პარტიები ბჭობდნენ და ბიძინა იცინოდაო - "თავდემები" - დაშლილებში, "ნაციონალები" - გაურკვევლობაში და "გირჩები" - ქილაში
პარტიები ბჭობდნენ და ბიძინა იცინოდაო - "თავდემები" - დაშლილებში, "ნაციონალები" - გაურკვევლობაში და "გირჩები" - ქილაში
დასრულდა არჩევნების პირველი ტური და თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩენილი პარტიებიდან ზოგი დაიშალა, ზოგიც დიდ გაურკვევლობაში ჩავარდა. "დაშლილებში" ყველაზე ელეგანტური "თავისუფალი დემოკრატები" აღმოჩნდნენ და "გაურკვევლებიდან" გამორჩეულად კოლორიტული - "ნაციონალური მოძრაობაა". "თავდემების" ელეგანტური დაშლა ალასანიას "ანგარიშზეა", "ნაცმოძელების" "გაურკვევლობა" კი სააკაშვილის განცხადებების ბრალია. მოკლედ, გადაჭარბებული ოპტიმიზმით დაწყებული საარჩევნო მარათონი ზოგისთვის სტარტთანვე რომ იყო მკვდარი, ეს მხოლოდ 8 ოქტომბერს გაიგეს საბრალო კანდიდატებმა.

ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იმას არკვევდნენ, უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში, მანამდე გია
ბარამიძემ ისეთი განცხადება გააკეთა, "ფორუმელები" და "თავდემები" სირცხვილით თავს ვერ უნდა ჰყოფდნენ გარეთ, თუკი სიმართლეა ბატონი გიორგის სიტყვები, - ჯერ კიდევ დიდი პოლიტიკური "გაყრის" დროს ალასანია და "ფორუმის" წევრები აპირებდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საპარლამენტო უმრავლესობის შექმნასო...

პარტიები ბჭობდნენ და ბიძინა ამ დროს იცინოდაო, - უთქვამთ
პოლიტოლოგებს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ნაკოალიციონარმა პარტიებმა უმრავლესობა კი არა, ფინანსური ხარჯის გარდა, ვერც ვერაფერი მიიღეს. კისერიც მოსტეხიათ და ზოგი თურმე, შტაბის წევრებს ხელფასსაც ვერ უხდის! არადა, რა მოქოქილი დარბოდნენ ხელის გოგო-ბიჭებივით ეს დროული ხალხი, ნეტავ, გენახათ! "დაჟე", რომელიღაც ოლქში, ერთ შტაბის წევრს პარტიული ფინანსებით ტოტალიზატორში ფსონები დაუდვია. ვერ გეტყვით, პოლიტიკურ თამაშზე დადო თუ სპორტულზე, მაგრამ პოლიტიკურ-აზარტული და ფინანსური პოზიციები რომ წაუგია, ეს ცხადია!

არეულობაა "რესპუბლიკელებშიც". ზოგმა ბრძანა, მეორე ტურში "ნაციონალებს" უნდა მისცეს ხალხმა ხმაო, მაგრამ რადიკალურად სხვა რამე თქვა თინა ხიდაშელმა, რომლის ზესტაფონური ვერსია დაახლოებით ამდაგვარია: მანამდე არ აუდგეთ გვერდები "ნაციონალებსო"!
ისე, ზემოთ ნახსენებმა ბარამიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა: "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებაზე უარი "რესპუბლიკლებმა" განაცხადეს და თან, უსუფაშვილი ივანიშვილს "აპრავებდაო": "უსუფაშვილს ვეუბნებოდით, რომ ქვეყნის სასიკეთო საქმე ეკეთებინა, მაგრამ ამის ნაცვლად, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილის "გამპრავებელი" იყო. "რესპუბლიკელებს" რა უშლიდა ხელს, რომ ჩვენი შეთავაზებისთვის მხარი დაეჭირათ?! ჩვენ მათ უმცირესობის მთავრობის "გაკეთებას" ვთავაზობდით". როგორც ჩანს, არც ისე წყალწაღებული აღმოჩნდა უსუფაშვილი, როგორც ალასანია და გუბაზი! არადა, დავით უსუფაშვილზე არასდროს ამბობდნენ, კაი მამის გაზრდილი ბიჭიაო! როგორ არ გაუმართლა ზოგ გარდაცვლილ მამას და უფრო - ბიძინას! უმადურ პოლიტიკურ შვილებს კი მიუხურა კარი ცხვირწინ გრიგოლიჩმა, მაგრამ უძღები შვილებივით რომ მოიბრუნოს ისევ ოჯახში, აი, მერე იქნება დიდი პოლიტიკური შემწყნარებლობა და ჰუმანიზმი!

ბარამიძეს თურმე, პოლიტიკური უმრავლესობა ერთი რამისთვის სჭირდებოდა - არ შექმნილიყო "ოცნების" უმრავლესობა! ეს უმრავლესობა თუ კატასტროფაა, ნეტავ, რა სხვაობაა, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი ანუ "ოცნება" თუ "ნაციონალები"? დასადასტურებლად ბარამიძის სიტყვებს მოვუხმობ - უსუფაშვილს ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ივანიშვილი ხელისუფლების სრული უზურპაციისკენ მიდიოდა. ვეუბნებოდით, რომ იყენებდნენ მათ ამისთვის. არ დაგვიჯერა, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა. ივანიშვილმა ბოლომდე გამოიყენა. ამიტომ დათოს მხრიდან ცუდად გაანალიზებაზე და არასწორად გათვლაზე საუბარი სხვაზე, ძალიან უხერხულიაო, - ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ისევ "რესპუბლიკელები" წააკლეს პოლიტიკურ სასაკლაოზე. აბა, დე ფაქტო მკვდარი "მრეწველები" არც დასაკლავად ახსოვს ვინმეს და არც - სულის მოსახსენებლად!

პ.ს. ამას წინათ "გირჩებზე" მიიტანეს ეჭვი, რომ ebay- ზე პაატა ბურჭულაძის პარტია გასაყიდად განათავსეს 60 დოლარადო. "გირჩებმა" კი თქვეს, - თქვენ რა გგონიათ, ჩვენ არ ვიცით მარკეტინგი და ის, რომ მაგდენს არავინ გადაიხდის? ჩვენ რომ ეგ გაგვეკეთებინა, დიდი-დიდი, ერთი ქილის ფასი მოგვეთხოვა, რომ შიგ ჩავმურაბებულიყავითო...

პ.პ.ს. მინდოდა, თბილისობაზეც დამეწერა, მაგრამ ცხვირის ნესტოებში სასიამოვნოდ მიღიტინებს თუმნიანი მწვადის სუნი, რომელიც ვერ ვიყიდე, მაგრამ მისი სურნელის ჩასუნთქვა იყო, ჩემდა სანუგეშებლად, უფასო...

მედეა
25 ოქტომბერი 2016 20:42
ხანდაზმულო პოლიტიკოსებო, არაფერი კარგი არ გამოგივიდათ კაპიტალიზმმა საზოგადოება დაშოკა. ფორმაციის ცვლილებამ დაგვანგრია. ნუ გვაწვალებთ, წადით, ადგილი სხვას დაუთმეთ, აღარ გვინდა თქვენი ცქერა არც ნაციონალების და არც მათი გულდამწვარი მომხრეების, არც არასამთავროებისა და ექსპერტების. გაატარეთ მეცნიერები. გზა დაუთმეთ მკვლევარებს, აკადემიკოსებს, მეცნიერები გამოიყვანეთ ტელეეკრანებზე, ინტერვიუები მათ ჩამოართვით. გაუმარჯოს მეცნირებს , იქნება მათ გვიშველონ რამე!
nana
21 ოქტომბერი 2016 14:19
ხიდასელი და ალასანია თავიანთი მინისტრობის რდროს ერთხელაც არ დაინტერესებულან ქართულ ჯარში გაყინული ხელფასების ბედიტ და ერთმანეტს ევროპულობაში ეჯიბრებოდნენ რა თქმა უნდა საქმის გარდა ყველაფრიტ ასეთ პიროვნებებს და პარტიას მომავალი არ ვუწეწრია რადგან უფალი და ყველაფერს საღად უყურებს.
nana
21 ოქტომბერი 2016 14:14
მე ვატყობ რომ ხალხის ბედი არავის არ აინტერესებს და ვისაც ხალხის ბედი არ აინტერესებს ხალხი მიუჩენს ადგილს პოლიტიკასი, როგორც ეს მიუჩინა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები