"გასტროლიორი" მიშა და მეგრულად ამაოდ ამღერებული სანდრა - თარხან-მოურავზე ნაკლები წარმომავლობისები ნუ წაიკითხავთ!
"გასტროლიორი" მიშა და მეგრულად ამაოდ ამღერებული სანდრა -  თარხან-მოურავზე ნაკლები წარმომავლობისები ნუ წაიკითხავთ!
მეორე ტურამდე ცოტა დრო რჩება და ნერვებმა უმტყუნა "მიშისტებს". მოთქვამენ "ნაციონალები" რუსი ოლიგარქის უმრავლესობა მოდის და ქვეყანა დაიქცევაო. რა ვიცი, ჰქონდათ მაგათ ადრე საპარლამენტო უმრავლესობა და ავშენდით მაშინო! ყოველ შემთხვევაში, "რუსთავი 2" ასე ამბობდა და კი სჯეროდა ხალხს მიშას მოყოლილი მითები აშენებულ-აყვავებული საქართველოს შესახებ. ახლა "ჯიდიესი" მოგვიყვება აყვავების შესახებ, რა გვიჭირს, ცხრა წლის ნახევარი კია უკვე გასული და ერთი ამდენიც ვადროვოთ!

არა, ნამდვილად დიდებული პოლიტიკოსია მიშა! ცხრა წელში თუ ქვეყანა
ვერ ააშენა, სანაცვლოდ, გონება კი გადაუბრუნა ხალხს თავში. რატომ უნდა მიეღო ამხელა ლეგიტიმაცია "ნაცმოძსა" და "უმარილო" ბიძინისტებს გაჰყოლოდნენ მეორე ტურში საჯილდაოდ?! - დავსვი ეს კითხვა და პასუხიც მოვძებნე: "ნაცმოძს" ჰყავს მიშა არაგასტროლიორი! მართალია, ოდესაშია ახლა გუბერნატორად ნაპრეზიდენტალი, მაგრამ ჩაივლის საარჩევნო დუღილის დრო და ჩამოვა! მოენატრა
კახური ზვრები, ბათუმური ყავა (ყავაც ვარშალომიძემ ხომ არ შეიტანა ბათუმში ნეტავ? მიშამ ბრძანა, სანამ ლევანი არ გამოჩნდა, აჭარაში საჭმელი არ იყოო!) და თბილისური სუში!

"რა თქმა უნდა, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, არჩევნებში გამარჯვება უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა, ახლა ჩემი პარტია ლიდერობს, ჩემი მეუღლე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერია. ვფიქრობ, ამ არჩევნების მოგების ძალიან კარგი შანსები გვაქვს. უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, მე აქ ისე არ ჩამოვსულვარ, მე ხომ გასტროლიორი არ ვარ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აქ ბრძოლის ველი უნდა მივატოვო. თუმცა ცალსახაა, არჩევნების შემდეგ მე ჩავალ საქართველოში, მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ავიღებ შვებულებას საკუთარ ხარჯზე და უახლოეს დღეებში გარკვეულ პროცესებში ჩავერთვები", - თქვა მიშამ და რომელიღაც მისმა ფანატიკურმა მხარდამჭერმა ტელევიზორის წინ მკერდი მოიშიშვლა ძახილით: მოდი, მიშა, დაგენაცვლე, მოდი!

კი იციან ცივი გონებით მოაზროვნეებმა, სანამ ბიძინა სოლოლაკის კოშკში ზის, მანამდე მიშას ბუნდღა ვერ შემოციცინდება საქართველოში! აგერ, გაფუფლოვებული მამა-მელია უკვე ცივი გონებით სჯის რეალობას: "მე ჩამოვშორდი პოლიტიკას, იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადების გამო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს მოვეშვი, არ ვაკეთებ! სამედიცინო სფეროზე შემეკითხეთ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. მე პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი არასდროს!" ნეტა ნიკანორიც მაგას იტყოდეს, სერგო რატიანიც და "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი! ამის მერე "ქართული ოცნების" დაშლა დაიწყება და შეიქმნება შიდაოპოზიციური განწყობა. აბა, ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე რა გააჩერებთ ამ ძალადპოლიტიკოსებს?! იქნებიან კვირიკაშვილისტები, კალაძისტები, კობახიძისტები, რომლებიც ბიძინას მადლობელი დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მისი ნებითა და ძალისხმევითა მოსხდნენ სკამებზე ბესელიები და არა მარტო ისინი!

საიდან მოძებნა ბიძინამ ამდენი არამოლაპარაკე "ქოცი", არ ვიცი. "ნაცები" სადაც უნდა იყვნენ, წარბშეუხრელად მეტყველებენ დიად ცხრა წელზე, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ხუხულასავით ჩამოშალა! გაბუნიას "არჩევანში" რომ არ მიდიან ბიძინისტები, რატომ არ მიდიან?! იმიტომ, რომ სევდიას მოღვენთილი სახის ტრაგიზმს ვერ უძლებენ?! ეჰ, ჩემო გრიგოლიჩ, დაგეტოვებინა თინა ხიდაშელი შენს გუნდში და მაგათ კი მოგიცელავდა პირდაპირ ეთერში თივასავით! ახლა სესიაშვილი "მოაკეტინებს" აბესაძეს? ან ქუცნაშვილი დაადუმებს რურუას?! რურუაზე გამახსენდა, ია მეტრეველსაც მისვლია სატელეფონო შეტყობინება, მთაწმინდაზე მხარი ნიკას დაუჭირეო! აი, ეგ თუ სწორია, ეგაა პროვოკაცია, აბა, ჩემი ეს პატარა სტატიაა პროვოკაცია?!

სანდრას განუცხადებია, ედიშერ თოლორაიას ვერ გავყვები მეორე ტურში, წავაგებ, რადგან ეგ პოლიტიკური დუელი ჩემსა და პრადოზე ამხედრებულ თოლორაიას შორის კი არაა, არამედ ჩემსა და ბიძინას შორისააო. რა ტყუილად ილაპარაკა მეგრულად ჰოლანდიელმა ჩვენმა რძალმა, სიმღერას რომ თავი დავანებოთ! სიმღერას მართლა უნდა დავანებოთ თავი, რადგან ამ ბოლოს პაატამ და ხაჩიძემ რაც იმღერეს, არ გაუნაწილონ თავის ამომრჩეველს!

პ.ს. ბიძინას უდგას წინ დიდი მაგნიტოფონი და კასეტას ატრიალებს ხელში. ბესელია ეკითხება:
- ბატონო ბიძინა, რა არის მაგ კასეტაზე ჩაწერილიო? ამაზე ნათელაშვილის საუბარია "ჩანაპისანებული", მინდა ვალაპარაკებ, მინდა გავაჩუმებო!

პ.პ.ს. თარხან-მოურავის გენეალოგიაზე ნაკლები წარმომავლობის მკითხველმა არ გაბედოს ამ პროვოკაციის წაკითხვა, ჩემი მოთხოვნაა!

YUE
02 ნოემბერი 2016 17:27
HAHA საღოლ ადექვატო
ადექვატო
01 ნოემბერი 2016 12:24
კ უ რ დ ღ ლ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი

პროლოგი

მოკრძალებული კაცი ვარ, რიგითი შვილი ერისა,
თუმც პრეტენზია ნაღდად მაქვს იმენა კარგი მთქმელისა.
ვიცი ბოჰემურ ოლიმპზე ასვლა რო ძაან ძნელია,
თან ისეთ მონსტრთან ჭიდილი როგორიც რუსთაველია.
მაგრამ მე მაინც გავბედავ ჩემი სიტყვა ვთქვა ამ დარგში
და გავიჩითო დღევანდელ ლიტერატურულ ბარდაგში.
ამ შედევრს ვუძღვნი ერთ დიად და საამაყო პერსონაჟს,
რომელიც ლამის შეაკვდა ქვეყნის ავ ზნეთა დემონტაჟს.
მჯერა ეს ოდა იტოგში პოპულარობას მომიტანს
და ეგებ გავცდე კიდევაც მე დიდი მგოსნის ორბიტას.

დაბადება

მაშ ასე, თხრობა დავიწყოთ. მიუხედავად ყინვისა,
დეკემბრის თვეში თბილისში, ხუთის ოც წუთზე დილისა,
იშვა ყმაწვილი, რომლისაც ბადალი არვის უნახავს,
ამ დიდ მოვლენას ქვეყანას ეს ოდა შემოუნახავს.
პახმელიაზე კი არ ვარ, გიყვებით საღი გონებით,
ყრმა იყო შემორაგული ირგვლივ დანდალა ქონებით.
პენისი ება თხლაშუნა, კვერცხები ერთნახევარი,
ლოყები ვითარცა ნესვი, ზედ ბაგე დორბლის მთხევარი.
მაგრამ მთავარი არ გახლდათ ყმაწვილის სახის ნაკვთები,
სხვა რამეს აფიქსირებენ დოკუმენტური აქტები.
თურმე გამოჰყო რა თავი მან საშვილოსნოს ყელიდან,
იმავ წამს მედპერსონალთან დისკუსიაში შევიდა.
აი ნამდვილი პრაზნიკი ქართული ინტელექტისა
და რასაც ასე ველოდით ბოლოსდაბოლოს გვეღირსა.

ბავშვობა და ყრმობა

მიუყვეთ ამბავს ვითარცა მემატიანეს ეგების,
კაროჩე, დავაკონკრეტოთ საფეხურები ლეგენდის.
ვთქვათ ბავშვობაში ვინ იყო, მერე ვინ იყო ყრმობისას,
ვეცდები არ გამოვტოვო რაიმე ამბის თხრობისას.
ჯერ იყო საბავშვო ბაღი, შემდეგ სკოლაში სწავლობდა,
უამრავ რამეს იხსენებს იმდროინდელი თაობა.
უპირველესი ის გახლდათ რომ ჰქონდა ნიჭი ჩაშვების,
ამიტომ უმეტესობა დაბეზღებული ბავშვების,
არ მეგობრობდა ჩვენ გმირთან და განრიდებას არჩევდა,
ეს კი მის გულში მათ მიმართ სპრავედლივ ბოღმას აჩენდა.
მართალიც იყო, რადგანაც ჩაშვება ძმაა სიმართლის,
ინაჩე პრობლემურია ბნელზე მოფენა სინათლის.
განვაგრძოთ ესე ამბავი და სვლას მივსდიოთ ჟამისა,
ჩვენი ყრმა წამოიზარდა დადგა დრო არჩევანისა,
არ დაუხარჯავთ ძალ-ღონე მის მშობლებს განსჯა-კრებებში,
პირდაპირ დასვეს კიევის კა-გე-ბე-ს სასწავლებელში.
ისიც უნდა ვთქვათ ვინ იყო შთამბერი ამ მისიისა,
ეს გახლდათ ძია თემური ანუ ძმა დედამისისა.
აი, ამგვარად დალაგდა საქმენი ჩვენი რაინდის
და რადგან ადამის მოდგმას ტერიტორიის, ამინდის
ცვალებადობა ვერას ვნებს, დარჩა იმადვე რაც იყო,
ჩამშვები თუ ხარ ეს ჩვევა ძაან ძნელია გარიყო.
პირიქით, გადააჭარბა იქ მან ყოველგვარ ანონსებს,
თითო სემესტრში ასამდე სტუდენტზე წერდა დანოსებს.
მოსწონდათ გარჯა ყმაწვილის აღფრთოვანებულ ლექტორებს,
აფიქსირებდენ მისი სვლის ფრიად აღმავალ ვექტორებს.
ამბობდენ პოტენციალი აქვს მასტადონტის ტოლიო,
პოლიტიკაში ექნება ძაან მაგარი როლიო.
და მართლაც, როცა ჩვენი გზა ჩაიხლართა და გამრუდდა,
ქვეყნის შვება და იმედი საქართველოში დაბრუნდა.

ქვეყნის აღორძინება

იმ პერიოდში თბილისში, ამბროსოვიჩის ეგიდას
მიყავდა სტოსი და ხალხი სულ ერთ ადგილას ეკიდა.
ამიტომ იყო საჭირო ძვრები სიახლის შემცველი,
დრო იყო გაჩითულიყო ამბროსოვიჩის შემცვლელი.
ერს უნდა ეთქვა ხმამაღლა გეყოფა, წადი შენიო,
მორჩი, ნუ გვებლატავები, ქვეყანა არი ჩვენიო.
მაგრამ არ ჩანდა არავინ დამწყები აყალ-მაყალის,
თუ არა ჩვენი რაინდი ზედმეტსახელად მაღალი.
სწორედ ის იყო ვინაც რომ ხელში წითელი ვარდებით,
და წადი შენის ძახილით პროდასავლური გაგებით,
შეიჭრა პარლამენტში და ამის შედეგად რაც დადგა,
მშვენივრად ვიცით, კაროჩე, ამბროსოვიჩი გადადგა.
დაიწყო აღორძინება მაღალმა ჩვენი ქვეყნისა,
პრიორიტეტად აქცია შენება შადრევნებისა.
ეს იყო მისი პირველი და უსწრაფესი მცდელობა,
რათა ჩახუთულ ქვეყანას გონება გაგრილებოდა.
სწორედ ამიტომ ეწოდა ჩვენ გმირს შადრევან პირველი,
აი ამგვარად დაიწყო აღმასვლა გასაკვირველი.
დავუძმაკაცდით აშშ-ს, ბუში გვესტუმრა თბილისში,
გოგირდის აბანოებთან რუმბა იცეკვა ივლისში,
ევროპაც დაგვიმეგობრდა, ამიერიდან ძმებიო
ვიქნებით ოღონდ გჭირდებათ შესაბამისი ძვრებიო.
და რადგან თქვენგან ნამდვილი პროგრესის სუნი მოდისო,
ნატოშიც ნაღდად მიგიღებთ ოღონ არ ვიცით როდისო.
შესაბამისად მაღალმა ირგვლივ მაგარი ტიპები,
შემოიკრიბა გარშემო, ჩამოურიგა ჯიპები.
და უთხრა პატრიოტებო არ მოგეკიდოთ რულიო,
სიმკაცრე უნდა დავნერგოთ, ტოლერანტობა ნულიო.
ამიტომ ძალოვანებში კეთილები და მორცხვები,
ნაღდად არ გამოგვადგება, რადგან საჯდომში ცოცხები,
უნდა გავთხაროთ იმათ ვინც წინ აღუდგება ჩვენ ნებას,
ანუ სასწრაფოდ არ დაწერს აღიარებით ჩვენებას,
რომ არის მიმთვისებელი და ამავე დროს მზვერავი,
ასეთ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ,
და შემდგომ მისგან ყველაფერს რაც აქვს და რაც აბადია,
ნოტარიულად იჩუქებს ნაცმოძრაობის პარტია.
ასეთმა სტარტმა ქართველებს კვლავ დაუბრუნა ზნეობა,
აღზდგა ფაბრიკა, ქარხნები და სოფლის მეურნება.
ბევრი იტყვის რომ ეს მხოლოდ პონტია პაკაზუხური,
დიახ ისმოდა აქა იქ ოპოზიციის შუხური.
მაგრამ ქვეყანა თანდათან ნამდვილად იფურჩქნებოდა,
და ბანძი ტენდენციების ალტერნატივა ჩნდებოდა.
კაროჩე არ იღლებოდა მაღალი, მაგრამ მასაჟი
მას სჭირდებოდა დრო და დრო, ამას კი ურცხვი პასაჟი
უმალ თან სდევდა. ამბობდენ ხალხის მაყუთსა ხარჯავსო
ღრეობებსა და უცხოელ მასაჟისტკებში ფლანგავსო.
იმავეს თხზავდენ შოპინგზეც რისთვისაც ქალაქ მილანში,
ჩაფრინდებოდა მაღალი ჰა და ჰა ორჯერ კვირაში.
არ დაიბოღმო რაინდო ეს მხოლოდ შურის შხეფია,
ვარდი უეკლოდ ხომ იცი არავის დაუკრეფია.
შევეშვათ შოპინგს და ახლა შევეხოთ მაღლის ინტელექტს,
ჩემსას თუ არ დაიჯერებთ ეწვიეთ ძმაო ინტერნეტს,
შედით და ნახეთ რომ ჩვენ გმირს მართლაც არა ჰყავს ბადალი,
როგორ ციტირებს რუსთაველს? „- მაღალი, უხვი, დაბალი...“
ან ის რადა ღირს ბათუმში მუხრანს რომ დეკლამირებდა,
გაოგნებული პოეტი გონებას ვეღარ იკრებდა.
ხომ გახსოვთ ისიც როს ყველა პრორუსულ ჭურში ვისხედით,
როგორ შეცვალა მაღალმა დავითი ველოსიპედით,
გადაიტანა ლეგენდა ცენტრიდან დიღმის მასივში,
ვიცი ამასაც ჩემ მაღალს ბევრი ჩაუთვლის პასივში.
მაგრამ ლიჩნად მე პატივს ვცემ მის კრეატიულ მონაცემს,
თუნდაც ბათუმის ბულვარში კვერცხზე შემდგარ შლოპანცებს!
რაკი შლოპანცი ვახსენე, წესით ინტიმურ ცხოვრებას
უნდა შევეხოთ, მაგრამ მე მოვუხმობ ახლა გონებას
და არ ჩამოვთვლი აქ ნუსხას სექსუალური ამბების,
რადგან არ მინდა დავგრუზო საელჩო ნიდერლანდების.
სამაგიეროდ სპორტზე თუ არაფერს ვიტყვით გრეხია,
განსაკუთრებით საჩინო მისი მარჯვენა ფეხია.
იმით რომ ბედმა მაღლის სვლა სულ სხვა რაკურსით განკარგა,
ჩვენმა ფეხბურთმა სულ ცოტა ლეონელ მესი დაკარგა.
არა და როგორ აჯენდა პენალტებს იგი ცხრიანში?
ნამდვილად ვიცი ამასაც ბევრი ჩამითვლის პიარში,
მაგრამ სიმართლეს ქინძებო ვერ გაექცევით ძნელია.
ეგ თქვენი რიჟა ბაზარი ნაღდად არაფრის მთქმელია.

გაკურდღლისტყაოსნება

ახლა კი ჩემო მკითხველო რაიმე შვანჯი აბები
მიიღე თორემ ინაჩე ძალიან დაიძაბები.
ის რომ ქვეყანა პრობლემებს თავს ხოშიანად ართმევდა
ფაქტია, მაგრამ მოსკოვში თურმე პუტინი არ თვლემდა,
და 08.08.08-ში ბოღმებით სავსე მესია,
სამხრეთ ოსეთის რეგიონს ტანკებით შემოესია.
ეს რომ შეიტყო მაღალმა გულს შემოეჭდო მარწუხი,
წამოხტა, მერე დაჯდა და მედგრად დაღეჭა ჰალსტუხი.
შემდეგ სთქვა უნდა წავიდე პირდაპირ ფრონტის ხაზზეო,
ჩემს გარდა იმ ახვარ პუტინს ვერვინ მოიყვანს აზრზეო.
თან გაიყოლა სტუმარი ფრანგი მინისტრი კუშნერი,
ვიცი შემდგომში ამასაც კომენტარები უშვერი,
მოჰყვება, მაგრამ პროსტო ეგ, ამ წუთას ნაღდად მკიდია,
რადგან აქ მთავარი არის პატრიოტიზმის იდეა.
მიადგა რა იგი საზღვარს, ცხინვალს ამაყი გოდებით
გახედა და სთქვა: - პუტინო მე შენ აქ დაგელოდები.
მაგრამ როს ზეცა გააპო შხუილით მიგ-24 -მა,
სულ სხვა რამ მოხდა. უეცრად ჩვენი რაინდი დაოთხდა.
მოწყდა ადგილს და აჩვენა სუპერ შედეგი ფორთხვაში,
სარკაზმით მოიხსენიებს ამ ამბავს მხოლოდ ოღრაში.
და იტყვის კარგი, ფორთხავდა ნამდვილად გამორჩეულად,
მარა ის ფრანგი მინისტრი რო მიატოვა ეულად,
ამაზე რას გვიპასუხებთ პიარშჩიკებო მაღლისო,
ეგეც პატრიოტიზმია? ეგეც გმირობა არისო?
ლიჩნად მე დავადასტურებ, დიახ ეს არის გმირობა,
ანუ მტრის ლიკვიდაციის ურყევი წინა პირობა.
გასაგებია ბოღმა რო გაგერჭოთ როგორც ხიმინჯი,
ზატო ამ აქტით მაღალმა კურდღლიტყაოსნის იმიჯი,
მოირგო ვით ტარიელმა ვეფხვისტყაოსნის მანტია,
და მით ლეგენდად აქცია ნაცმოძრაობის პარტია.
ფორთხვა არ გახლავთ იოლი, ფორთხვა ამაყთა ხვედრია,
ამგვარ პოზაში ოკუპანტს ჯერ არვინ არ დახვედრია.
ეს რომ იხილა პუტინმა მანდრაჟით ისე გაჯერდა
რომ ჩვენი ტერიტორიის მხოლოდ ოც პროცენტს დასჯერდა.
გაუგე მაღალს ბითურო ნუ კარკლავ თვალებს ჭოტივით,
ის ფრანგი მან მიატოვა პატრიოტული მოტივით.
ამიტომ მისაღებია ზოგჯერ ამგვარი დემარში.
ისე, ალალად რომ გითხრათ ზოგიერთ მოსაზრებაში,
ნამდვილად დავეთანხმები რიგ ბალამუტა ოპონენტს.
თუ დასავლეთი ვერ ამჩნევს ჩვენში ევროპულ კომპონენტს,
მაშინ შეგვეშვან, შეწყვიტონ ანალიზი და ყურება,
ჩვენ არ გვჭირდენა ამ ფაქტის მათ მიერ დადასტურება.
თავად ვართ ევროპელები, ეს არის ჩვენი ზარხოში,
ნაგავს ვყრით აივნებიდან და ვშარდავთ სადარბაზოში.

ეპილოგი

ამით ვასრულებ ამ ამბავს ეგზალტაციებს არ ველი,
ამაგს მაღლისას ვერ განსჯის რიადავოი ქართველი.
რას ვიზამთ ლომთა პრაიდშიც ბუდობს მრავალი მელია,
რომელთა გამოვლინება ხშირად ჩერესჩურ ძნელია.
სწორედ მათ დასცეს უშვერთა ჯანყის მრავალი კარავი,
და მაღალს 12 ოქტომბერს ხმა აღარ მისცა არავინ.
რა უნდა ექნა ჩემ რაინდს დარჩა უქოლგოდ წვიმაში,
გადაიხვეწა და ახლა ის იღწვის უკრაინაში.
იქაც ჩაიდენს უამრავ საქმეს დიდსა და საჩინოს,
ეგებ ქართველი თუ ვერა, ხახოლი გადაარჩინოს!
პა, პა, პა, პა ........... მაპი არა, ტყლაპი!
klk
31 ოქტომბერი 2016 11:19
აბდა უბდა.. მიდი-მოდ-გადი-გამოდი არაფრისმომცემი "ბლოგია" თუ რაცხა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები