აქა ამბავი ბანკისა, "ნაშისა" და შვეიცარიისა, ანუ "მაგარი დაგვერხაააააააააააააა!!!"
აქა ამბავი ბანკისა, "ნაშისა" და შვეიცარიისა, ანუ "მაგარი დაგვერხაააააააააააააა!!!"
"ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო", "მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო", "ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო"... შენთვის არ ვწერ ამ ანდაზებს, ჩემო მკითხველო, ბანკებისთვის ვწერ. იქნებ ამ ანდაზებით მაინც გავაგებინოთ დაახლოებით 800 000-მა კაცმა, რომ ცოტა ჩვენკენაც მოიხედონ, მილიარდობით მოგების ნაცვლად, მილიონობით მოგება ნახონ, თორემ, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის ფრაზა: "კიდე თუ აიწია დოლარმა, მე გადამხდელი არა ვარ და
You must have Flash Player installed in order to see this player.
წაიღონ ჩემი ბინა მაგ ჩემისებმა" (ცოტა სხვანაირად ამბობენ, უბრალოდ, მე მაქსიმალურად კულტურულად დავწერე).

ჰოდა, გავყვეთ, ბანკებო, ლოგიკას: თუ ვერავინ გადაიხადა სესხი, რა მოხდება მაშინ? კარგი, დავუშვათ, გამოაგდეთ ხალხი ბინებიდან, მერე? ვინ იყიდის 800 000 ბინას? მე პირადად, ერთი მოქალაქის გარდა, ეგეთი არავინ მეგულება და იმასაც აქვს უკვე ბინა, თანაც - არაერთი და არა მგონია, თემქის და ვარკეთილის ყავლაშვილის პროექტის ბინებით დაინტერესდეს. ასე რომ, იფიქრეთ, ან პროცენტი დასწიეთ, ან გადაუვადეთ სესხები, ან ხადური მოხსენით, ან რა ვიცი, რაღაცა ქენით, თორემ მალე
ასეთ განცხადებას ვნახავთ გაზეთში: "ბანკი ყიდის ჩეხურ სამოთახიანს 120 დოლარად, რეალურ მყიდველს დავუკლებთ".

ახლა მაპატიე, მკითხველო, და ცოტა ნერვები უნდა მოგიშალო. გამოქვეყნდა სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია, რომ ლარის გაუფასურების გამო ბანკებმა ნახეს
კოლოსალური მოგება, ანუ რა გამოდის - ეს ხადური ბანკისთვის გადასარევი კაცია, არც ქადაგიძე ჩანს ცუდი ბიჭი, მაგრამ, ერთი ხალიანი პოლიტიკური ლიდერის არ იყოს, "ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?" წავიდეთ ვროპაში, არ წავიდეთ... რომ დავრჩეთ, ბანკის ვალს ვინ გადაიხდის? რომ წავიდეთ იქ, რა ვაკეთოთ? მოკლედ, "ფესბუკურად" დავწერ: "მაგარი დაგვერხაააააააააააააა".

ისე, რაში გვაქვს ბედი ქართველებს? ჩვენი სოლოლაკელი მოქალაქე საბჭოთა კავშირზე ამბობდა, მაშინდელივით საინტერესო უნდა იყოს ცხოვრებაო. "ვოლგაზე" ამბობდა, - ის სუნი ახლაც მახსოვს, რა
მაგარია, ბიჭოო... მოკლედ, ყველაფერი თუ მოგწონს ძველებური, შე კაი დედმაშვილო, სტალინი რატომ არ მოგწონს? აიღე მუშტი, დაარტყი მაგიდაზე და გინდა, "რასტრელიატ" თქვი  ამ ბანკებზე, კაციშვილი მაგათი დაცველი არაა, პირიქით - შენზე ლოცვასა და ქებაში გავატარებთ დარჩენილი სესხის ვადას.

ახლა სხვა საკითხზე მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო. სულ ახლახან ერთ-ერთმა ექსპერტმა გაავრცელა მოწოდება, არ გადავუხადოთ ბანკებს ახალი კურსით, რადგან კოდექსში არის მუხლი, სადაც წერია, რომ ვალუტის კურსის ცვლილების შემთხვევაში, მსესხებელმა ბანკს იმ კურსით უნდა დაუბრუნოს სესხი, რომელიც იყო დაფიქსირებული სესხის აღების დროს, ხოლო მეორე კანონში წერია, რომ საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო ვალუტა არის ლარი. ეს ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა და ხალხს იმედი ჩაესახა. მაპატიეთ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ: ნორმალურ ქვეყანაში ამ მუხლით მართლა შეიძლებოდა რაღაცის მიღწევა, ჩვენში კი, კოდექსი კი არა, კონსტიტუცია რომ იწყებოდეს ასე: ბანკებო, ხალხს ძველი კურსით გადაახდევინეთ დავალიანებაო, - დამერწმუნეთ, მაინც ისე გადაგვახდევინებდნენ, როგორც მათ აძლევთ ხელს.

პ.ს. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია - შვეიცარიაში ივნისში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება, მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა, ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 2.500 შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 2.250 ევრო) მიღება? ეჰ, არადა, ბანკები მანდ არის, თუ არის...
პ.პ.ს. სტატიის წერისას "ესემესი" მომივიდა, რომელიც ასე იწყებოდა: "ძვ. კლიენტო, აიღეთ იპოთეკური სესხი მარტივად, აირჩიეთ ნებისმიერი ჩვენი ფილიალი..." გამეღიმა, ნაშებს კერავენ ასეთი "ესემესით": "ჩემო ძვირფასო, ამ საღამოს რას აკეთებ? აირჩიე ნებისმიერი რესტორანი". ალბათ ხვდებით - თანხმობის შემთხვევაში, როგორც პირველ, ასევე მეორე "ესემესს" ერთნაირი "კანცოვკა" აქვს.


ლოთი ქობალია
10 თებერვალი 2016 19:49
მართალი ხარ პროვოკატორო. ამ მეკომენტარეებს მინდა ვკითხო:თქვე ბანკების დამცველებო საიდან აქვს ბანკებს ამდენი მოგება?როგორ ფიქრობთ ვის ხარჯზე?ქვეყანაში უფრო ნაკლები ფული ტრიალებს(ყოველშეთხვევაში უფრო მეტი არა, ვიდრე გაუფასურებამდე)ეკონომიკა"სპადზეა".საიდან ამდენი ფული ბანკებს?არ მითხრათ ეხლა ხადურს ართმევენო....მე მგონი ცოტა ხანი უნდა და ბანკები უფრო ბევრ ხალხს დატოვებენ ოჯახის და სახლ-კარის გარეშე ვიდრე ეს ომის დროს იძულებით მოხდა კონფლიქტურ რეგიონებში.ჰოდა ავტომატი სახლ-კარის დაკარგვამ აგვაღებინა ხელში მეტი კი არაფერმა.არც ქადაგიძე და ხაზარაძე მიყვარს არძინბა-კულუმბეკოვზე უფრო მეტად და მითხარით ერთი რამ უნდა შეგვიშალოს ხელი?
დათო
07 თებერვალი 2016 23:28
simarTles კომენტარში კია სიმართლე უცოდინარობის ბრალია რა დღეში ვართ თორემ , დალაგებულ ცნობიერ და საღ საზოგადოებაში დემაგოგიებით ვერ მოატყუებ ხალხს ყოველთვის, არც ამდენი იმედგაცურება და გულგატეხილობა იქნება ასეთ ჭკვიან საზოგადოებაში,ცოდნა , ცოდნა და ისევ ცოდნაა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან,
დღევანდელი სიტუაცია ისევ კლდიაშვილისეული გაჭირვებით სავსე სოფელია,სადაც კუდიანების ისევ ჯერათ, ათას სისულელეს ვისმენთ, სიმართლე კი არსადაა ყველას ურჩევნია ისევ იმ ჭაობში იყოს სადაცაა თორემ ვაი და მდგომარეობა გაუუარესდეს, ესაა სიბეცის და უჭკუობის ბრალი, ტოლსტოის ნათქვამისა არ იყოს ,კარგს ყოველთვის უჭირს კარგის მოძებნა მაშინ როცა ცუდი ცუდს იზიდავს და ზლიერდება ადვილად.ბევრ რამეზე უნდა ვთქვათ უარი,ბევრ რამეზე რაც ხშირად მორალად და ქცევის წესად ქცეული პირფერობა და მლიქვნელობაა, საზოგადოებრივი გაკიცხვის შიშით, სწორედ მღვრიე წყალში იჭერენ თევზბს , თევზები კი უფრო მეტია ვიდრე მოთევზავეები, ჯობია გამოღვიძება
simartle
06 თებერვალი 2016 11:47
ეს ბლოგი რომ წავიკითხე,მივხვდი რომ ქვეყანა მართლაც დეგრადირებულია.ჯერ იყო და ნაცებ-მიშების ბრალიაო,მერე ქადაგიძის ბრალიაო,ხადურიც არ ვარგაო(ნაწილობრივ გეთანხმებით),მერმე პროცენტები დაწიეთო(ისე ერთი ეკონოკიკის რაიმე სახელმძღვანელო ან უბრალოდ ბროშურა თუ წაგიკითხავთ?),ბიძინა გვიშველისო(იგულისხმებოდა ჩვენს საბანკო ვალებს თუ გადაიხდისო) და ასე შემდეგ,ასე შემდეგ....იკვე 25 წელი გავიდა.მახსენდება ერთი ანეგდოტი:

ერთი გაჭირვებული ებრაელი(ეგეთებიც არსებობენ თურმე) ყოველდღე დადის სინაგოგაში და ღმერთს ევედრება-მომაგებინე ლატარეაში 1 მილიონიო.ასე გრძელდებოდა ათიოდე წელი,სანამ ერთ მშვენიერ დღეს,მორიგი თხოვნის მერე,სინაგოგაში ღმერთის ხმა გაისმა:აქ ამდენ თხოვნას,იქნებ გეცადა და ერთხელ მაინც გეყიდა ეგ ლატარეის ბილეთიო.
ასეა ჩვენთან საქართველოშიც,იქნებ ამდენი მსახიობ,ჟურნალისტ,მომღერალ და ხელოვნებამცოდნეებს,გეცადათ და რაიმე შეგექმნათ,გემუშავათ.აბა ბიძია,მარტო უაზრო და გაუნათლებელი ბლოგების და სტატიების წერით,შორს ვერ წახვალთ.გარეთ გაიხედეთ,21-ე საუკუნეა და თქვენ კი ისევ მთავრობებში ეძებთ მიზეზებს.
დათო
05 თებერვალი 2016 16:45
ისე ხომ რას ლაპარაკობთ, ბანკომატი არ გვიჭრის ყოველ ფულის მოხსნაზე პროცენტს. არ დაკვირვებულხართ აბა ხელფასის ნაწილი აიღე და მერე დახედე ნაშთს, და მეორედ მოხსნისას კიდევ გადაამოწმე რამდენს აგახევთ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა