აღმაშენებელს გორგასალმა გადასძახა, - წადი შენს ქუთაისში, მინდა, ჩემს ქალაქში მე და ჩემი ცხენი დავრჩეთ, როგორც "კარენოი მასტებიო"
აღმაშენებელს გორგასალმა გადასძახა, - წადი შენს ქუთაისში, მინდა, ჩემს ქალაქში მე და ჩემი ცხენი დავრჩეთ, როგორც "კარენოი მასტებიო"
აღდგომამდე და აღდგომის მერე სრულიად საქართველო თავს ვიქცევდით იმით, რა მდგომარეობაში იქნებოდა თბილისი და რეგიონები. თვალში მოგვხვდა გაცალმხრივებული მოძრაობა თბილისიდან პროვინციებისკენ და დედაქალაქის მოსახლეობა 41%-ით შემცირებულა. ვინ დაითვალა, არ ვიცი, მაგრამ თბილისი იყო წყნარი, მშვიდი და მოწყენილი სამი დღე!

ვიღაცამ უკბილოდ იხუმრა: "დიღმელ" დავით აღმაშენებელს "მეტეხელმა" ვახტანგ გორგასალმა გადასძახა, - ე ბიჯო, წადი შენს ქუთაისში, მინდა, ჩემს ქალაქში მე და ჩემი ცხენი დავრჩეთ, როგორც "კარენოი მასტებიო". -
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაიცა, ხო ხედავ, პირი დასავლეთისკენ მაქვს, როგორც ევროპელსო!
- გადაჰკრა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მათრახი ფარნავაზიანს ბაგრატიონმაო. ჯუანშერი გადაიკითხე, იქ გარკვევით წერია ჩემზე, რომ ვუბარებდი ხალხს, "სიყვარულს ბერძნებისას ნუ დატოვებთ" და "ვაბშემც", ჩემი დაწყებულია ვიზალიბერალიზაციაზე ამბებიო! - გახმაურებია ვახტანგი...

ისე, როგორც ამბობენ, სააღდგომოდ საფლავებზე გამსვლელთა რაოდენობა შემცირებულა, მაგრამ ორშაბათს ავსილა მოქეიფე, დიიიდ ტელეფონიან-ფეისბუკიანი ადამიანებით საგოდებლები! ვის ეცალა საგოდებლად და მიცვალებულთა რწმენისმიერად მოსახსენებლად, ცალკე ჯიპებს "აპრეზენტებდნენ", ცალკე - სმარტფონებსა და სუფ
რის ელემენტებს! დასრულდა ორშაბათიც და რეგიონებში სასაფლაოებზე "დლია პამიაწი" დარჩა თაიგულები და მოფრიალე ცელოფანები, კიტრის
ნათალები და ცარიელი ბოთლები. ცოდვა გამხელილიც სჯობს და არაერთი ადგილობრივი ლოთიც შერჩა სასაფლაოებს გვიანობამდე, ვიდრე არ მოაფხიზლა საღამოს სიგრილემ!

აღდგომის იქითაც გადავიხედოთ ცოტა: 14 აპრილი, მოგეხსენებათ, "დედაენის" დღეა ჩვენთან და როგორ
მინდოდა, ამ დღეს ქართულ საინფორმაციო საშუალებებს "ენა ჩავარდნოდათ" და ეს იქნებოდა ენის დაცვის უპრეცედენტო მაგალითი, მაგრამ ვინ გვამცნობდა ასეთ გულისამაჩუყებელ ამბავს: "პარტიას უერთდებიან ადამიანები, რომლებიც სულ რაღაც 5-6 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დაიკავებდნენ მენეჯერების თანამდებობას პარტიის ფარგლებში. ეს ბუნებრივია მტკიცედ მაფიქრებინებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის უალტერნატივო პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძალიან მალე ყველა დონეზე მოვა ხელისუფლებაში, ახალი გუნდით", - აღნიშნა "ნაციონალმა" მელიამ. კი ჩაუქირქილიათ ევროპელ "ნაცებს" ამაზე, - რა კვალიფიკაცია, რის პარტიის მენეჯერები, თუ ვინმე "მოზგიანი" იყო, ყველა ჩვენთანაა და სანთლით ეძებეთ, თუ გინდათ, მაინც ვერავის იპოვითო!

აფსუსი კია, რომ ლევან ღვინჯილია დაგვეკარგა ძალიან ბევრს, "ფეისბუკიდან". არადა, როგორ მინდოდა, დიდაქტიკა ენის სიწმინდის შესახებ წამეკითხა ონლაინში! დამბლოკა, როგორც ენის წამბილწველი, რამეთუ გამოვიყენე არაბული წარმოშობის "ფანჯარა" და თურქულძირიანი "იატაკი"! მოკლედ, ღვინჯილიაჩატარებულმა, თვალი შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთსაც გადავავლე და რა დაინახა ჩემმა თვალებმა?! ჩრდილოეთკორეელი პირველი ბელადი, კიმი, 105 წლისა გამხდარა 15 აპრილს და 14-ში განდიდებული ენა ჩამივარდა შიშით მუცელში!

თურმე, მის დაბადების დღეზე რაკეტებს ცდიან კორელეები და აქვთ მეზობლებს შიშით თავ-გზა აბნეული. ტრამპს უთქვამს, თუ არ "დაასტოპებს" ეგ ახალი კიმი, აფრენამდე გავუჯართებ ყველა რაკეტასო. თანაც "დაუტვიტავს" "ამერიკელ ბიძინას", - ჩინეთის მისამართით თუ დამეხმარებით, ხომ კარგი, თუ არა, თავად მოვაგვარებთ ამ საკითხსო. ახლა იმას ვფიქრობ, კორეისთვის ჭკუის სწავლება თუ დაიწყო "აშუშუმ", თავდაყირა არ დადგეს მსოფლიო და თავზე არ დაგვექცეს სამყარო!

პ.ს. გამოცდილი ანალიტიკოსები ურჩევენ კორეის ბელადს ან მილიტარიზაციას დაანებოს თავი, ან ღრმა ბუნკერი მოძებნოს, სადაც პლედებისა და რუსული "ტელოგრეიკების" მარაგიც უნდა ჰქონდეს, რადგან ბუნკერში სამუდამოდ გამყინავი კლიმატია
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს


მკითხველის კომენტარი (11)
ადამიანი
21 აპრილი 2017 21:26
ამ თბილისის შემხედვარე მე გადავედი სოფელში ))) თავსაც დაშხოშიანდ ვგრძნობ ))) მერე!? გვარიშვილობა დამაკლდა!? (გულნატკენ სოფლელებს ვეკითხები )
JJ
21 აპრილი 2017 20:53
დიდება უდიდეს და წმინდა ქართველ მეფეებს,სამშობლოს და ერისთვის მებრძოლებს,მათ წმინდა სულებს ვენაცვალე.
CCC
21 აპრილი 2017 19:49
ასეთ უდიდეს და წმინდა ქართველ მეფეებზე,ის გადასძახა, ეს გადმოსძახა და რაღაცეები, ასეთი რაღაცეების წერა უპატიებელი საქციელია,მეფეები რომლებიც ერის,სამშობლოს დიდებისთვის და ძლიერებისთვის იბრძოდნენ.
jemali goridan.
21 აპრილი 2017 11:56
ამ 10 წლის წინ ხაშურელისგან მანქანა ვიყიდე, გერმანიაში დადიოდა ვაჭრობდა, გვარი ვკითხე, ღონღაძე ვარო, გავშალე სუფრა კარგად ვაქეიფე, მერე ტქსი დაუქირავე 50 ლარი ტაქსს მივეცი, ღონღაძემ მითხრა, ადრე თბილისში ვყიდდი მანქანებს, მაღარიჩი კი არა ლუდი არავის დაულევინებიაო, ასე რომ კარგი ყველგან არის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები