წმინდანი კალაძე, "ქოცური" რელიგია და მოხარშული ტაროს ბიზნესი
წმინდანი კალაძე, "ქოცური" რელიგია და მოხარშული ტაროს ბიზნესი
მოგეხსენებათ, გასულ კვირაში "რესპუბლიკელი" მინისტრები მოგვცილდნენ (აგულაშვილს არც და ვერც ვგულისხმობ უკვე "რესპუბლიკელებში", გასაგები მიზეზების გამო), აგილერამ გვიმღერა და მეგონა, სხვა საქართველოში გავიღვიძებდი, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა!

წინა "პროვოკაციაში" კახი კალაძეზე ოდნავ მწვავედ დავწერე და ბლოგის ბოლოს ერთი ფრიად პატივსაცემი მკითხველი კომენტარად მიწერს: "კახი კალაძემდე უნდა ამაღლდე, ვერ მოგართვით, ის ნამდვილად ღვთის რჩეულია". თანამედროვე რელიგიების ცოდნაში ძალიან ჩამოვრჩი, როგორც ჩანს. თეოლოგებთან კონსულტაციის მერე გავიგე, რომ არსებობენ პოლიტიკური ელფერის ღმერთები. ამ
შემთხვევაში ბიძინაა ღმერთი, ხოლო მისი მოციქულები არიან ღარიბაშვილი, კალაძე ან კვირიკაშვილი.
გასაოცარია, რომ ჩამოქვეითდა მოციქულის პოზიციიდან ღარიბაშვილი (არადა, მისი "ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინა" როგორი თეოლოგიური ოდა გახლდათ, აფსუს!) და მაინც "ბლექ სი არენაზე" აგილერას კონცერტიდან სელფი მაინც გადაუღია კახისთან და ბერასთან ერთად და ეს სელფი
ნამდვილად პოლიტიკური ფრესკა იყო, რომლის წინაც 41-ჯერ უნდა გადაისახო პირჯვარი, თუ გინდა, რომ წყალობა არ მოგაკლდეს!

რახან აგილერას კონცერტი ვახსენეთ, გეტყვით იმასაც, რომ მოულოდნელობა აქაც გახლდათ, მართალია, უილიამსის "უკანალის" ეფექტი ვერ განმეორდა, მაგრამ ქართული სიმღერის ჩართვა კონცერტზე ნამდვილი ფურორი იყო! თუ ასე აღგვაფრთოვანებს ქართული ხელოვნება, ჯერ მათთვის მოგვესმინა, მერე შემოგვეყვანა კრისტინა სცენაზე! "რუსთავი 2"-ისთვის არ დამიჯერებია, როცა აცხადებდა, ძალიან ცოტა მივიდა "ბიძინა არენაზეო". როდის აქეთაა, რომ ქართველებს უცხოური, თუნდაც ნაკლები ხარისხისა, არ შეასხამდა ფრთებს, არ ააღებინებდა საბანკო კრედიტს და არ წაიყვანდა ისეთ ღონისძიებაზე, რომელიც სატრაბახოდ ექნება ცხოვრებაში?! ისე, ყური მოვკარი, ერთ-ერთ ბანკს თანამშრომლებისთვის უყიდია კონცერტის ბილეთები: წადით, აგილერას ნამღერით დატკბით, ნუ დარდობთ საბანკო ხარჯს, ერთი-ორი კლიენტის გატყავებით ავინაზღაურებთ ბილეთებში გადახდილ ფულსო.

და თუ გგონიათ, აგილერას კონცერტზე ნაკლები სანახაობა გამართა შიდა ქართლში "ოცნებამ"? - იოსებ მაკრახიძე, რომელიც "ოცნებამ" ზარ-ზეიმით წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატად, "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი ყოფილა. დოკუმენტურად წარმოადგინეს გორელმა "ხალიანებმა" 2012 წლის 7 ივნისის ფაქტურა, როცა სოსო-იოსებმა 25 ათასი ლარით შეავსო "ნაცმოძის" ყულაბა! და მაგის გარდა, კიდევ სხვა დროსაც მიუძღვნია არმაღნად და მუქაფად იოსებს ფული 9 წლის განმავლობაში მშენებლობითა და პროგრესით დაკავებული "ნაცმოძრაობისათვის". და გგონიათ, ეს ფაქტი ვერ "გააპრავეს" "ქოცებმა"? როდის იყო, მიშას თავისი ნებით აძლევდა ბიზნესმენი ფულსო? აქვე, ქვეცნობიერში ალბათ მაჟორიტარობა გულისხმობს დანაკარგის კომპენსაციას... მიშამ წაართვა და ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ნელ-ნელა, გარანტირებულად და ღირსეულად? რიგითი "ქოცი" აქვე "თავდემებს" მტკივნეულად აჭერდა ფეხს: კასპში თქვენი კანდიდატი ცხენზე ამხედრებული რომ გამოეცხადა ამომრჩეველს, აქამდე ტატამი გვეგონა კასპი და თურმე იპოდრომი ყოფილა თქვენთვისო... ანუ მაკრახიძე წმინდანად შეირაცხა "ოცნების" მიერ! არა მარტო სისხლის დათხევა აწმინდანებს ადამიანს, არამედ - მონაგარის გაცემაცო...

პ.ს. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მოსახლეობას (ამჯერად მხოლოდ მამაკაცებს) გამდიდრების ახალი ხერხი შესთავაზა: "ჩაირბენთ ქობულეთიდან (ან ბათუმიდან) ოზურგეთში, იყიდით ჭყინტ სიმინდს (100 ცალი - 30 ლარი), იქირავებთ დიდ "კასტრულს" და მოხარშავთ. გაზის ხარჯსა და ქვაბის ქირას დაფარავს 5 ტარო, გზის ხარჯებს მოუნდება ამდენივე ანუ სულ 10 ტაროს ხარჯი. დაგრჩათ 90, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ფასია 450 ლარი ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც რიგით საჯარო მოხელეს აქვს თვიურად ხელფასი... გამოაკელით "ტაროს ასაღები ფასი" - 30 ლარი... თუნდაც, 420 ლარი არაა ერთ დღეში ცუდი. და თუ ვერ გაყიდით თქვენს პროდუქტს, წარმოგიდგენიათ, რამდენ რუს და უკრაინელ "ნაშას" დაკერავთ ამდენი ტაროებით?"

gg
17 აგვისტო 2016 10:36
რიო,გზას არავითარი გახსნა არ უნდა,ზედ რომ გაივლი,დაინახავ.
ყოველ კვირას თბილისიდან ბაკურიანში დავდივარ გარემოებების გამო. ტრასა იქ წყდება,სადამდისაც ამ ოთხი წლის წინ იქნა მიყვანილი და "პლავნათ" შევცურავთ ხოლმე საცობში და ბაკურიანში(რომელიც,როგორც წესი არჩევნებამდე არცერთ მთავრობას არ ახსენდება) ისევ ის აბალახებული ტროტუარები მხვდება(რის გამოც ადამიანი იძულებულია ავტომობილების სავალ გზაზე იაროს ,რომელიც ძალიან ვიწროა ადამიანების სასეირნოდ იქ უბრალოდ ადგილი არ არის),რაც ნაციონალებმა დატოვეს.განსხვავება ის არის,რომ თუ მათზე ნერვები მეშლებოდა,ტროტუარებს რომ არ აგებდნენ,რის გამოც ფეხით მოსიარულეები(ბავშვები) ყოველწუთიერი სასიკვდილო რისკის ქვეშ არიან,ამათზე ნერვებაშლილი ვიცინი(მწარედ,მაგრამ მხიარულად),რადგან იმის მაგივრად რომ ასვალტი დაეგოთ და ისე გადაეჭრათ პრობლემა,ცელით ხომ არ იკადრებენ მუშაობას და რაღაც სპეციალური მოწყობილობა შეუძენიათ სარეველების გასანადგურებლად და იმით ჭრიან სარეველებს , მაინც სრულიად გამოუყენებელ ,კოლბოხებიან ტროტუარებზე.საინტერესოა,ამ დანადგარებს თუ ხელსაწყოებს,რამდენი აქვს საგარანტიო ვადა,რომ გაფუჭდება ახალს შეიძენენ,ალბათ.
qajana
08 აგვისტო 2016 09:27
ნაცებო ძალიან ცუდად იქცევით,ისე არ გაიხადოთ საქმე:გუდანის ჯვარიც ვერ გიშველით.თქვენი ერთადერთი გამოსავალია დღედაღამ ლოცვა უფლისადმი,რომ ცუდი არა დაგემართოდ რა.
დარიკო
05 აგვისტო 2016 15:36
ახლა ყველა ჩასაფრებულია ჩვენს ქვეყანაში, ვინ უფრო აბუჩად აიგდებს უბრალო ხალხს და თსვი რაღაცა ჰგონიათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები