არჩევნების ზოოლოგია, ანუ "ნაციონალების" სიკვდილ-სიცოცხლის დეტექტორი და "ოცნების" იმნაირი კანდიდატი
არჩევნების ზოოლოგია, ანუ "ნაციონალების" სიკვდილ-სიცოცხლის დეტექტორი და "ოცნების" იმნაირი კანდიდატი
ჩაბარდა კიდევ ერთი კვირა ისტორიას. დაგვავიწყდა ნარმანიას "ვირიშვილი მაიმუნიც" და სამტრედიელი ახალგაზრდის თვითმკვლელობის ფაქტიც. განვლილს რას დავეძებთ? წინ არჩევნებია! ვინ რით იბრძვის, უკვე გაგება აღარ შეიძლება - ზოგი სიტყვით, ზოგი - საქმით და ზოგი კიდევ - გულისხმისყოფით! აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე თუ მღვდელ-მონაზონნი მეტ-ნაკლებად იყვნენ წყნარად, ახლა ფოფოდიებიც კი ჩაერთვნენ საარჩევნო კამპანიაში. მართალია, ანათემას ვერ გადასცეს "ჯიუტი" ამომრჩეველი, მაგრამ ისეთი წყევლა-გინება და სიტყვების კორიანტელი ამოსდით პირიდან, ყველა დროის ქუჩის ბიჭს შეშურდება!
ცნობისათვის, ასეთი მღვდელ-მოძღვარნი თითქმის ყველა პარტიას ჰყავს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, როგორიც ბერია, ისეთია მრევლიც ან - პირიქით!

ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა - "არჩევნების ანატომია"? თქვენ წარმოიდგინეთ და ახალი მიმდინარეობაც გაჩნდა ქართულ სინამდვილეში: "არჩევნების ზოოლოგია". ზოოლოგიაა, აბა, რა შავი წყალი და მეწყერია, ჩვენებურ ამომრჩეველზე ნათქვამი
ეს აქსიომა: "ასწავლე ადამიანს თევზის დაჭერა და ის ხმას არჩევნებში მაინც იმას მისცემს, ვინც თევზის მიცემას დაჰპირდება" ან კიდევ ეს - "ერთმა ბერძენმა ფილოსოფოსმა თანამოქალაქეებს შესთავაზა, ვირები ცხენებად ვაღიაროთო. აღშფოთნენ მოქალაქეები, ეგ რატოო? რა რატო, თქვე მამაცხონებულებო, ვინც ვირივით ხმამაღლა ყროყინებს, ყველას ლიდერად აღიარებთ და ვირის გაცხენება რა პრობლემა გახადეთო?"


ორიოდე სიტყვას კიდევ ვიტყვი არჩევნებზე და მერე სხვა თემას წამოვწევ. ერთგან დაკრძალვაზე "შესაწევარში" 500 ლარი ჩაუწერია ვიღაც კანდიდატს, თანაც მიწვეულიც არ ყოფილა "სატირალში" და გარდაცვლილის მეზობელი იძახდა, ეს ჩემი ცოდვით სავსე ბებიაჩემი რაღა ადრე დაიღუპა, წინასაარჩევნო პერიოდს ვერ დაამთხვიაო?!

არ ვიცი, ამდენი სამართალდამცავი, უფლებადამცველი და მონიტორი თუ სადმეა კიდევ, მაგრამ მაინც ხდება რაღაც ცუდი ფაქტები და ეგებ თვალი ადევნონ, უარესი პარლამენტი არ მივიღოთ! არის საშიშროება, რომ არაჭრელი საკანონმდებლო ორგანო მივიღოთ და მერე ნახეთ, როგორ ახმაურდებიან "ნაციონალები", რუსული იანდექს ტაქსების კვალობაზე კიდევ ბევრს მოაბიძინებს "ოცნება" რუსულ კომპანიებსო, არადა, ერთი "ფეისბუკელი" წერდა: "რატომ მხოლოდ ტაქსები? მხოლოდ იმიტომ, რომ კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო?"

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებში: შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველო", შპს "მობიტელი 54", შპს "ენერგია55", შპს "ჯლს", შპს "კარლსბერგ საქართველო", შპს "ელექტრონი", შპს ჩლუბ-2100, შპს "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ", შპს ELITE DEVELOPMENT, შპს "ემბავუდ ჯორჯია". 2013 წელს ამ სიაში შედიოდა "ტიფლისსკი ვინნი პოგრებ", "სტრომოსი" და "ტრიდე".

ისე, ეს "ნაციონალები" საკმაოდ სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ: რამდენი ვინმე გამოეყო და მაინც ყინჩად არიან! როგორი გადასატანია პარტიიდან ხაჩიძის, ვაშაძისა და ჯაფარიძის წასვლა?! ახლა, მართალია, ხოშტარია კი ჰყავთ, მაგრამ ეგეც რაღაც არეულად ლაპარაკობს. ოფისის ფანჯარა ჩაუტეხიათ მაგისთვის და "ვვეიქელებს" არ დააბრალოთ, სხვა იკადრებდა მაგასო (ანუ ვაკის ელექტორატი არ გააღიზიანა, მაგრამ ვაკეს ეშლება, რა ჩიტი-გვრიტები არიან ეგენი?!).

ეს არჩევნები იქნება "ნაციონალების" სიკვდილ-სიცოცხლის დეტექტორი, "რესპები" გვაძალებდნენ კოაბიტაციას, თორემ "ნაცებს" სათოფეზე არ გავიკარებდითო, თქვეს "ქოცებმა" და ამ დროს, "რესპუბლიკელებისგან" "გათავისუფლებულებმა" იმნაირი კანდიდატი შესთავაზეს ხალხს 41-ად, თვით თოვლიც გაწითლდა კავკასიონზე. ონი, ამბროლაური, ლენტეხ-ცაგერ-მესტიის "ოცნების" კადრს ახლაც რომელიღაც პორტალზე ენმ-ის წევრობა უწერია!

ბიძინამ თქვა, 100 დეპუტატი მაინც გვეყოლება "ოცნებასო"! დამიჯერეთ, სწორს იძახის ეს კაცი! არა "ოცნების" სიძლიერის გამო, არამედ - ოპოზიციის სისუსტით იქნება განპირობებული! კოალიციის მიერ მიტოვებულები ერთმანეთს "ღეჭავენ", მაგათ კიდევ თარხან-მოურავის ხალხი ეფურტკნება და ცალკე "ნაციონალ-ნანაციონალარი" სახეები! ცოდვას ცოდვაზე ახსენებენ ერთმანეთს და თან ბიძინას მიმართ უმადურობასაც აბრალებენ. არადა, რომ არა ეს გრიგოლიჩი, რომელი მათგანი ეღირსებოდა დეპუტატის მანდატს?!

პ.ს. ერთი "მოწამლული" დასავლეთის მოტრფიალე ამბობს: "რაც GWP -ი შემოვიდა, მის შემდეგ წვიმის წყლით ვბანაობ! გეოგრაფიაში დაბალი ნიშანი იმიტომ მივიღე, რომ სამი მხარე ჩამოვთვალე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი! შუქს არ ვანთებ, რადგან "თელასი" რუსული კომპანიაა. ძმაკაცი მომიკვდა, რადგან ბილაინის ნომრიდან სასწრაფოში არ დავრეკე!"

პ.პ.ს. დეპუტატი მიდის მოსახლეობასთან შესახვედრად. მოხუცი ქალი ფეხებშეკრულ მამალს გამოუყვანს, - დედუა, ამას მომიჭერ თავი, ხო შეძლებო?! მაგას კი არა, მთელ რაიონს ვჭრიდი თავს და ერთი მამლის თავის მოჭრა რა პრობლემააო?!


jemali loria
23 სექტემბერი 2016 12:10
ასი მანდატის რა მოგახსენო მაგრამ 84 86 მანდატი გარანტირებული აქვტ დანარჩენს ვეცდებითარავისდაუთმოთ მოგმარტავთ 3 ანს გაათმაგეთ მუშაობა ღმერთი არის შვენთან
ნოდო
09 სექტემბერი 2016 16:25
ბიძინას ,,ქართულ ოცნებას" გ-ა-უ-მ-ა-რ-ჯ-ო-ს! ბალღო ნუ დაგავიწყდება რა ხდებიოდა საქართველოში 4-5 წლის უკან.
gode
09 სექტემბერი 2016 14:36
ჩიორას მამის ამბავი ხომარ იცით როგორ დამთავრდა? არადა სულ უბრალო რაღაც მოიპარა და ამბავი ატეხეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები