არც გვირაბი გაუთხრია, ვერც ღრუბელ-ღრუბელ ფრენით შემოუღწევია - ჩაუქროლა ამ ოცნებამ "ნაციონალებს" ქარიშხალი "მეთიუსავით"
არც გვირაბი გაუთხრია, ვერც ღრუბელ-ღრუბელ ფრენით შემოუღწევია - ჩაუქროლა ამ ოცნებამ "ნაციონალებს" ქარიშხალი "მეთიუსავით"
დასრულდა არჩევნები და ძალიან ბევრი მიხვდა, რომ ტყუილად იცემდა გულზე მჯიღს. ვარაუდები გამართლდა: პარლამენტის მანდატები "ოცნების", "ნაციონალებისა" და "პატრიოტების" ხელში აღმოჩნდა. არც ერთი მადლობელი არ არის ამომრჩევლის. "ოცნებას" მეორე ტური არ უნდოდა, "ნაციონალებს" მეტი ადგილის დაკავება სურდა (გივის აფეთქების მასშტაბის გრანდიოზულობაც, ვგონებ) და "პატრიოტებს" რა აღარ სურდა!..

ერთი, "ნაციონალებისგან" გამწარებული წერდა, "ქოცებს" არ უძებნიათ, თორემ გივის შავარშიაშემოვლებული, გადიდებული პორტრეტიც ექნებოდათ 5 ოქტომბრის 16 საათის აქციაზე წარსადგენად, როგორც მთავარი ატრიბუტიო. მართლა
აკლდა 5 ოქტომბრის აქციას "ნაციონალური მარილი" - არც ზღვა ხალხი იყო და, მგონი, არც სატელევიზიო ანძა... კი გაიძახოდნენ, სულ ფულით ჩამოყვანილები იყვნენ მაგ აქციაზეო, მაგრამ არ მჯერა მე ეგ! არაერთი სპეცთანამშრომელი იქნებოდა შერეული 20, 30 და 50-ლარიან "აქციონერთა" შორის!

მიშა ტყუილების ლაპარაკს დასჩვევია! . არადა,
რას აღარ ბოდავდნენ ტვინანთებული "ნაცები": სარფთან არის მომდგარიო, ბიძინას ტიტის ხის მარშრუტით მოცურავსო, მარუხის უღელტეხილთან დგას ისე, როგორც ბუხაიძე - მტრის წინააღმდეგო... ჩაუქროლა ამ ოცნებამ "ნაციონალებს" ქარიშხალი "მეთიუსავით"...

"ნაციონალების" საცოდაობას დაემატა სუიციდის ვერგაბედვაც. არც ნიკანორს მოუწია "მამიიი, მამიი, საყვარელო ჩემო მამიიი"-ს ძახილმა და არც ხუციშვილისგან დამარცხებული ბერძენიშვილი გადამხტარა მდინარეში. როგორც ჩანს, მდინარის წყლის სიმკვრივე, ტემპერატურა, მინერალების შემცველობა არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც იდეალურად თვლის ფილოლოგოსი ლევანი! თუ ბერძენიშვილი დაყვინთვას აპირებდა (ჩაყვინთვას არ ვახსენებ სპეციალურად, ჩა - ზმნისწინით საუბარი ბიძინას პრეროგატივაა!), სამაგიეროდ, უსუფაშვილმა პოლიტიკური ალპინიზმის მოკლე კურსი წაგვიკითხა! ჯერ ევერესტზე ასვლაა ძნელი, მერე უფრო რთული - ჩამოსვლააო, - ბრძანა დავითმა და მორჩილად შეეგუა ორპროცენტიანი პარტიის ლიდერის სტატუსს.

ბიძინასეული კოალიციის დანარჩენ წევრებს ხალხმა თვალნათლივ დაანახვა მათივე ელექტორატული ფასი: "პაჩტი" 1-პროცენტიანობა. "მრეწველები", რაც თავი მახსოვს, მარადმწვანე პარლამენტარები არიან და დაუყენეს პოლიტიკური შემოდგომა ამომრჩევლებმა. 26-მა ნომერმა "გუბაზ ი ევო კამანდამ" დიდი რიხით დაწყებული საარჩევნო კამპანია მოკრძალებულად დაასრულა: არჩევნებამდე ჩვენ ვიყვირეთ, ახლა თქვენ ითავცემეთ, რესურსები ამოგვეწურაო. მეჭიაურის პარტიამაც გაიბრძოლა მომაკვდავივით, მაგათ მოვუკვდი მე, სოლიდარულობის პრინციპით...

"გივიას ბომბის" პრინციპით, ნათელაშვილმა, ბურჯანაძემ, ბურჭულაძემ და არაერთმა სხვამ კი იმოქმედეს, მაგრამ რად გინდა: წინასაარჩევნო ხმაურს მათივე პოლიტიკური უკანალის მობრდღვნის მეტი არა მოჰყოლია რა!

გული არ დასწყდეს "თავდემებს" და ორიოდე სიტყვა, როგორც საჭირისუფლო გამოსათხოვარი, შევაწიოთ! ეგენიც კოალიციის პირმშოები არიან! ალასანიამ ისევ უმარილო გადაწყვეტილება მიიღო. ქართული პოლიტიკის ყველაზე ლამაზმა მამაკაცმა პოლიტიკური სუიციდი თუ ხარაკირი მოუწყო გოგუაძის იმედად დარჩენილ "კაბელიან" პარტიას და გორიდან გამობარგება გადაწყვიტა!

პ.ს. ალასანიას გორელი დიასახლისი ეუბნება: შვილო, ირაკლი, რად მიდიხარო? - რა ვიცი, ბაბო, აქ ავტორიტეტი დამეკარგაო... უხერხულად შეიშმუშნა მოხუცი: აქ, შვილო, თუ ვინმეს რამე მოჰყვება, არასდროს ეკარგებაო, და ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ დაათვალიერა სახლი...




luxo
21 ოქტომბერი 2016 11:10
გლახუნას! -ძამიკო დაიმახსოვრე, საკუთარი მშობლების გინება, სხვისი მშობლების შეურაცყოფით იწყება.
glaxuna
19 ოქტომბერი 2016 11:54


ერთადერთი ურუსეთი და მეორე საქართველო 2012 წლიდან-სადაც ,,მედიის ,, 90 % - ხელისუფლების ოპოზიციას ლანძღავს და აგინებს და ხელისუფლებას აღარც ახსოვთ (!)

ივანა-ს-შვილის მეხოტბეებო -

ცოცხებით მორბენლებო

აბოლებთ ხალხს,აბოლებთ მაგრამ ადრე თუ გვიან სწორად ის ხალხი გაგებინებთ პასუხს სახელმწიფოს წინაშე და ვერ გიშველით პუწინის სპეც-სტრუქტურები (!)

საყდრისი რომ არ ვახსენოთ ... სად წ ა ი ღ ე თ 2012 წლიდან 8 მილიარდიდან -15 მილიარდამდე გაზრდილი საგარეო ვალი ?!
ან რატომ შეაჩერეთ სტატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები,
ან რატომ ჩამოიყვანეთ ლარის კურსი 2.3,

ან რ ა ტ ო მ ჩამოიყვანეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2-3 %-მდე ?!

ანუ 4 წლის მანძილზე 7 მილიარდი რომ შ ე ჭ ა მ ე თ და სახელმწიფო უკიდურესად რომ დააკნინეთ?!

გგონიათ პასუხს არასოდეს აგებთ და მუდამ დაგიცავთ კგბ-ფსბ ვირეშმაკობები ?!
გავაზელი
14 ოქტომბერი 2016 16:22
გნაცებო მოკეტეთ. თავი სხვებზე ჭკვიანები გგონიათ არადა პირწავარდნილი სეთურის მონები ხართ.
რესპებმა, გუბაზამ და სხვებმა კი შეუშვან გოგრაში, რომ ძალა ერთობაშია და ასე "ლებედ, რაკ და შჩუკა"-სავით აქეთ-იქეთ ქაჩვა ქვეყანასაც დედას უტირებს და მაგათ 1%-იან პარტიებსაც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები