სიმონ, ნემეტანი სუსტი კანდიდატურები გვყავს ქუთეისელებს... მაგრამ ადრე მსუქანი რომ გვყავდა, გააკეთა რამე?!
სიმონ, ნემეტანი სუსტი კანდიდატურები გვყავს ქუთეისელებს... მაგრამ ადრე მსუქანი რომ გვყავდა, გააკეთა რამე?!
წინასაარჩევნო პერიოდში პარტიულებს სალაპარაკო არ ელევათ, მე - საწერ-საპროვოკაციო. გასაოცარია და ღლონტის მოწოდება აჯანყების თაობაზე იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, მთელი ევრაზია კინაღამ აჰყვა ჩვენი დროის გავროშს, ქართველებს კი ყურზე გვძინავს და არც "რუსთავი 2"-ის დასაცავად ავჯანყდით, არც ვანო ახალციხის მეორედ მაშენებლის პატიმრობა გვადარდებს და ფეხებზეც დავიკიდეთ მომავლის საბინაო არქიტექტურის ინდუსტრიის კერვალიშვილების დინასტია და გიგი თბილისელიც!

თუ ადრე ჩაცივებული შამპანური იყო მოთხოვნადი, ახლა ისეთი სიცხეებია, პარტიული კანდიდატურები, საზამთრო და ლუდიც ეგეთი მოგვინდა.
რა სჯობს დიდ თავყრილობას, როცა გადაეხვევი ზეჰიგიენურ, გრილ კანდიდატს! ოღონდაც გულ და ტვინგაყინულები არ გვინდა! ეგეთები მაინც გახდებიან არჩევის მერე, დამერწმუნეთ.

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნოდ "ტირს, იძახის ვაგლახ, ვასა": იორმუღალნოში არც წყალია, არც გზა და ბავშვებსაც განათლება არა აქვთო. თქვე ედუარდის კალთაში გამოზრდილებო, ეს ყველაფერი, თქვენი
მმართველობის დროს თუ არ იყო, 9 წლის განმავლობაში სად იყავით და თუ იყო, ბიძინამ ააფეთქა საყდრისივით?!

დღე არ გავა, პოლიტიკოსებმა თავიანთი ყალბი რეიტინგები პიტნასავით არ შეგვტენონ ცხვირში. "ენდიაის" და "აირაის" იმდენი ნაირსახეობა ითვლის უკვე საოქტომბრო ხმებს, ვეღარ ვიგებ, სად იწყება სიმართლე და სად - ტყუილი. საინტერესო სტატისტიკა ჩამივარდა ხელთ: ოცნებას 500 000 მხარდამჭერი ჰყავსო, ბურჭულაძემ - 1 000 000, ორპროცენტიან რესპებმა - 1 500 000, ხალიანას - 2 000 000, ფქვილოვნას - 2 500 000, ოდესელებს - 3 000 000 და ბოლოს, შალვას 5 მილიონ ს ჩემ ტო! ეჰ, თამარის დრო გამახსენდა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაშლილი საქართველო! პავლე რომ ამბობდა, ინგოროყვა - 12 მილიონზე მეტი ვიყავით მაშინო!

რაღაცები ძალიან მაგრად ეშლება "ქოცებსაც". თავისთავად ცხადია, ეგენი ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებენ პარლამენტში, ალბათ ძვალს სახრავად "ნაცებსა" და "პატრიოტებსაც" მიუგდებს ამომრჩეველი, მაგრამ ახლახან რომ ქუთაისში წარადგინეს კანდიდატები, კითხვები მწვავედ დაისვა! რიგითი "ნაცი" კითხულობს არასტრატეგიულად: ვისი დროის მინისტრი იყო ნარჩემაშვილიო? რიგითივე "ქოცის" პასუხი ასეთია: ეგებ გაიხსენოთ, ვინ იყო შევარდნაძის დროის იუსტიციის მინისტრიო? ამომრჩეველმა კი დაადგინა: ყველანი ბავშვობიდან ანუ შევარდნაძის დროიდან მოდიან და ამიტომაც საშველი არც არის!

ისევ ქუთაისის "პრეზენტს" ვუბრუნდები. ზემო იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის გამგებლებიდან ორი რომ წარადგინეთ მაჟორიტარად, ბატონო ოცნებავ, მესამემ რა დააშავა? თანაც საჩხერის გამგებელს აუარეთ გვერდი, იმ საჩხერისას, სადაც "ოცნების" აკვანი დაირწა! თანაც ბატონმა კვირიკაშვილმა თქვა, საჩხერეში ჩვენი კანდიდატი კვიჟინაძე იქნებაო! ვეღარ გავიგე, ეგ კვიჟინაძე თქვენია თუ ძიძიგურის?! ამავე "სპასაწელ" კვირიკაშვილზე ვკითხულობ, ზუგდიდელი ჩინოვნიკი ლაგვილავა რომ აფეისბუკებდა, ვლაქერნობის დღესასწაულზე მოწყალების მთხოვნელი ბიჭი ფულით დაასაჩუქრა, ტაძრის "სამთავრობო სექტორში" ხალხი გადმოაადგილა, წაქცეული ქალბატონები ფეხზე ააყენაო, ქუთაისურ წარდგინებაზე ვიღაც ლურჯმაისურიანი დედაკაცი რომ ეძებდა დაკარგულ ბაღანას, რად არ უპოვა?!

პ.ს. სიმონ, ნემეტანი სუსტი კანდიდატურები გვყავს ქუთეისელებს, - აღმოხდა ერთ დროშიანს ბალახვანის კიბეებთან. მეორე ეუბნება: - კი, ეგენი სუსტებია, მაგრამ ადრე მსუქანი რომ გვყავდა, გააკეთა რამე?!

პპ.ს. ბიძინას ეკითხებიან: ბატონო ბიძინა, კობა ნარჩემაშვილი ვარდოსნებმა რომ დააპატიმრეს, "გამოსასყიდი" ჯერ 300 ათასი ლარი გადაახდევინეს, მერე 500 ათასი და მაგ დროს შს მინისტრის ხელფასი 1.000 ლარი იყო, ვითომ პატიოსანი მინისტრი ამას შეძლებდაო? ბიძინამ უთხრა შემკითხველებს: მე ვარ ადამიანი, რომელიც შევარდნაძის დროინდელ კადრებს ისევ შევარდნაძის დროინდელი კადრებით ამარცხებს და "ოცნებაში" სიმშვიდის მომნიჭებელიც ვარო! თუ ჭკუით არ იქნებიან "ნაცები", ვიტალი ხაზარაძეს გამოვიყვან ასპარეზზე და ჩაკითხვებზე ჩაპასუხებიც მზად მექნებაო!

Goga
28 ივლისი 2016 11:45
Xadurivit cikani amasac ukvars. Aba parlamenti xalxi ragat unda.
321
22 ივლისი 2016 00:13
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კაცი, კარგი კაცის ნიღაბს ამოფარებული. გუბაზა
გაგა
21 ივლისი 2016 16:45
რას ბჟუტურობენ ესენი?! მართლა როგორ გაქრა ის კაცი - დაგვმშვიდობებოდა მაინც!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები