს.
სადოური "სიტყვის თავისუფლებაა ეეეს?" :)))
ნოკაუტი
02 თებერვალი 2016 11:33
არაფერს!!!
GOGA
02 თებერვალი 2016 10:49
კარგით რა, ნუ გააჭირეთ საქმე თქვენი „არმენოფობიობით“, შეიგნეთ რომ სომხებიც და აზერებიც ჩვენი ძმები არიან. რომ გაიძახით ყველაფერს ითვისებენო რა, ქართველები არ ვითვისებთ? აბა გაიხსენეთ– შაჰაბასს ქართველი ბებია ყავდაო, პეტრე პირველიც ქართველის „გაკეთებული“ იყოო, სადამ ჰუსეინი ქართველია წარმოშობითო, ჯორჯ ბუშიცო(უფროსი ბუშის დროს იყო ეგ მოდაში),პუტინი აგერ გავზარდეთ კასპშიო... სომხები წესიერი ხალხის სომხობას მაინც იბრალებენ და ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა ნეტავი ერთი ან აშაჰაბასის, ან ჰუსეინისა თუ პუტინის ქართველობა? მითუმეტეს არც ერთი არაქართული ისტორიული წყარო არ ადასტურებს შაჰაბასისა თუ პეტრე პირველის ქართველობას. კიდევ რამდენ რამეს ვიბრალებთ ქართველიბი? რაც მაგრაბი ვართ ქართველები ვართო ეს კმარა მარტო. ფაჩულიას გაყვანა რომ გვინდოდა „ოლ სტარზე“ ეს რომ ექნათ სომხებს სასაცილოდ არ გვეყოფოდა(მეც, მინიმუმ 35–40 კომენტარი გავუიშვი ზაზასთან ფეისზე და NBA-ს საიტიდანაც ვალაიქებდი. მეც ქართველი ვარ და მიტომ). შევეშვათ რა სომხებთან კინკლაობას. ორივე დიდი კულტურისა და ისტორიის მატარებელი ერი ვართ ჩვენს პლიუს–მინუსებიანად.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები