ლოკომოტივი მიშა, ნარკოპოლიტიკა და რატომ არ უნდა ბიძინას პოლიტიკა
ლოკომოტივი მიშა, ნარკოპოლიტიკა და რატომ არ უნდა ბიძინას პოლიტიკა
ბატონი ხელისუფლება გვეუბნება, მეტი გადასახადი გადაიხადეს, მეტი ტურისტი შემოვიდა, მეტი ადამიანი დასაქმდაო, მაგრამ ინფლაციისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, მე თუ მკითხავთ, დიდად წინ არ გადაგვიდგამს ნაბიჯი.

როცა ნაკლებია პური, ხალხს მის ნაცვლად სანახაობას აჩეჩებენ. სანახაობა კი იმდენნაირი გვაქვს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, რამდენიმე მაინც უნდა მოგახსენოთ: სატელევიზიო შოუებში ისეთ სტუმრებს იწვევენ, მინიმუმ, უნდა დალანძღონ ერთმანეთი ან ჭიქა უნდა შეალეწონ (და წყალი იგი უნდა დაითხიოს, წყალი, რომელსაც ვაებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
ელოდება ზაჰესისა თუ ვარკეთილის მოსახლეობა), ან კიდევ მიუმუშტიკრივონ ყბა-სახის მიდამოები! პოლიტიკური სანახაობა შოუებს გარეთაც მშვენიერი გვაქვს. ნამიშარი, დაწიწილაქებული "ნაცმოძრაობის" "ასკოლკები", რომლებიც პოლიტიკური ცხედრები გახლავთ, ოკუპაციურ ხაზთან მივლენ, ერთ პლაკატს გამოფენენ, ჩაისელფავენ კმაყოფილ სახეებს და აჰა, უკვე თრთის კრემლში პუტინი! სახელმწიფო სათათბიროს ხომ საერთოდ ხმის მიცემის თავიც აღარ აქვს კენჭისყრის დროს და კავკასიონის გადაღმა გვგონია რუსები გადარეკილი!

ახლა თუ მაინც ხვდებიან ვაშაძე, ბოკერია, უგულავა, ხოშტარია და უდუმაშვილი, ვინ იყო მათთვის ლოკომოტივი და სიცოცხლის ელექსირი? დიახ, ეს გახლდათ ფრიად დაუფასებელი ჩვენი ნაპრეზიდენტალი
სააკაშვილი, რომელმაც ბრძანა განსაზღვრულ დროს განსაზღვრული ტონალობით, 2004 წლამდე საქართველო კიტრის მწნილსაც ვერ აწარმოებდა, მოვედი და საკონსერვო წარმოებაც აღორძინდაო! ვაღიაროთ, "ვეფხისტყაოსნის" უბადლო მცოდნე მიშას უყვარდა ჭამა-სმა დიდად შესარგი და კიდეც
წაიყვანა კვების მრეწველობა აღმავლობისაკენ! აბა, თქვენ რა გგონიათ, მრეწველმა გოგი თოფაძემ ქნა ეგ საქმე?! არა, ბატონებო, არ შეცდეთ და არ მიაწეროთ რამე პოზიტივი თოფაძესა და ტყემალაძეს, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში "პივის ბოჩკას" და "გაფუჭებული ღვინის შტოფს" ეძახდნენ!

"ნაციონალებს", "მრეწველებსა" და ლეიბორისტებს როცა ვახსენებთ, მაგიდაზე სამჯერ გარკვევით ვაკაკუნებთ და ვამბობთ: ფუი ციანიდს! ეს იმისთვის, რომ მაგათი ასპარეზზე გამოსვლა არ გვაჩვენოს ბიძინას გონიერებამ და ფულიერებამ!

ეგებ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ უპასპორტო მიშას პოლიტიკური
ფენიქსაცია უნდა მოხდეს! ისე, მგონი დროა, პოლონეთში ჩამობრძანებულ ვაჟბატონს წულუკიანმა პასპორტი გაუმზადოს (ნატურალიზაციის პრინციპის მიხედვით, მიშა საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს), მერე მთავარმა პროკურატურამ ბრალი დასდოს (არ მითხრათ, რომ უბრალოა, ვერ დავიჯერებ!), სასამართლომ მიუსაჯოს და მერე, კახიშვილი მიხედავს შესაფერისად!

თქვენი ნებართვით, ისევ სანახაობის თემას მივუბრუნდები. ბატონმა სიგუამ "კაზანტიპი" გააგემფესტივალა და მიიწვია ხალხი საძიგძიგოდ! როგორც წესი, ასეთ ფესტივალებზე დაბალბიუჯეტიანი ხალხი მიდის. მაგალითსაც გეტყვით: გურიაში ბიჭბუჭობამ ადრიანად "მოისთუალა" თხილი, გაყიდეს სამ ლარად კილო, თავი მაგარ მაჩოებად წარმოიდგინეს, იყიდეს "სკვაზნოი შმოტკები", ჩაიდეს ჯიბეში სიგარეტი, ცოტა ფულიც და მოძუძგეს ანაკლიაში! რა დახვდათ ანაკლიაში? ბეეეევრი გოგო და ძვირი სასტუმრო სერვისები! აი, მუსიკასაც ისეთს უკრავდნენ თურმე იქა, თუ არ გაბრუვდებოდი, ისე ვერ შეუშვებდი ყურში. ჰოდა, მოსაწევი მოსწიეს, გასაჩხერი გაიჩხირეს, შესასუნთქი შეისუნთქეს და კი მოემატა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადებს საქმე.

როცა სახელმწიფოს ნება იყო, მანქანისა და სხვა ნივთების მოპარვა თითქმის განულდა, მაგრამ აი, ნარკოდანაშაულს არ დაადგა საშველი. საქმეში ჩახედული ერთი კაცი ამბობდა, საქართველოს 250 ათასი ნარკოდამოკიდებული ჰყავს და დღეში თითომ საშუალოდ 10 ლარის მარიხუანა, ჰეროინი, ბიო და "კრაკადილი" რომ მოიხმაროს, აზრზე ხართ, რა მაყუთი იღუნებაო?! დაჯამებისას სახეში ხელი ვიტკიცე, რადგან ასტრონომიული თანხა გამოვიდა ბოლოს და მაგ თანხისთვის კი არა, 30 ვერცხლისთვის ქრისტე მოწაფემ გაყიდა! აი, ქართველი ხალხის სიჯანსაღე არ შემოევლოს დოლარისა და ევროების დასტებს?!..

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, პოლიტიკოსობა რატომ აღარ გინდაო? რატომ და საქართველოში პოლიტიკა კაცების საქმე არაა და პოლიტიკოსების საქმე კაცობაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ტოტი
10 აგვისტო 2017 12:18
ამ სურათების შემხედვარემ რა კომენტარი უნდა დავწერო?
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა