შენ დაუკა! პროვოკაცია წინასაარჩევნოდ, ანუ გვირაბიც უკუღმა - როგორ ამოყო თავი ოდესელმა მიშამ სოლოლაკის ნაცვლად ნიუ-იორკში?
შენ დაუკა! პროვოკაცია წინასაარჩევნოდ, ანუ გვირაბიც უკუღმა - როგორ ამოყო თავი ოდესელმა მიშამ სოლოლაკის ნაცვლად ნიუ-იორკში?
გემახსოვრებათ, ღვთის პირიდან გადავარდნილ "სოროსელებს" რომ ბრალდებოდა კოაბიტაცია. ახლა მაინც აღარ არიან მთავრობასა და კოალიციაში "რესპუბლიკელები", რატომ ეალერსებიან "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე მეთაურებს?

თან, როცა ხელთ გაქვთ ჩანაწერი გადატრიალებაზე, "თავისუფალი ზონის" წევრების განცხადება იმაზე, როგორ იგეგმებოდა დესტაბილიზაცია, იარაღის სამალავებიც აღმოაჩინეს და მაინცდამაინც უნდა დაგვასაფლაონ, რომ მაგათი დანაშაული აღიაროთ? ხალხს აქვს სურვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავად გაუსწორდეს, მაგრამ მერე ხალხს გაასამართლებს კანონის მთელი სიმწვავით მურუსიძის სასამართლო და დამწვარზე მდუღრის დასხმა აღარ უნდა
გაჭირვებულ ხალხს!

ამას წინათ "სატელევიზიო დღე" მქონდა. ჩავრთე ქართული ტელეარხები (გაგიმხელთ, "რუსთავი 2"-ის ეთერი არ მინახავს). ამდენი ბოღმა და აგრესია საიდან დააგროვეს ამ პოლიტიკოსებმა? ან ტყუილები? არავითარი მომავლის ხედვა, არც გეგმა და არავითარი რეალური პერსპექტივა: ზოგი ალაზნის ველის ხაშლამით დაფარვას გვპირდება, ზოგი - 40-წლიანი განვადებით
ბინას და რაც მთავარია, წასული თუ მოსასვლელი პოლიტიკური სუბიექტების ლანძღვა-გინებაა უმაღლეს დონეზე აყვანილი. ცალკე ეს "რესპუბლიკელები" იძახიან, გავთავისუფლდეთო და ვერ ვიგებ, რისგან აპირებენ გათავისუფლებას? საპარლამენტო მანდატებისგან?! ეგ გათავისუფლება იქნება, ვვარაუდობ.

გასაოცარი პიარკამპანია აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს. "ფორუმელები" ციფრთა მისტიკას გვთავაზობენ და ეგენი რომ პირველი ნომრები ყოფილიყვნენ და არა - 26, ალბათ მერე იმას იტყოდნენ, 1-ელ იანვარს ახალი წელი იწყება და 1-ლი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეაო.

შენ დაუკა, თან კლიპში გუბაზი რაჭულ ვაზიანებში იქნება გადაღებული საწამლავი აპარატით, როგორც მშრომელი! მე თქვენ გეტყვით და ეგ აპარატი ბეჭებიდან ჩამოუვარდება?! ისე, მაგავე პარტიას ეგებ ვინმემ ხმა მიაწვდინოს, 26 კომისარიც გვყავდა საბჭოურ დროს... აქვე ვიკითხავ, ეგენი რომ ამბობენ თავიანთი სლოგანით, ჩვენ ნამდვილი ადამიანები გვიჭერენ მხარსო, დანარჩენი პარტიების მხარდამჭერები მუტანტები არიან?

არა, ნამდვილად არ გვიმართლებს ამ პოლიტიკოსებში: გვყავდა მიშა, რომელმაც დასავლეთში მიიღო განათლება და აღმოსავლური ტიპის დიქტატორი აღმოჩნდა, რომელსაც საბჭოური თუ პროლეტარული აზროვნება აქვს სასხვისოდ! კაცმა, რომელმაც "იავნანა" დააფუძნა და პატრიარქის გვერდით იდგა ქველმოქმედებასა და ტაძრების მშენებლობაში, ჯერ წევრები გაექცნენ პარტიიდან და ბოლოს - ავეჯიც "გაეპარა" ქირაგადაუხდელი ოფისიდან. ბიძინაც დავადანაშაულოთ რამეში, ფიროსმანის ნახატის გადაცემა სახელმწიფოსთვის არაფერია! სამაგიეროდ, კაკაბაძისა და ჯავახიშვილის ერთმანეთში არევა არის დიიიიიდი სირცხვილი, იმდენად დიდიც კი, რომ მიშასეული "იყო არაბეთს როსტევან"-იც კი დაგვავიწყდა და "გაზაფხულის მოტყვანაც".

კარგა ხანია, ჩვენი "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიაზე არაფერი დამიწერია და ამ "პროვოკაციაში" ვაკომპენსირებ დანაკლისს. მივმართავ "რუსთავი 2"-ს, ოპერატიულად მოგვაწოდოს ხოლმე ინფორმაცია ოდესა-სოლოლაკის მთავარი გვირაბგამყვანის შრომითი რეზულტატების შესახებ. მართალია, ერთხელ უკვე შეეშალა მიწის ქვეშ ორიენტაცია და სოლოლაკის ნაცვლად ნიუ-იორკში ამოჰყო თავი, მაგრამ იქაც ჰქონდა საქმე ჩვენს მიხეილს: იქაურ მხარდამჭერებს ეკლესიაში შეხვდა და მხარდამჭერებს ალანძღვინა თავისი გამლანძღველები!

პ.ს. მიშასა და ლანძღვაზე გამახსენდა. ორი "ნაციონალის" საუბარი:
- ჩემს საკურატორო ზონაში მიშას დაუკითხავად წინასაარჩევნო კამპანია დავგეგმე, ამომრჩევლებმა გამლანძღეს, ძველი ცოდვები გაგვიხსენეს და იქ ხმებს ვერ ავიღებთ...
- მიშამ რა გითხრა მერე?
- გინება გამოვტოვო?
- გამოტოვე!
- სიტყვა არ უთქვამს...

პ.პ.ს. ქუთაისელი "ფეისბუკელი" ჰყვება: დღეს ქუჩის ძაღლები დავაძღეთ მე და ჩემმა მეუღლემ ისე, რასაც მართლა დაძღომა ჰქვია. შემოგვხედეს ამ ძაღლებმა და თვალებში ამოვიკითხეთ - რაია, ბუჯო, საარჩევნოდ გაგახსენდითო?! ქუთაისელ ძაღლსა და ამომრჩეველს რას გამოაპარებ?
ყური მიგდე
21 ოქტომბერი 2016 10:11
დაანებეთ ამ ცირკაჩს თავი...დაიტვალა და, ოდესიდან სათხრელად ბევრი ,,პავაროტები,, იყო. აი, ნიუ ოირკიდან ცოტა შორია, მაგრამ ,,პავაროტების,, გარეშე პირდაპირი გვირაბის გათხრა გადაწყვიტა(თუ კიდევ ყავს შერჩენილი ამერიკელიმარკშეიდერები)...
დათო
11 ოქტომბერი 2016 09:56
აი ეს მესმის პროვოკატორო
kote
10 ოქტომბერი 2016 07:41
დღეს სირცხვილია ლაოარაკიც კი იმაზე რომ მიშა რამეს შეძლებს, მიშისტებო დამთავრდა მიშას დრო პოლიტიკაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები