კალაძე და ოქროს თევზი, ანუ არჩევნებით დასაცხრილები
კალაძე და ოქროს თევზი, ანუ არჩევნებით დასაცხრილები
თუ გამომივიდა, დღეს "ნაციონალებსა" და "რუსთავი 2"-ზე ხმას არ ამოვიღებ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ქუთაისში ასე თუ ისე, გადაგორდა...

აი, სამეგრელოში იყო, ფაქტობრივად, უგუნურების ან ამომრჩევლის დაცინვის ზეიმი! ან სულაც ბიძინას დიდი და წინგახედული პოლიტიკა... უკვე ლოგიკას ვეღარ ვიგებ. აი, სხვა რეგიონებში პირწმინდად მოიგებს "ოცნება" მაჟორიტარულ ოლქებს და რეიტინგიანი ხალხი რომ მოეძებნა "ოცნებას", მთლად ერთპარტიულ და ჩრდილოკორეული ყაიდის საკანონმდებლო ორგანოს მივიღებდით.
აქვე შემოგთავაზებთ სამეგრელოს ერთი ამომრჩევლის ციტატას, ოდნავ შერბილებული
ფორმით:

"ვულოცავ ამომრჩეველთა ქვემოთ ჩამოთვლილ კონტინგენტს:

"ნაცმოძრაობისა" და მისი სატელიტი ბურჭულაძის პარტიის მანდატიან წევრებს!

ყველა დროის ნარცისებს, ჰედონისტებს, არჩევნების გამყალბებლებს, ბესელიას "პოლიტპატიმრების" არმიას, პერსონალურად ალისტრახოს
და მსგავს ფსევდოჟურნალისტებს, ბიუჯეტის ვირთხებსა და ხაზინის ქურდებს, ტენდერების ჩამწყობებსა და "მეატკატეებს"! საკრებულოსა და მერიის დროშის ტაროსნებს!

მედროვე სკოლის დირექტორებსა და მათ თხაცანცარა "ნაჩალნიკ" ფარცვანიას, რომელიც სწორედ დირექტორთა კორპუსის პოლიტიზებისთვის გაამწესა რესურსცენტრში "ოცნებამ"!

პოლიტიკაში ღრმად ცხვირჩაყოფილ, ზოგიერთ მამაოს! ყველა დროის მლიქვნელებს, კონიუნქტურისტებს, ყურმოჭრილ მონებს, სულითა და საქმით ჩამშვებებს და ცილისმწამებლებს... მერაბ ქვარაიას და ა.შ. დანიშვნას მაჟორიტარობის კანდიდატად! "ოცნება" ოფიციალურად დეპოში! ზუგდიდი აპანღურებული და გაბითურებული!"

კაი, ზუგდიდს ტოვებთ, ბატონებო, ახლახან არჩეული თვითმმართველობის პირველი პირების გარეშე, მაგათი შემცვლელი კონა შაურად იშოვება, მაგრამ ფოთში ვინ წამოაყენეთ ასეთი, რომ პორტ-ქალაქის მოსახლეობამ ცეცხლი ყარა პირიდან? ან სენაკში რას ჰგავდა თქვენი ორიოდეკაციანი აქცია?! კაი, ყველაფერი გეპატიებათ, რაც აქამდე ჩამოვთვალეთ, მაგრამ "სპასაწელმა კვირიკაშვილმა" დიდი რიხით რომ გამოაცხადა, ხობელების გულის გამხეთქველი ბუკია, 2012 წელს რას აწერინებდით თქვენს საინფორმაციო ორგანოში (გაზეთი ჰქვია, მგონი, ასეთ ბეჭდურ ორგანოს) მის კრიტიკას და ძიძიგურის პარტიელ მის მოგვარეს კი აქებდით? ხომ არ აგერიათ ზვიადისა და მიშას ბუკიები?

ერთი კანდიდატურა, ვისზეც კამათი არ დაუწყიათ, ეს სოფლის მეურნეობის მინისტრის გამაჟორიტარების მცდელობა აღმოჩნდა, მაგრამ შიდა ქართლის პრეზენტზე თუ ხაშურს ისევ გელაშვილი წარუდგინეს, მერე ნახეთ თქვენ, თქვენი გაფარჩაკება უკვე შუაგულ საქართველოშიც!

მინდოდა, დამეწერა კიდევ ოლიმპიელთა ჩაცმულობაზეც, მაგრამ ნეგატივებს ნუ წერთ და ლაპარაკობთ, ითრგუნებიან ჩვენი სპორტსმენებიო, ახმაურდნენ მკერავების მხარდამჭერები. სპორტსმენებს ეს ნეგატივები ტანზე რომ მოასხით, ეგ თუ იფიქრეთ, თქვე არჩევნებით დასაცხრილებო?


პ.ს. კალაძემ დაიჭირა ოქროს თევზი. თევზმა, ერთ სურვილს აგისრულებ, ოღონდაც გამიშვიო. მაშინ ესპანეთთან კიდევ მოგვაგებინე ფეხბურთიო. რას ამბობ, კაცო, ესპანეთია, ბურკინა-ფასოს ყინულის ჰოკეის გუნდი კი არაა ეგო. მაშინ "ოცნების" რეიტინგი აგვიწიე სამეგრელოშიო. კარგი, კარგი, ისევ ესპანეთთან თამაშის მოგებას მოგიხერხებთო...

juli
30 ივლისი 2016 22:03
ეეხ პროვოკატორო, არ თქვა ეხლა სიმართლეს ვემსახურებიო.მეგონა სწორი ანალიზის შეგრძნება გქონდა. დაბერდი,დაიღალე ან გაიყიდე.
ლუკა
30 ივლისი 2016 11:47
კალაძემდე უნდა ამაღლდე,ვერ მოგართვით, ის ნამდვილად ღვთის რჩეულია!!
ფორე
30 ივლისი 2016 01:18
ნარჩემაშვილი როგორი "ნახოდკაა"? გაგიჟდა სიხარულით ქუთაისი. ან მამამისის კაიკაცობის ამბავი ეკითხათ, ან კობას საბაჟოს უფროსად მუშაობის უმწიკვლო პერიოდი შეესწავლათ.
ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის თავზე ნარჩემაშვილზე უკეთეს კანდიდატურას რომ ვერ შეარჩევ რაღა ს უნდა ელოდო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები